რუსთავი 2: ვასამბეგ ბოკოვმა ციხიდან მოგვწერა, ამტკიცებს, რომ გაბუნიას ლიკვიდაციას არ გეგმავდა
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის განცხადებით, ციხიდან, სავარაუდოდ, ვასამბეგ ბოკოვის წერილი მიიღეს, რომელიც ამტკიცებს, რომ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობას არ გეგმავდა. ტელეკომპანიის განცხადებით, ბოკოვი ამტკიცებს იმასაც, რომ საქართველოში სულ სხვა მიზეზით, კერძოდ, პანკისში არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად და ბიზნესის წამოსაწყებად ჩამოვიდა.
"ჩემი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი პანკისში მცხოვრები ორი დაპირისპირებული ოჯახის შერიგება იყო. ამ წლის დასაწყისში ჩემმა ახლობლებმა შემატყობინეს, რომ საქართველოში, კერძოდ, პანკისის ხეობაში მოხდა კონფლიქტი, რომელიც გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში.
დაპირისპირების შედეგად უნებლიედ დაიღუპა ერთი ადამიანი, რამაც ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. შეიქმნა საფრთხე, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებდა და შედეგებიც შესაბამისი იქნებოდა. ამ საგანგაშო ვითარებამ გადამაწყვეტინა საქართველოში ჩამოსვლა, რათა მომეგვარებინა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით. სწორედ ამ მიზნით რამდენჯერმე ვესტუმრე პანკისს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ", — რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სწორედ ეს ეწერა ბოკოვის წერილში. ამავდროულად, ტელევიზიაში აცხადებენ, რომ ბოკოვის სურათი პანკისელებმა ვერ ამოიცნეს.
ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ბოკოვს ავტომობილების ბიზნესის დაწყება სურდა, რომელთა გადაყვანას უკრაინაში აპირებდა. მათი თქმით, გადაამოწმეს ადგილი, რომელსაც ბოკოვის მტკიცებით მუშაობდა, თუმცა მისი ფოტო ვერც იქ იცნეს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბოკოვი მის დაკავებას უსაფუძვლო "აჟიოტაჟს" უწოდებს.
"4-12 ივნისს მე გაუგებარი მიზეზით, სრულიად უსაფუძვლოდ დამაპატიმრეს და დღემდე პატიმრობაში მამყოფებენ. შემდგომში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დამაპატიმრეს ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობის საქმის ფარგლებში, რომელთანაც მცირედი კავშირიც კი არ მაქვს. სახელმწიფო ჩემი დაკავების გადაწყვეტილებას იღებს და დღემდე მამყოფებს პატიმრობაში ერთადერთი მიზნით, რომ ჩააწყნაროს ჩემი საქმის ირგვლივ წარმოქმნილი პოლიტიკური აჟიოტაჟი", — წერია, სავარაუდოდ, ბოკოვის წერილში.
15 ივნისს, ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა. გვარამიას თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო. გვარამია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა საქმე საქართველოს გადმოსცეს, ქართულმა მხარემ ეს "დიდი ლობის" პროვოკაციად ჩათვალა.
"ჩვენი ინფორმაციით, იყო რამდენიმე ჯგუფი, რომელიც აკონტროლებდა მარშრუტს პირველ საფეხურზე. მოძრაობის დადგენის შემდეგ, მეორე საფეხურზე იყო შემოსული ქილერი, რომელსაც უნდა განეხორციელებინა, ასე ვთქვათ... ის, რასაც ქილერები ახორციელებენ ზოგადად და ის, რაც იყო დაგეგმილი", — თქვა გვარამიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. თუმცა, უწყებაში არ აკონკრეტებენ საქმე ეხება თუ არა მთავარი არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციას.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები