გრანტი ბაკალავრებისთვის — რას სთავაზობს აბიტურიენტებს ალტერბრიჯი?
მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო აბიტურიენტებს უპრეცედენტო სოციალურ კამპანიას სთავაზობს.
მხოლოდ 2020 წლის მიღებაზე, 60 აბიტურიენტი, რომელიც პირველ ნომრად აირჩევს ალტერბრიჯის საზოგადოებრივი ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამას — ალტერბრიჯისგან 4 წლის განმავლობაში მიიღებს დაფინანსებას სახელმწიფო 100%-იანი გრანტის ოდენობით.
როგორც უნივერსიტეტის რექტორი და დამფუძნებელი ნათია გოცაძე აღნიშნავს, გადაწყვეტილება უნივერსიტეტის საბჭომ ქვეყანაში COVID-19-ის გამო გაჩენილი კრიზისის გამო მიიღო.
"ჩვენ დავაფინანსებთ 60 სტუდენტს, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალში პირველ ნომრად აირჩევს ალტერბრიჯის საბაკალავრო პროგრამას ნომრით 198", — განაცხადა რექტორმა.
დაფინანსება გულისხმობს 100%-იანი სახელმწიფო გრანტის, 2250 ლარის, სრულ ოდენობას 4 წლის განმავლობაში, რაც სტუდენტისთვის ჯამურად 9 000 ლარის შეღავათი იქნება.
2020 წელს საერთაშორისო სტანდარტებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილმა ახალმა უნივერსიტეტმა მომავალ სტუდენტებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები კომუნიკაციების სფეროში შესთავაზა.
საბაკალავრო საფეხურის პროგრამა მოიცავს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, ხოლო სამაგისტრო პროგრამა — სტრატეგიულ კომუნიკაციებს.
ალტერბრიჯს 6-წლიანი უპირობო ავტორიზაცია აქვს. უნივერსიტეტი ეკოლოგიურ და უსაფრთხო გარემოში, ბაგებში, ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს. ლოფტის ტიპის დიზაინით დაგეგმარებული შენობის სტრუქტურა უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებმა კომფორტულ და თავისუფალ გარემოში იმეცადინონ და მიიღონ საჭირო ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული უნარები.
როგორც უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი ნათია გოცაძე აღნიშნავს, ალტერბრიჯს აქვს იმის ამბიცია, რომ მათი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ქვეყანაში PR-ს ახალ და უფრო მნიშვნელოვან საფეხურზე აიყვანს.
"ჩვენი კურსდამთავრებულები იქნებიან კომუნიკაციის ფსიქოლოგები, რომლებსაც ექნებათ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების, ნეიროლინგვისტური პროგრამირების უნარები, რომლებიც მზად იქნებიან, შექმნან სწორი კონტენტი და მოარგონ ის საზოგადოებრივ ინტერესებს", — აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი.
სტუდენტები ცოდნას ქართველი და უცხოელი საუკეთესო პროფესორებისგან და უშუალოდ პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან მიიღებენ.
გოცაძის თქმით, უნივერსიტეტში თეორია და პრაქტიკა დაბალანსებული იქნება, რადგან უმაღლესი სასწავლებლის მიზანია, მოამზადოს სტუდენტები რეალურ ცხოვრებასთან, რეალურ სამსახურთან შესახვედრად. ამ მიზნით, სტუდენტების სტაჟირებისთვის მისაღებად უკვე მობილიზებულია ქვეყნის წამყვანი კომპანიები: მედიასაშუალებები, სარეკლამო სააგენტოები, მსხვილი კომპანიები თუ საჯარო უწყებები.
კვლევითი პროექტები, საჯარო შეხვედრები, სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები და ფორუმები, პრაქტიკული სამუშაოები — ესაა იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალი, რომელსაც უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს.
ალტერბრიჯი PR აკადემიამ არაფორმალური განათლების სფეროში 7-წლიანი ფუნქციონირების შემდეგ დააფუძნა. კომუნიკაციების მიმართულებით სწავლების პრაქტიკამ და მიღებულმა გამოცდილებამ PR აკადემიის დამფუძნებლები დაარწმუნა, რომ ქვეყანაში საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგის განსავითარებლად უნივერსიტეტის შექმნა და აკადემიური განათლების მიცემა აღნიშნულ სფეროში კიდევ ერთი, ახალი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა.
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
კომენტარები