The Crown-ის მეოთხე სეზონის პრემიერის თარიღი პირველი ტრეილერით დაანონსდა
ნოემბრის თვეში პოლიტიკური ტემპერატურა მოიმატებს და არა მხოლოდ იმის გამო, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
როგორც იქნა, ნეტფლიქსმა თავისი გახმაურებული ისტორიული დრამის — The Crown-ის მეოთხე სეზონის პრემიერის თარიღი გაგვიმხილა: ახალ სეზონს წინა სეზონის გამოსვლიდან თითქმის ზუსტად ერთი წლის თავზე ვიხილავთ — 15 ნოემბერს.
ეს ინფორმაცია ნეტფლიქსმა დამაინტრიგებელი ტრეილერით დააანონსა:
ეს ერთ წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის ტრეილერი განსაკუთრებულად იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მასში ორი ახალი ისტორიული ფიგურა გამოჩნდა: პრინცესა დაიანა და მარგარეტ ტეტჩერი.
პრინცესა დაიანას ჯერ მხოლოდ ფრაგმენტული კადრები ვიხილეთ, თუმცა ესეც საკმარისი იყო მაყურებლებში დაძაბულობის გაზრდისთვის.
ამ სეზონში ლედი დის როლს ემა კორინი ასრულებს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მეხუთე და მეექვსე სეზონებში მას ამ როლზე ავსტრალიელი მსახიობი ელიზაბეტ დებიკი ჩაანაცვლებს.
ახალ ტრეილერში ასევე ფრაგმენტულად გამოჩნდა დიდი ბრიტანეთის უახლოესი ისტორიული წარსულის უმნიშვნელოვანესი ფიგურა — მარგარეტ ტეტჩერი. მის როლს სერიალში ჯილიან ანდერსონი ასრულებს.
"ისეთ მნიშვნელოვან რამეს, როგორიც მონარქიაა, უბრალოდ არ აქვს უფლება, რომ შეცდომა დაუშვას", — ამბობს ელიზაბეტ მეორე ტრეილერში, რაც იმ დაძაბულობის შესახებ გვამცნობს, რომელიც პრინცესა დაიანას გამოჩენამ გამოიწვია სამეფო ოჯახში.
ელიზაბეტ მეორეს როლს ოსკაროსანი მსახიობი ოლივია კოლმანი ასრულებს და ეს ბოლო სეზონი იქნება, სადაც მას ამ აპლუაში ვიხილავთ: მეხუთე სეზონიდან მას ასევე ცნობილი ბრიტანელი მსახიობი იმელდა სტონტონი ჩაანაცვლებს.
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
კომენტარები