გეგელიას პასუხი გახარიას: წინა და დღევანდელმა ხელისუფლებამ რუსთავი ეკოლოგიური კატასტროფის ზონად გადააქცია
პოლიტიკური მოძრაობა ლელო საქართველოსთვის წევრი გრიგოლ გეგელია პერმიერმინისტრ გიორგი გახარიას რუსთავში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წინა და დღევანდელმა ხელისუფლებამ რუსთავი ეკოლოგიური კატასტროფის ზონად გადააქცია.
"პრემიერ-მინისტრის მიერ რუსთავში გაკეთებული განცხადება, რომ ამ მთავრობას ვითომ ადარდებს ჰაერის დაბინძურების პრობლემა, ეს უბრალოდ ცინიზმის მწვერვალია. გახარიას მხოლოდ 8 წლის თავზე გაახსენდა, ისიც წინასაარჩევნოდ, რომ მისი წინამორბედების და მისივე მთავრობის მიერ წარმოებული მავნებლური პოლიტიკა მთელი ეს წლებია, წამლავს ასი ათასზე მეტ რუსთაველს.
გახარიას და ქართულ ოცნებას აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ რუსთავის მაცხოვრებლებს ყოველდღიურად არ ესუნთქათ ეს მკვლელი ჰაერი. ისინი არც მომავალში არ შეცვლიან არაფერს. ამის სურვილი რომ ჰქონოდათ, წელსვე მიიღებდნენ შესაბამის ზომებს, როცა ეს საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში იდგა. რა გააკეთეს ამის სანაცვლოდ? დაბინძურებული ჰაერის პრობლემის რეალური მოგვარება ვითომ საშემოდგომო სესიამდე გადადეს, დღეს კი უთვალავი ადამიანის ყოველდღიური გასაჭირი წინასაარჩევნო დაპირებად აქციეს!
არც კი რცხვენიათ, როდესაც ამბობენ, რომ თურმე რუსთაველები ამასთან დაკავშირებით სამართლიანად ყოფილან გაბრაზებული. გახარიამ ეს პრობლემა დღეს დაინახა, მაგრამ, საბედნიეროდ, ვარსებობთ ადამიანები, ვინც ამას წლებია ვხედავთ და ვაპროტესტებთ. რუსთაველები დღეს არ გაბრაზებულან. რუსთაველები გაბრაზებული იყვნენ, როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე ქართული ოცნების მიერ წარმოებული ანტიეკოლოგიური, ანტისაზოგადოებრივი პოლიტიკის გამო. ამ ქალაქის მოსახლეობის დაწამვლაში მთელს პოლიტიკურ კლასს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება. სწორედ წინა და დღევანდელმა ხელისუფლებებმა გადააქცია რუსთავი ეკოლოგიური კატასტროფის ზონად, სადაც რუსთაველები დაუნდობლად გაწირეს ნელი სიკვდილისთვის.
გახარიასთვის ეს მხოლოდ კამპანიის ნაწილია და სხვა არაფერი, რუსთაველებისთვის კი ყოველდღიური პრობლემა, რომელიც იწვევს უამრავ დაავადებას, დაბალ ნაყოფიერებას, ზრდის ბავშვთა არასრულფასოვანი განვითარების რისკებს და აუარებელ ჯანმრთელობის პრობლემებს.
საბედნიეროდ, შემოდგომის სესიაზე გახარიას და ქართული ოცნების პარლამენტი ვეღარ გადაწყვეტს კანონების და ხალხის ბედს. ლელო უზრუნველყოფს იმას, რომ დაბინძურებული ჰაერის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას. ჩვენ გავამკაცრებთ როგორც კანონმდებლობას, ასევე აღსრულებას. ყველა საწარმო, თუ კერძო პირი, ვინც ადამიანების მოწამვლაზე იქნება პასუხისმგებელი, დაისჯება უმკაცრესად. ჩვენ რუსთავს გავამწვანებთ ისეთი სპეციალური ნარგავებით, რომლებიც შთანთქავს მავნე ნივთიერებებს, რომელიც ჩვენი საზოგადოების ჯანდაცვასა და ჩვენი შვილების კეთილდღეობას ვნებს და ფეხქვეშ თელავს. ვიმეორებ, კანონი და შესაბამისი რეგულაციები აღსრულდება უმკაცრესად, და არა ისე, როგორც წარსულში და დღეს, რადგან ადამიანის კეთილდღეობაზე უმთავრესი ჩემთვის არაფერია.", — აცხადებს გრიგოლ გეგელია.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები