ბრალდებების შემდეგ ელენის შოუს სამი პროდიუსერი დაითხოვეს
მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო პროექტის — ელენ დეჯენერესის შოუს სამი მთავარი პროდიუსერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ეს ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ შოუს მწარმოებელი კომპანიის, Warner Bros.-ის წარმომადგენელმა გაავრცელა.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მედიაში გავრცელებული ყოფილი თუ ამჟამინდელი თანამშრომლების ბრალდებების გამო ასევე Warner Bros.-მა გადაცემის სამუშაო გარემოს შესწავლა და შესაძლო გადაცდომების გამოძიება დაიწყო.
BBC-ის ცნობით, ელენის შოუდან დაითხოვეს აღმასრულებელი პროდიუსერები ედ გლევინი, კევინ ლიმენი და ჯონათან ნორმანი.
ამ წლის დასაწყისში სხვადასხვა დროს უცხოურ მედიაში თანამშრომლების განცხადებები გავრცელდა, რომლითაც ისინი ელენის შოუს ხელმძღვანელობას "ტოქსიკური გარემოს" შექმნაში ადანაშაულებდნენ.
მათ შორის ედ გლევინი და ჯონათან ნორმანი ყოფილმა თანამშრომლებმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. ისინი ასევე აღნიშნავდნენ, რომ პროდიუსერები თანამშრომლებს ხშირად აშინებდნენ და მტრულ გარემოს უქმნიდნენ.
აპრილში Variety-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შოუს ხელმძღვანელები დანარჩენ თანამშრომლებს სტრესულ გარემოს უქმნიდნენ: მათ ისიც კი არ იცოდნენ, აიღებდნენ თუ არა ხელფასს პანდემიის გამო.
რამდენიმე კვირის წინ კი BuzzFeed News-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ელენის შოუს 10 ყოფილი თანამშრომელი მათ წინააღმდეგ მიმართულ რასიზმზე საუბრობდა და დასძენდა, რომ ემის მფლობელი ტელეშოუს კულისებს მიღმა შიში და დაშინება არსებობდა. შავკანიანი თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ მათ ხშირად უწევდათ რასისტული კომენტარების ატანა: მაგალითად, ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ შოუს სცენარისტს მისი სახელი იმიტომ არ ახსოვდა, რომ "მხოლოდ თეთრკანიანი თანამშრომლების სახელები ამახსოვრდებოდა".
ამის შემდეგ შოუში სამუშაო გარემოს შიდა გამოძიება დაიწყო, ელენ დეჯენერესმა კი თანამშრომლებს ბოდიში მოუხადა:
"ჩვენი შოუს გასვლამდე, თანამშრომლებს პირველ შეხვედრაზე ვუთხარი, რომ ელენ დეჯენერესის შოუ ბედნიერების ადგილი უნდა ყოფილიყო. ადგილი, სადაც არავინ აიმაღლებდა ხმის ტონს, ერთმანეთს ყველა მოექცეოდა პატივისცემით. აშკარაა, რომ რაღაც შეიცვალა და იმედგაცრუებული ვარ იმის გაგებით, რომ ასე არ მოხდა. ამის გამო, ბოდიშს გიხდით."
სოციალურ ქსელებში ათასობით მომხმარებლის კრიტიკის მიუხედავად, ელენ დეჯენერესს ისეთმა ცნობილმა სახეებმა დაუჭირეს საჯაროდ მხარი, როგორებიც არიან კევინ ჰარტი, კეტი პერი, ალეკ ბოლდუინი და ეშტონ კაჩერი.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები