10 აუზი, რომელზეც FitPass-ის დახმარებით ზაფხულის სიცხეში გაგრილდებით
თუ ამ ზაფხულს ზღვაზე წასვლა ვერ მოახერხეთ ან უკვე იყავით, მაგრამ ისევ გინდათ აგვისტოს სიცხეში დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს თუ უქმეებზე გრილად დაისვენოთ, სულ მარტივად შეგიძლიათ თბილისში ან მის შემოგარენში თქვენთვის შესაფერისი აუზი იპოვოთ.
ამ სტატიაში იმ გამორჩეული ობიექტების შესახებ გიამბობთ, რომლებიც სხვადასხვა პირობებითა და შეთავაზებებით დაგეხმარებათ, რომ მცხუნვარე დღეებში ქალაქიდან გაუსვლელად გაგრილდეთ.
1. ოლიმპიური აუზი
ოლიმპიური აუზი 2015 წელს თბილისში გამართული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში აშენდა: მის დაპროექტებაზე მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა იმუშავეს, რის გამოც ნებისმიერ მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტების მქონე სერვისებით სარგებლობის საშუალება ეძლევა.
რაც მთავარია, ეს სივრცე სტუმრებს ორ ღია აუზს სთავაზობს, რომლებიც ყველაზე დიდი ღია ტიპის აუზებია, რაზეც კი ამ სტატიაში გიამბობთ: 50*25 მეტრი (სიღრმე 240 სმ) და 35*25 მეტრი (სიღრმე 4-დან 7 მეტრამდე).
მისამართი: დიღომი, ახალი თბილისი, ოლიმპიური პარკის ტერიტორია
2. არენა
მართალია, სპორტული კომპლექსი არენა დახურული ტიპის აუზს გვთავაზობს, თუმცა თუ რუჯის მიღებაც გინდათ, შეგიძლიათ იქვე გასარუჯი ვერანდით ისარგებლოთ და ცურვით დაღლილი მზეს მიეფიცხოთ.
განახლებულ საცურაო აუზთან ერთად კომპლექსს აქვს თანამედროვე ჯაკუზიც. ამავდროულად კი შეგიძლიათ ფიტნესით დაკავდეთ ან საუნაში გაატაროთ დრო.
მისამართი: ვაკე-საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა 2
3. ოლიმპიკი
სასწავლო კომპლექსი ოლიმპიკი ამჟამად ყველაზე მასშტაბური საცურაო ცენტრია საქართველოში, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე გარემო-პირობების გამო საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლადაც კი იდეალური ადგილია.
დახურული ტიპის კეთილმოწყობილ აუზთან ერთად ოლიმპიკი თავის მომხმარებლებს სპეციალურ ვერანდას სთავაზობს, სადაც ცურვის შემდეგ დასვენება და რუჯის მიღებაც შეგიძლიათ.
მისამართი: ისანი, ქ.ჩოლოყაშვილის ქუჩა 1 კვარტალი, 5ბ
4. სპორტ თაიმი
თუ სპორტ თაიმის აუზის სუფთა და კამკამა წყალში გადაწყვეტთ გაგრილებას, სულ დაგავიწყდებათ სად იმყოფებით, მეტიც — ოკეანის რომელიმე მშვიდ ყურეშიც კი შეიძლება იგრძნოთ თავი.
სპორტ თაიმს ღიასთან ერთად დახურული აუზიც აქვს, ამავდროულად კი უახლესი ტრენაჟორებით აღჭურვილი დარბაზი და საუნითაც შეუძლია თავის მოწონება. რაც მთავარია, იქ სულ სასიამოვნო, მშვიდი და კომფორტული გარემო გელოდებათ.
მისამართი: ორთაჭალა, ვახტანგ გორგასლის 75ა
5. ბლექ სი 2
სპორტული კომპლექსი ბლექ სი 2 არა მხოლოდ დასვენების, არამედ განვითარებისა და გაჯანსაღებისთვისაც საუკეთესო ადგილია.
ეს კომპლექსი მოიცავს ორ — 25 და 12.5-მეტრიან აუზებს, ამავდროულად კი გვთავაზობს სატრენაჟორო და აერობიკის დარბაზებს. სამოყვარულო ცურვასთან ერთად იქ შეგიძლიათ აქუააერობიკით, აერობიკით ან ქროსფიტით დაკავდეთ.
