რომელ ქვეყნებში გამოიცემა თანამედროვე ქართული პროზა?
ზაფხულში სულაკაურის გამომცემლობამ უსაზღვრო კითხვის სეზონი გახსნილად გამოაცხადა და მკითხველებს ქართული თუ თარგმნილი პროზის საშუალებით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისკენ მოუწოდა. ლიტერატურა ხომ ქვეყნის კულტურის, ისტორიის, ტრადიციებისა თუ თანამედროვე ყოველდღიურობის გასაცნობად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
უნდა აღინიშნოს, რომ არამხოლოდ ქართველ მკითხველს აქვს შესაძლებლობა, კითხვით დაარღვიოს საზღვრები, არამედ უცხოელ მკითხველებსაც შეუძლიათ საქართველოში ქართული პროზის მეშვეობით მოგზაურობა.
სულაკაურის გამომცემლობა ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი ქართული გამომცემლობაა, რომელმაც დაარსებისთანავე დაიწყო ზრუნვა თანამედროვე ქართველი ავტორების საზღვარგარეთ პოპულარიზაციაზე. დამოუკიდებელ საქართველოში პირველი ხელშეკრულება უცხო ენაზე საავტორო უფლების გაყიდვის თაობაზე სწორედ ჩვენმა გამომცემლობამ გააფორმა შვეიცარულ გამომცემლობა პენდოსთან 2005 წელს. ეს კონტრაქტი ქართველი ავტორის, აკა მორჩილაძის სანტა ესპერანსას გერმანულენოვან გამოცემას ეხებოდა. მას შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები უცხოურ გამომცემლობებთან, რათა ქართული თანამედროვე პროზა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი სხვადასხვა ენაზე.
სტატიაში გაგაცნობთ ხუთ თანამედროვე ქართველ ავტორსა და მათ ნაწარმოებებს, რომლებიც ყველაზე მეტ ენაზე არის თარგმნილი და ევროპის, აზიის, ამერიკისა და აფრიკის კონტინენტის მცხოვრებლებსაც კი აძლევს საშუალებას, საქართველო გაიცნონ.
1. დათო ტურაშვილი - ჯინსების თაობა
დათო ტურაშვილის ჯინსების თაობა 17 ენაზე არის თარგმნილი და ათეულობით მილიონ მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, თვითმფრინავის ბიჭების ტრაგიკული ისტორიის შესახებ გაიგონ.
ჯინსების თაობას უცხოელი მკითხველისგან ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა და წიგნის დადებით შეფასებებს არაერთ საიტზე ვხვდებით. მაგალითად, ჯეიმსი, მკითხველი ტენესის შტატიდან, წერს:
"ეს ამაღელვებელი ისტორია მოგვითხრობს ხუთი მეგობრის მცდელობაზე, გაიტაცონ თვითმფრინავი, რათა დასავლეთში გაიქცნენ.
ვფიქრობ, კარგი წიგნია ახალგაზრდა მკითხველებისთვის იმის გასააზრებლად, რა პირობებში ცხოვრობდა ხალხი საქართველოში საბჭოთა კავშირის დროს. ლურჯი ჯინსები არის სიმბოლო, რომლის საშუალებითაც ტურაშვილი ქართველი ახალგაზრდების დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვას გვიჩვენებს.
თვითმფრინავის გატაცებისა და სასამართლო პროცესის თხრობის სტილი ძალიან დრამატულია. განსაკუთრებით მომეწონა ის ეპიზოდი, რომელშიც გეგა და თინა ერთმანეთს დასაკითხი ოთახის მოსაცდელში სიმღერის ტექსტებს უტოვებენ."
2. აკა მორჩილაძე - მოგზაურობა ყარაბაღში
აკა მორჩილაძე ქართველი მკითხველის ერთ-ერთი საყვარელი ავტორია. მისმა ნაწარმოებებმა ბოლო წლების განმავლობაში მრავალი ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. ავტორის სიყვარული საქართველოსაც გაცდა და მისი 8 რომანი 13 ქვეყანაში გამოიცა. მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობით მოგზაურობა ყარაბაღში სარგებლობს.
ამერიკული ლიტერატურული ჟურნალი წიგნს ასე აფასებს:
"მოგზაურობა ყარაბაღში აღწერს გიორგის წინააღმდეგობას საზოგადოებაში გაბატონებული ცხოვრების წესის მიმართ: შეიარაღებული მხედრიონელებით სავსე თბილისი, კორუმპირებული ბიზნესმენები, გატანჯული მეძავები, საზოგადოებისგან განზე მდგომი უსაქმურები... ყველაფერი დეტალურად არის გადმოცემული.
მოგზაურობა საინტერესოდ მოგვითხრობს თავისუფლებისა და ტყვეობის ჭიდილზე მატერიალური, პოლიტიკური, კულტურული თუ სოციალური კუთხით – იმაზე, თუ როგორი მონდომებით ცდილობს ახალგაზრდა კაცი, საკუთარი თვალით ნახოს ცხოვრება, მიიღოს გამოცდილება, რომელიც სოციალური და კულტურული ნორმების ზეწოლისა და მამამისის ქონების გავლენისგან თავისუფალი იქნება."
3. ლაშა ბუღაძე - ლიტერატურული ექსპრესი
ლაშა ბუღაძეს ქართველი მკითხველი უკვე დიდი ხანია იცნობს. ინგლისურ, გერმანულ, შვედურ, ბერძნულ, მაკედონიურ, ალბანურ, აზერბაიჯანულ და არაბულ ენებზე გამოცემულია მისი ოთხი ნაწარმოები, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა ლიტერატურულ ექსპრესს ხვდა წილად.
მკითხველი გერმანიიდან: "რომანში აღწერილია 50 ევროპელი ავტორის მატარებლით მოგზაურობა, რომლებიც შთაგონების მისაღებად ახალი ადამიანების გაცნობას ცდილობენ. მთავარი პერსონაჟი ქართველი ავტორი ზაზაა, რომელმაც ბოლო დროს არაერთი ცხოვრებისეული მარცხი განიცადა. წიგნი არამხოლოდ სხვადასხვა გაჩერებებზე განვითარებულ მოვლენებს აღწერს, არამედ უჩვეულო სასიყვარულო ურთიერთობების შესახებაც გვიამბობს.
ავტორი გვიამბობს მწერლებზე და მათ საქმიანობაზე, წიგნის შექმნის პროცესზე და იმაზე, თუ რა არის წარმატების საზომი ლიტერატურულ სამყაროში. ვინაიდან გერმანულ თუ ინგლისურ ენაზე თანამედროვე ქართული ლიტერატურა იშვიათია, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ტექსტში საქართველოს პოლიტიკური პრობლემებისა და კულტურის შესახებ ინფორმაცია."
4. არჩილ ქიქოძე - სამხრეთული სპილო
არჩილ ქიქოძის სამხრეთული სპილო ქართველებსა და უცხოელებს თბილისის საინტერესო ტურში ეპატიჟება. ეს ურბანული რომანი, რომელიც მკითხველს მთხრობელის ერთი დღის მეგზურად აქცევს, საქართველოს საზღვრებს გასცდა და გერმანულ, ბულგარულ, პოლონურ, რუმინულ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოიცა.
რომანის გერმანულ გამომცემლობას ვებგვერდზე თავმოყრილი აქვს ამონარიდები სხვადასხვა რეცენზიიდან. მათ შორის:
"სამხრეთული სპილო იგივეა თბილისისთვის, რაც ულისე დუბლინისთვის." - Die Welt
"ავტორმა ხიდი გადო ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის მოქცეულ ნაპრალზე." - Vogue
"არჩილ ქიქოძე ფაქიზი მელანქოლიითა და მძაფრი პორტრეტების საშუალებით მოგვითხრობს საქართველოსა და ცხოვრებისეული ცვლილებების შესახებ." - Pforzheimer Zeitung
5. ბექა ადამაშვილი - ამ რომანში ყველა კვდება
ბექა ადამაშვილი მკითხველმა არც ისე დიდი ხნის წინ გაიცნო, თუმცა უკვე მოასწრო მისი შეყვარება. ახალგაზრდა ავტორმა 2019 წელს თავისი მეორე წიგნისთვის ამ რომანში ყველა კვდება ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო.
პრემიის მიღებისას წიგნმა შემდეგი შეფასება დაიმსახურა:
"იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა, მსოფლიო ლიტერატურის სიღრმისეული ცოდნა და მარკეტინგული თუ სარეკლამო ხრიკების კომბინაცია ადამაშვილის პროზას სახალისო და გასართობ ელფერს სძენს. ავტორი ხშირად იყენებს ალუზიებს მსოფლიო ლიტერატურის კლასიკიდან და ხანდახან თავის ნაწარმოებებში ცნობილი პერსონაჟებიც გადმოჰყავს. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ადამაშვილი ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული ავტორია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში."
სტატიაში მოცემული ჩამონათვალი არასრულია. ჯამში სულაკაურის გამომცემლობის 20-მდე ავტორის რომანები 25-მდე ენაზე არის თარგმნილი. ქართველი თანამედროვე ავტორების პოპულარიზაცია გრძელდება და უახლოეს მომავალში მათი მკითხველების რაოდენობა მთელი მსოფლიოს მაშტაბით გაიზრდება.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები