პროკურატურის ვერსია და მოწმის ჩვენება არის ტყუილი — ადვოკატები საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ
მცხეთაში, არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. ბრალდებულების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატებმა პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის რამდენიმე ეპიზოდი გაითამაშეს. ადვოკატების მტკიცებით, პროკურატურის ვერსია და მოწმის ჩვენება არის ტყუილი.
"ჩავატარეთ 6 საგამოძიებო ექსპერიმენტი. ყველა ექსპერიმენტში დადგინდა, რომ პროკურატურის ვერსია პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში, არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარებას. ვაპირებთ, რომ სხვადასხვა პირი გამოვკითხოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და უფრო მეტად წარმოვაჩინოთ ის რეალური მხარე და ის რეალობა, რაც აღნიშნულ საქმეში არსებობს", — აცხადებს კობაიძე.
გაგნიძის მეორე ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის მტკიცებით, ექსპერიმენტებით დადგინა, რომ ბუნებრივი განათების პირობებში ხიდზე არათუ პიროვნებების, არამედ სილუეტების დანახვაც კი შეუძლებელი იყო.
"ჩავატარეთ ექსპერიმენტი იაკობ ბრეგვაძის იმ შესაძლო ჩვენებასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ არჩილ გაგნიძის ადვოკატები არ ვიცნობთ. ეს არის 2 აგვისტოს ჩვენება, სადაც იგი თითქოსდა მიუთითებს, ესეთი ინფორმაცია გვაქვს, რომ ხიდის დასრულებამდე დაინახა ორი პიროვნება, რომელიც მტკიცებით ფორმაში აღნიშნა, რომ არ არიან ის პირები, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ. ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით ორი ექსპერიმენტი ჩავატარეთ და დადასტურდა, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ბუნებრივი განათების პირობებში, რა განათებაც ჩვენ გვქონდა, რაიმე დაენახა, არათუ პიროვნებები არამედ ზოგადად სილუეტებიც კი", — ამბობს ვასილ მამულაშვილი.
არჩილ გაგნიძის მესამე ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის განმარტებით, "დადასტურდა, რომ ბრეგვაძის მიერ 20 ივნისს მიცემული ჩვენება არის არასწორი და ტყუილი".
"ექსპერიმენტით გამოირიცხა იმის შესაძლებლობა, რომ შენობიდან ვინმეს შეეძლო დაენახა კონკრეტული პირების გადაადგილება ხიდზე და მით უმეტეს ამ პირების იდენტიფიცირება", — ამბობს ადვოკატი.
აგრეთვე, ადვოკატებმა არ აღადგინეს პროკურატურის მიერ შემოთავაზებული ხევში ჩასვლის ეპიზოდი და აღნიშნეს, რომ არსებული ხილვადობის პირობებში ექსპერიმენტში მონაწილე პირებს საფრთხეს ვერ შეუქმნიდნენ.
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. მათგან ოთხს — ნ.ც-ს; ლ.შ-ს; ნ.ქ-ს და გ.მ-ს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ხოლო მათგან ორს — ზ.ხ-ს და ა.ქ-ს გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.
პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ ადამიანს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. კერძოდ, პროკურატურა ამბობს, რომ მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.
-
-
-
გადახედვაშსს-ს ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავეს, მათგან 23 ნარკორეალიზატორია შსს-ს ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავეს, მათგან 23 ნარკორეალიზატორია
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
კომენტარები