მისამართი: გლდანი, გლდანის "ა" მ-რ. ხიზაბავრის ქუჩა I ჩიხი N5
6. რუსთავი არენა
აუზზე დასვენება მხოლოდ თბილისის შემოგარენში როდი შეგიძლიათ: რუსთავი არენა ყველას, ვისაც ვარჯიში, დასვენება ან ორივე ერთად სურს, 07:00-დან 23:00 საათამდე ექვს წელს ზევით ყველა სტუმარს უმასპინძლებს.
მისამართი: ძველი რუსთავი, მე-11 მიკრორაიონი, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ
7. თოლია
რუსთავში კიდევ ერთი აუზი გელოდებათ, რომელიც მომხმარებელს მაქსიმალურად სუფთა და დაცულ სივრცეს სთავაზობს. აუზთან ერთად ამ ობიექტს აქვს უნიკალური ინფრაწითელი გამოსხივების საუნა, რომელიც დამშვიდებელთან ერთად გამაჯანსაღებელი თვისებებით გამოირჩევა: ის აყუჩებს სპაზმებს, ადუნებს კუნთებს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
მისამართი: ახალი რუსთავი, მშენებელთ ქუჩა 15
8. ვანილა სქაი
თუ გსურთ ცოტა ხნით ყოველდღიურ რუტინას გაექცეთ, ქალაქიდან გახვიდეთ და ამისთვის არც ბევრი დრო ან ენერგია დახარჯოთ, მაშინ ვანილა სქაი თქვენი ყველაზე მყუდრო ნავსაყუდელი იქნება: ღია აუზი დახვეწილი მომსახურებით არა მხოლოდ სტრესის მოხსნაში, არამედ ოცნებების ახდენაშიც კი დაგეხმარებათ.
მისამართი: მცხეთა, ნატახტრის აეროდრომი
9. E60
ყველა თავისი განწყობისა და სურვილის მიხედვით არჩევს იმ სივრცეებს, სადაც თავისუფალ დროს გაატარებს, ხოლო თქვენთვის თუ პრიორიტეტული მშვიდად და მყუდროდ დასვენებაა, მაშინ თვალისმომჭრელ გარემოში E60-ის აუზი აუცილებლად მიგიზიდავთ.
მისამართი: მცხეთა, ნარეკვავის მიმდებარე ტერიტორია
10. სავანა სპა
თუ ბათუმში ხართ, გამოსავალი ამ შემთხვევაშიც მოიძებნება. თანაც ვინ თქვა, რომ ყველას ყოველთვის ზღვაზე ყოფნა სიამოვნებს? სავანა სპას დახურული აუზი ნებისმიერ ამინდში გიმასპინძლებთ და თანაც, დარწმუნებული შეიძლება იყოთ, რომ იქ ყოველთვის სუფთა წყალი გელოდებათ და თავს გაცილებით დაცულად იგრძნობთ.
მისამართი: ბათუმი, გორგილაძის 111
ჩამოთვლილმა ობიექტებმა დაგაინტერესათ, თუმცა ბოლომდე მაინც გიჭირთ არჩევანის გაკეთება, თუ რომელი მათგანით ისარგებლოთ? ამ შემთხვევაში თქვენთვის საოცრად მარტივი და მოსახერხებელი გამოსავალი გვაქვს: ფიტპასი რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს მხოლოდ ერთი ბარათის ფლობით აღნიშნული ობიექტების სერვისებით ერთდროულად თავისუფლად ისარგებლონ.
თანაც მხოლოდ ეს არ არის: ფიტპასი ასზე მეტ სპორტულ და გამაჯანსაღებელ ობიექტთან თანამშრომლობს, რაც საშუალებას გაძლევთ არა მხოლოდ აუზები, არამედ სხვა თქვენთვის საინტერესო სივრცეები აითვისოთ.
ფიტპასთან ერთად დასვენება, მოდუნება და ჯანსაღი ცხოვრებისკენ ახალი ნაბიჯების გადადგმა გაცილებით მარტივია.
ფიტპასის პარტნიორების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ვებსაიტზე: www.fitpass.ge
კორპორატიული შეთავაზების მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: t.ly/6Oym
დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით ფიტპასს ნომერზე 2 12 12 40
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები