კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ნაცვლად კიდევ ორი უმოქმედო წელი გაილია — გრეტა თუნბერგი
გრეტა თუნბერგი, რომელმაც ორი წლის წინ კლიმატის პრობლემებისთვის საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად მარტოდმარტომ დაიწყო ეგრეთ წოდებული სასკოლო გაფიცვა, ამბობს, რომ მსოფლიომ ეს დრო გაფლანგა და არ მიიღო ის დაუყოვნებელი ზომები, რაც კრიზისის საპასუხოდ იყო აუცილებელი.
თუნბერგის გაფიცვამ მსოფლიო მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი, ამ კვირას კი ის და მოძრაობის სხვა ლიდერები გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდებიან, რომელიც ამჟამად ევროპული საბჭოს თავჯდომარეცაა. მათი მოთხოვნაა წიაღისეული საწვავის მოპოვების ინდუსტრიაში კაპიტალდაბანდების და სუბსიდიების შეჩერება, ამის ნაცვლად კი ეგრეთ წოდებული ნახშირბადის ბიუჯეტის ყოველწლიური განვითარება, რაც მოიაზრებს სათბურის აირების იმ რაოდენობის განსაზღვრას, რისი ატანაც პლანეტას გლობალური დათბობის და კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით შეუძლია.
"ამ ორ წელიწადში ბევრი რამ მოხდა. მილიონობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა... 2019 წლის 28 ნოემბერს კი ევროპარლამენტმა კლიმატის და გარემოს კრიტიკულ მდგომარეობაში ყოფნა გამოაცხადა", — ამბობს თუნბერგი The Guardian-თან ინტერვიუში თავის თანამოაზრეებთან: ლუიზა ნოიბაუერთან, ანუნა დი ვივერთან და ადელაიდ შარლიესთან ერთად.
"თუმცა ამ ორ წელიწადში მსოფლიოში 80 მილიარდ ტონაზე მეტი ნახშირორჟანგიც გამოიყო. ვიხილეთ ბუნებრივი კატასტროფების უწყვეტი ჯაჭვი მთელ მსოფლიოში. უამრავი ადამიანი და ადამიანის საცხოვრისი განადგურდა და ეს მხოლოდ დასაწყისია", — აღნიშნავს თუნბერგი.
აქტივისტთა თქმით, მსოფლიო ლიდერები "ეგზისტენციალურ კრიზისზე" საუბრობენ, თუმცა როცა საქმე საქმეზე მიდგება, ისინი მაინც ყველაფერს უარყოფენ.
"ის ნაპრალი, რომელიც არსებობს ჩვენთვის სასურველსა და იმას შორის, რაც რეალურად კეთდება, გამუდმებით ფართოვდება. ამგვარად, კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი წელი პოლიტიკურ უმოქმედობას შეეწირა".
თუნბერგი და მისი თანამოაზრეები აცხადებენ, რომ კლიმატის კრიზისთან ბრძოლა მდიდარი სახელმწიფოების მიერ დაბინძურების გამომწვევი რამდენიმე საქმიანობის შეჩერებას მოიაზრებს.
"ამისდა მიუხედავად, ამ ფაქტს ბევრი ადამიანი არ აღიარებს. ჩვენი წვლილის შეტანის ნაცვლად იმ კრიზისის არსებობის უარყოფა, რომელშიც ვიმყოფებით, ერთგვარად კოლექტიური აზროვნების მოკლე ჩართვას ჰგავს. უმეცრების, უარყოფის და დაუდევრობის ეს კომბინაცია პრობლემის თავი და თავია", — ამბობენ კლიმატის აქტივისტები.
ეკონომისტების, მეცნიერების და ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებით, ტრილიონობით დოლარი, რომელსაც სახელმწიფო მთავრობები კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად იღებენ, უიშვიათეს შესაძლებლობას წარმოადგენს, რათა მსოფლიო გლობალური დათბობის შეჩერებისკენ მიმავალ გზას დაადგეს. ისინი ამტკიცებენ, რომ მიღებული სარგებელი ხარჯებს გადაწონის.
დიდი ოცეულის სახელმწიფოები წიაღისეული საწვავის მხარდასაჭერად უფრო დიდი დახმარების პაკეტებს იღებენ, ვიდრე დაბალნახშირბადიანი ენერგიისთვის. გერმანიის პანდემიისშემდგომი აღდგენის გეგმა მოიაზრებს 40 მილიარდი ევროს გამოყოფას კრიზისზე საპასუხო ისეთი ზომებისთვის, როგორიცაა ენერგიის ეფექტიანი გამოყენება თუ ელექტროტრანსპორტისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ამ იდეამ მწვანე აქტივისტების ქება დაიმსახურა. თუმცა, როგორც თუნბერგი და მისი კოლეგები აღნიშნავენ, სხვა ყველგან ჯერ კიდევ ძალიან მცირედი კეთდება.
"ბავშვიც კი შეამჩნევს, რომ არსებული პოლიტიკა ამჟამინდელ მეცნიერულ მოსაზრებებთან შეუსაბამოა", — აცხადებენ ისინი.
მეცნიერების გამოთვლით, მსოფლიოში ნახშირბადის გამოყოფა ამ ათწლეულის ბოლომდე უნდა განახევრდეს, რათა ტემპერატურის მატება 1,5C-ის ფარგლებში შენარჩუნდეს, რაც პარიზის კლიმატის კრიზისზე შეთანხმებითაა დადგენილი. მკვლევრების თქმით, კარანტინის პერიოდში ნარჩენების შემცირებული რაოდენობით მიღებული სარგებელი მხოლოდ დროებითია, მას განგრძობითი ხასიათი არ ექნება და "უმნიშვნელო" გავლენას მოახდენს კლიმატის მდგომარეობაზეც.
"გვესმის, რომ სამყარო უფრო რთულადაა მოწყობილი და რასაც ვითხოვთ, შესაძლოა, არც ადვილი ჩანდეს და ნაკლებად რეალისტურიც", — აცხადებენ სასკოლო გაფიცვის მონაწილეები, — "თუმცა ის უფრო არარეალისტურია, რომ ჩვენი საზოგადოება მოსწრაფებულ გლობალურ დათბობას გადაურჩება. ასე თუ ისე, აუცილებლად მოგვიწევს არსებითი ცვლილების განხორციელება. ახლა კითხვა მხოლოდ ისღაა — ეს ცვლილება ჩვენი ნებით იქნება თუ ბუნების?"
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები