13 რამ, რაც ენდომეტრიოზზე უნდა იცოდე
ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის მსგავსი ქსოვილი საშვილოსნოს გარეთ იზრდება, რაც სხვადასხვა სიმპტომსა და ხშირად ძლიერ ტკივილებს იწვევს. უამრავი ქალი წლების განმავლობაში ცხოვრობს ამ სიმპტომებთან ერთად, სანამ სამედიცინო დიაგნოზს დაუსვამენ. ენდომეტრიოზი უმეტესად "უხილავი" დაავადებაა, რის გამოც რთულია, სხვა ადამიანებს აუხსნა, რამხელა ძალისხმევა მიაქვს უბრალოდ ტკივილთან გამკლავებასაც კი.
ენდომეტრიოზი მსოფლიოში 176 მილიონ ადამიანს აქვს, თუმცა ამ დაავადების შესახებ უამრავი მითი და მცდარი წარმოდგენა არსებობს. სწორედ ამ ინფორმაციული ვაკუუმის ამოსავსებად არსებობს ბლოგი ცხოვრება ენდომეტრიოზით, რომელიც რეალურ ისტორიებს, მკურნალობის მცდელობებსა და ენდომეტრიოზთან დაკავშირებულ საინტერესო რესურსებს აერთიანებს.
1. არ არსებობს ენდომეტრიოზისგან განკურნება
ამ ეტაპზე მედიცინას მხოლოდ ენდომეტრიოზის სიმპტომების მართვის გამოცდილება აქვს და, სამწუხაროდ, არა მისგან განკურნების.
2. ორსულობა არ არის ენდომეტრიოზის წამალი
ორსულობის განმავლობაში ენდომეტრიოზი წყვეტს განვითარებას, თუმცა მას შემდეგ, რაც ორგანიზმი უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას, დაავადებაც ისევ იჩენს თავს
3. შეუძლებელია ენდომეტრიოზის პრევენცია
ეს ის შემთხვევაა, როცა "ფეხით იარე" და "ჯანსაღად იკვებე" არ მუშაობს. გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე მედიცინას არ აქვს კვლევებით გამყარებული ცოდნა ენდომეტრიოზის გამომწვევ მიზეზებზე, შეუძლებელია იმის ვარაუდი, თუ როგორ შეიძლება მისი თავიდან არიდება.
4. ენდომეტრიოზმა შესაძლოა უნაყოფობა გამოიწვიოს, თუმცა არა ყოველთვის.
ენდომეტრიოზის მქონე ქალების 30-50%-ს ბავშვის გაჩენა არ შეუძლია. უნაყოფო ქალების 30-50%-ს კი, შესაძლოა, ენდომეტრიოზი ჰქონდეს.
5. ენდომეტრიოზი იმაზე მეტ ქალს აქვს, ვიდრე წარმოგიდგენია
ენდომეტრიოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ზოგად მოსახლეობაში ქალების 6-10%-ს, ხოლო ტკივილის, უშვილობისა და ორივე პრობლემის არსებობის შემთხვევაში ენდომეტრიოზის სიხშირე 35-50%-მდე იზრდება.
6. ენდომეტრიოზის დიაგნოსტირება არც ისე მარტივია
ენდომეტრიოზის დიაგნოსტირების ყველაზე უტყუარ მეთოდს ლაპარასკოპია წარმოადგენს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაშია დაავადების მიერ გამოწვეული სრული სურათის დანახვა შესაძლებელი.
7. დიაგნოსტირებას შესაძლოა 6-12 წელი დასჭირდეს
ენდომეტრიოზის სიმპტომები არაერთგვაროვანია, ქალებს ხშირად არ აქვთ ინფორმაცია ენდომეტრიოზის შესახებ ან შესაძლოა სიმპტომები საერთოდ არ იყოს გამოხატული კლასიკური ფორმით, შესაბამისად, ქალებს შესაძლოა საშუალოდ 6-დან 12 წლამდე დასჭირდეთ ამ დიაგნოზისა და შესაბამისი მკურნალობის მისაღებად.
8. ენდომეტრიოზი არ ნიშნავს მხოლოდ მტკივნეულ მენსტრუაციას და უნაყოფობას
ენდომეტრიოზის სიმპტომი შესაძლოა იყოს მტკივნეული ოვულაცია, ტკივილი სექსის დროს ან შემდეგ, ჭარბი მენსტრუაცია, დეპრესია, ქრონიკული ტკივილი მცირე მენჯის არეში, ქრონიკული დაღლილობა და მრავალი სხვა.
ენდომეტრიოზისა და დაღლილობის კავშირზე მეტი შეგიძლიათ გაიგოთ აქ
9. ენდომეტრიოზის სტადია არ განაპირობებს მის სიმპტომებს
ენდომეტრიოზის 4 სტადია არსებობს (მინიმალურიდან მძიმემდე), თუმცა სტადიების სიმძიმე არ განაპირობებს სიმპტომებს. შესაძლოა, პირველი სტადიის ენდომეტრიოზი უფრო მეტ ტკივილს იწვევდეს, ვიდრე მეოთხე და პირიქით.
10. ენდომეტრიოზი ყველა ორგანიზმში განსხვავებულად ვლინდება
ენდომეტრიოზთან დაკავშირებული ყველა ქალის გამოცდილება განსხვავებულია. განსხვავდება სიმპტომები, გავრცელება, დისკომფორტები და ა.შ. შესაბამისად არ არსებობს სიმპტომების უნივერსალური მკურნალობა, რომელიც ყველას თანაბრად მოერგებოდა.
11. ენდომეტრიოზი შესაძლოა თინეიჯერებსაც ჰქონდეთ
არ არსებობს "ძალიან ადრე" ან "ძალიან გვიან" ენდომეტრიოზისთვის, რეპროდუქციის ასაკის მქონე ქალებში ნებისმიერ დროს შეიძლება იჩინოს თავი ამ დაავადებამ.
12. ენდომეტრიოზის სამკურნალოდ დიდი არჩევანი არ გვაქვს
ენდომეტრიოზის სამკურნალოდ სულ 3 მეთოდი გამოიყენება: ჰორმონალური მკურნალობა, ტკივილის გაყუჩება და ოპერაცია, ამ მეთოდებიდან არც ერთს შეუძლია დაავადების სრულად მკურნალობა, თუმცა შესაძლებელია მისი განვითარებისა და სიმპტომების სიმძლავრის შეფერხება.
13. მტკივნეული მენსტრუაცია არ არის ნორმალური
ქალებს ხშირად აჯერებენ, რომ მტკივნეული მენსტრუაცია ნორმაა და ნებისმიერი სიძლიერის ტკივილი უნდა მოითმინონ, თუმცა სინამდვილეში ტკივილი არ არის ნორმალური. იმ შემთხვევაში თუ გაწუხებთ ჭარბი მენსტრუაცია, გაუსაძლისი ტკივილი, რომელსაც ჩვეულებრივი გამაყუჩებლებით ვერ იყუჩებთ, მტკივნეული სექსი, ტკივილი შარდვის ან კუჭის მოქმედებისას, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს, მოუყევით თქვენი სიმპტომების და ეჭვების შესახებ და ჩაიტარეთ შესაბამისი გამოკვლევები.
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
კომენტარები