დედა დათვმა სხვების სახლში მოჭვრიტინე თავისი ბელი დატუქსა და წაათრია
რამდენიმე დღის წინ Facebook-ის მომხმარებელმა სამერ უოლსერ უილიამსმა დაწერა პოსტი იმის შესახებ, რომ აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ღამით ის და მისი ქმარი ხმაურიანმა მნახველმა გააღვიძა. ეს დათვის პატარა ბელი იყო.
"ჩვენი საძინებლის ფანჯრის გარედან რაღაც ჩხაკუნი მოგვესმა, სახლის წინა ტერასიდან შემოდიოდა. შუქი რომ ავანთე, კართან დათვის ბელი იყო", — თქვა ულიამსმა The Dodo-სთან ინტერვიუში.
უილიამსი და მისი ქმარი თვალებს ვერ უჯერებდნენ: ცნობისმოყვარე დათუნია ორ ფეხზე იდგა და მათ ფანჯარაში იცქირებოდა. წყვილი არ გაბრაზებულა, პირიქით — მისი დანახვა ცოლ-ქმარს ძალიან გაუხარდა. მაგრამ, აი, ოინბაზი ბელის დედა სულ სხვა აზრზე იყო — მან თავისი მოუსვენარი შვილი ხალხის პირადი სივრცის დარღვევისთვის დატუქსა და ქეჩოში წავლებით წაათრია.
უილიამსი თვითონაც ორი შვილის დედაა და დედა დათვის ასეთი რეაქცია რომ ნახა, მისი ძალიან კარგად გაიგო.
"ძალიან კარგად მესმის. ჩემს შვილებთანაც ყოველდღიურად ასე მიწევს მოქცევა. მგონია, სწორედ ამიტომაა ეს ვიდეო ასეთი მაგარი. ის გვიჩვენებს, რომ შვილის აღზრდის ზოგიერთი ასპექტი ყველა სახეობისთვის ერთნაირია", — თქვა ულიამსმა.
უილიამსის აზრით, იმას თუ წარმოვიდგენთ, დედა დათვი ამ დროს თავის ბელს რას ეუბნებოდა, დაახლოებით ასეთი რამე იქნებოდა: "უკვე ასჯერ მაინც გითხარი, ხალხს ნუ აწუხებ-მეთქი!".
როგორც ჩანს, პატარა დათუნიამ თავისი გაკვეთილი ისწავლა, რადგან დათვები მალევე გაუჩინარდნენ სიბნელეში, უილიამსსა და მის ქმარს კი დაუვიწყარი სანახაობა და მოგონება დაუტოვეს, რომელსაც საშვილიშვილოდ მოყვებიან.
"ასეთი ვიზიტები იმის შემახსენებელია, რომ ჩვენ ისეთივე სტუმრები ვართ მათ სახლში, როგორც ისინი — ჩვენსაში", — დაამატა უილიამსმა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები