პეტიცია გარეული ღორის გადასარჩენად, რომელმაც ნუდისტს ლეპტოპი მოპარა
ფანებმა კამპანია დაიწყეს მონადირეებისგან მსოფლიოს სავარაუდოდ ყველაზე ცნობილი ტახის, ელზას, გადასარჩენად. ელზა იმ გარეულ დედალ ღორს შეარქვეს, რომელსაც ბერლინში გერმანელი ნუდისტი დასდევდა მას შემდეგ, რაც მას ლეპტოპიანი ჩანთა აწაპნა.
ცნობილ საცურაო ადგილას გადაღებული ამ დევნის ფოტოები მალევე ძალიან პოპულარული გახდა. ტახმა თავის ორ გოჭთან ერთად გაქცევა მოახერხა.
თუმცა ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ ის და სხვა ტახები, შესაძლოა, დახოცონ მათი რაოდენობის შემცირების მიზნით.
მეტყევეობის ადგილობრივი მენეჯერის, კატია კამერის, თქმით, ტოიფელზეეს — ბერლინის გრიუნევალდის ხშირფოთლოვან უბანში არსებული ტბის — ტახებმა ადამიანებთან "თავიანთი ჩვეული მორიდებულობა დაკარგეს".
ბერლინის ტელემაუწყებელ rbb24-თან საუბარში მან თქვა, რომ ეს დედალი ტახი უნდა "მოშორდეს", რადგან იმ ადგილებში უკვე ძალიან ბევრი გარეული ღორია, რომლებიც, შესაძლოა, აგრესიულები გახდნენ და ადამიანებში დაავადებებიც გაავრცელონ, მათ შორის ღორის გრიპი. აქვე მან დაამატა, რომ "მოშორება" არ გულისხმობდა სხვა ადგილას გადაყვანას, რადგან საამისოდ ტერიტორიის შემოღობვა გახდებოდა საჭირო.
ბერლინში ყოველწლიურად 2 000-მდე გარეული ღორს კლავენ, ნადირობის სეზონი კი შემოდგომაზე იხსნება.
მიუხედავად ამისა, გრიუნევალდის მეტყევეობის წარმომადგენელმა მარკ ფრანუშმა ახსნა, რომ ამ წმენდაში დედალი ღორი და მისი გოჭები არ მოხვდებიან — ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ გოჭები საკმარისად დიდები არ იქნებიან საკუთარი თავის გამოსაკვებად.
"ესენი გარეული ცხოველები არიან, რომლებიც ჩვენს პატივისცემას იმსახურებენ, და მათი გამოკვება არ შეიძლება", — თქვა მან.
rbb24-ის ცნობით, ხალხი გრიუნევალდის გარეულ ღორებს ვაშლებითა და სენდვიჩებით უმასპინძლდებოდა.
კვირას, 16 აგვისტოს, კამპანიის რამდენიმე წევრმა გრიუნევალდში ელზასა და მისი თანამოძმე გარეული ღორების გადასარჩენად დემონსტრაცია გამართა.
ვებსაიტ change.org-ზე განთავსებულმა ონლაინ პეტიციამ უკვე 11 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა. პეტიციას ჰქვია "გადაარჩინეთ ტოიფელზეეს კადნიერი, მაგრამ მშვიდობიანი დედალი გარეული ღორი!"
ნუდისტისა და ტახის კატათაგვობანას ახლა უკვე ცნობილი ფოტოები ადელ ლანდაუერმა გადაიღო. მისი თქმით, მთელი ამ პროცესიის განმავლობაში ნუდისტს ძალიან ეცინებოდა.
პეტიციის ორგანიზატორი ჟანინ პასტელერსი ამტკიცებს, რომ ელზა თავის საცხოვრებელ ადგილს წლების განმავლობაში მშვიდობიანად ინაწილებდა ადამიანებთან ერთად. ის ამბობს, რომ დედალი გარეული ღორი აგრესიული არ არის და ეს ნუდისტთან ინციდენტის დროსაც გამოჩნდა.
"მას იმის ძალა შესწევდა, რომ კაცი სერიოზულად დაეზიანებინა და, ტახის გადმოსახედიდან, ამის სრული უფლებაც ჰქონდა! მაგრამ ასე არ მოქცეულა!", — აცხადებს პეტიციის ავტორი.
გერმანიაში ცოტა ხნის წინ გარეულ ღორთან დაკავშირებული კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა: ბალტიის ზღვის სანაპიროზე დაკარგულმა ტახმა ამოცურა. შემთხვევა სამოყვარულო ვიდეოზეა ჩაწერილი, რომელშიც ჩანს, როგორ აოცებს მზეს მიფიცხულ ხალხს შონჰაგენის სანაპიროზე გარეული ღორის გამოჩენა.
თავიდან ტახი ნაპირთან მდგომი ერთი კაცისკენ გაექანა, რომელმაც ის ნიჩბით მოიგერია, შემსწრეებმა კი "აცადე გაქცევა!" შესძახეს.
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
კომენტარები