წავიდნენ თუ არა სამცხე-ჯავახეთის ევროპული საქართველოს წევრები ენმ-ში — პარტიების განმარტება
სამცხე-ჯავახეთში ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჩილინგარაშვილის განცხადებით, პარტიის რამდენიმე წევრი, შესაძლოა, გადავიდეს ნაციონალური მოძრაობის რიგებში და ეს მათი არჩევანია. ასე უპასუხა მან On.ge-ს კითხვას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ევროპული საქართველოს წევრები ენმ-ში გადავიდნენ.
ის უარყოფს, რომ პარტიის წევრები მხარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სავარაუდო კანდიდატს, ვაჟა ჩიტაშვილს დაუჭერენ. როგორც ჩილინგარაშვილი ამბობს, შესაძლოა, ევროპულ საქართველოში მყოფი ჩიტაშვილის 3-4 მეგობარი მას მხარს უჭერს, მაგრამ თუ ისინი საბოლოოდ თავიანთი პარტიის მიერ დაყენებულ კანდიდატს არ დაუჭერენ მხარს, პარტიის რიგების დატოვება მოუწევთ.
"სამცხე-ჯავახეთში ევროპული საქართველოს წევრები მხარს მხოლოდ ევროპული საქართველოს მიერ დაყენებულ კანდიდატს დაუჭერენ", — განაცხადა ზურაბ ჩილინგარაშვილმა On.ge-სთან.
მისივე თქმით, თუ სამცხე-ჯახახეთში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი იქნებოდა, მას ევროპული საქართველოს მხარდაჭერაც ექნებოდა, თუმცა ოპოზიციაში საერთო კანდიდატზე შეთანხმება არ შედგა.
"ჩვენი შეთანხმება ნაციონალურ მოძრაობასთან არ შედგა, აქედან გამომდინარე არავითარი მხარდაჭერა არ იქნება ნაციონალების მიერ დაყენებული კანდიდატების მიმართ ევროპული საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან. ვანო მერაბიშვილი რომ ყოფილიყო, აუცილებლად დავუჭერდით მხარს, იმიტომ, რომ ეს იყო შეთანხმება[ ოპოზიციურ პარტიებს შორის]. რახან თავად არ ისურვა კანდიდატობა, ეს შეთანხმება დამთავრებულია და თავისუფალი ვართ ყველანაირი ვალდებულებისგან, ამიტომ ვაყენებთ ჩვენს კანდიდატს", — განაცხადა ჩილინგარაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპული საქართველო ახალციხე-ადგიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატს დაახლოებით აგვისტოს ბოლოს დაასახელებს და პარტიის წევრები სწორედ მას დაუჭერენ მხარს. ამ ეტაპზე ოფიციალურად არ არის წარდგენილი არც ენმ-ის კანდიდატი, თუმცა არსებული ინფორმაციით, პარტია ვაჟა ჩიტაშვილს განიხილავს.
რაც შეეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პასუხს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პარტიაში On.ge-ს ეს დაუდასტურეს, თუმცა არ ამბობენ, რამდენი ადამიანი გადავიდა მათთან. ენმ-ში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ევროპული საქართველოდან მათ რიგებს რამდენიმე წევრი შეუერთდა.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები