ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს შიმშილობის დაწყების გამო, ტელევიზორი წაართვეს — გელხაური
შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვნის საქმეზე სხდომის დასრულების შემდეგ, ზ.ხ-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა, რომ ბრალდებულები შიმშილობის გამო "დასაჯეს" და მათ კამერებიდან ტელევიზორები წაართვეს. მისი თქმით, უკვე სამი არასრულწლოვანი შიმშილობს: ზ.ხ, ლ. შ და ა.ქ., აქედან ორს, ზ.ხ-სა და ლ.შ.-ს კამერებიდან ტელევიზორები წაართვეს.
"მივმართავ სახალხო დამცველს, მივმართავ ყველა იმ დაინტერესებულ პირს, რომელიც ამ საქმეშია ჩართული მიაქციეთ ყურადღება ამ მართლმსაჯულებასა და სასამართლოს. საერთოდ არ ხდება არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინება. დღეს ზ.ხ-მ განაცხადა, რომ როდესაც მან დაიწყო შიმშილობა მას კამერიდან წაართვეს ტელევიზორი, დასჯის მიზნით, რომ ვინაიდან მან შინშილობა გამოაცხადა მას არ ეკუთვნის რომ უყუროს ტელევიზორს. მივმართავ იუსტიციის მინისტრს, მიაქციეთ ამ ბავშვებს ყურადღება და გაითვალისწინეთ მათი ინტერესები", — განაცხადა გელხაურმა.
საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილი აღნიშნულს არ ადასტურებს. მისი თქმით, სჯერა, აღნიშნულს არავინ გააკეთებდა. მან ასევე, ისაუბრა 3 არსრულწლოვნის გადაწყვეტილებაზე, რომ იშიმშილონ და განაცხადა, რომ ეს ბრალდებულთა პროტესტის გამოხატვის ფორმაა.
"რაც შეეხება შიმშილობას, ეს არის ადამიანის პროტესტი, ის ასე გამოხატავს საკუთარ პროტესტს, შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არ იყო და არ გვიიძულებია, რომ ეშიმშილათ. რაც შეეხება ტელევიზორს, ჩემთვის აღნიშნული არ არის ცნობილი და მე მჯერა, რომ მათ ტელევიზორს არავინ ჩამოართმევდა. შიმშილობა არ ნიშნავს ადამიანის რაიმე სახით შეზღუდვას. მას მიეწოდება იმ მოცულებით სასმელი და საჭმელი რაც აქამდე. ასევე, ინფორმაციაც იმ მოცულობით უნდა მიეწოდებოდეს და მიეწოდება რაც აქამდე", — განაცხადა პროკურორმა.
სხდომის შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სასამართლო პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩაინიშნა. ზ.ხ-ს ადვოკატმა ეს შეაფასა, როგორც გადაწყვეტილება, სადაც "არცერთი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები გათვალისწინებული არ არის".
მომდევნო სასამართლო პროცესი, ხვალ, 21 აგვისტოს 11 საათზე არის ჩანიშნული. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს.
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. მათგან ოთხს — ნ.ც-ს; ლ.შ-ს; ნ.ქ-ს და გ.მ-ს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ხოლო მათგან ორს — ზ.ხ-ს და ა.ქ-ს გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.
პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ ადამიანს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. კერძოდ, პროკურატურა ამბობს, რომ მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
კომენტარები