Realme — სწრაფად მზარდი და ამბიციური ბრენდი უკვე საქართველოშია
ბრენდი Realme ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და ერთ წელიწადში სმარტფონების ტოპ მწარმოებლების რიცხვში მოხვდა. ბრენდის სმარტფონების ხარისხისა და ფასის გამო მას უკვე "Xiaomi-ს მკვლელსაც" კი უწოდებენ. სულ ცოტა ხნის წინ კი Realme-ის გაყიდვები ალტას მაღაზიათა ქსელშიც დაიწყო.
საიდან გაჩნდა Realme?
პირველად Realme ჩინეთში, 2010 წელს გამოჩნდა. მაშინ ის OPPO Real-ის სახელით იყო ცნობილი. მოგვიანებით, 2018 წელს OPPO-მ Realme ცალკე ბრენდად გამოყო.
ზუსტად ერთ წელიწადში აღნიშნული ბრენდის სმარტფონების პოპულარობამ წარმოუდგენელი სისწრაფით იწყო ზრდა. Realme-ს არსებობის პირველი 7 თვის განმავლობაში კომპანიამ 4 მილიონი სმარტფონი გაყიდა, ხოლო 2018 წლის მიწურულს ბრენდმა ინდოეთის ბაზრის 8% დაიკავა, რითაც სმარტფონების მწარმოებლებს შორის მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. 2019 წლიდან Realme-ს გაყიდვები დაიწყო ჩინეთში და ევროპაში.
2019 წლის ბოლოს Realme-მ ბაზარზე ახალი რეკორდი დაამყარა— გასული წლის შედეგებით, კომპანიამ მსოფლიოს ყველა რეგიონში, სადაც Realme-ის სმარტფონები იყიდება, 25 მილიონზე მეტი სმარტფონის მიწოდება უზრუნველყო. 2018 წელთან შედარებით, მიწოდების ზრდამ 500%-ს გადააჭარბა. სმარტფონების ბაზარზე ეს აბსოლუტური რეკორდია.
2019 წლის მესამე კვარტალში სმარტფონების მიწოდების მაჩვენებლებით Realme-მ მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილი დაიკავა. ცნობისთვის, ზუსტად 1 წლით ადრე კომპანია ამ მაჩვენებლით 47-ე ადგილზე იყო.
Realme-ს წარმატების საიდუმლო
Realme, ძირითადად, საშუალო და დაბალბიუჯეტურ სმარტფონებს აწარმოებს, რომლებიც გათვლილია ახალგაზრდა აუდიტორიაზე, რომლის წევრებიც დიდ ყურადღებას აქცევენ სტილს და ტექნოლოგიებს.
გამოცემა Eoto Tech-მა Realme-ის ის რამდენიმე უპირატესობა გამოყო, რის გამოც ამ ბრენდის სმარტფონები სულ უფრო პოპულარული ხდება:
- ხელმისაწვდომი ფასი: კომპანია საკუთარი კლასისთვის უჩვეულოდ მაღალი მახასიათებლების მქონე მოწყობილობებს მინიმალურ ფასს ადებს;
- გამორჩეული ინტერფეისი და მასში რეკლამის არარსებობა: Xiaomi-სგან განსხვავებით, კომპანია სისტემურ აპლიკაციაში სარეკლამო განცხადებებს არ აჩვენებს. Realme საკუთარი ლანჩერისთვის იყენებს ColorOS-ის სტილს, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც RealmeUI;
- ფოტოგადაღების ხარისხი: Eoto Tech-ის აზრით, მიუხედავად სმარტფონის ბიუჯეტურობისა, კომპანია ძალიან კარგ კამერებს იყენებს. მაგალითად, Realme 3-ში გამოყენებულია ორმაგი კამერა 13 + 2 მეგაპიქსელით, რომელსაც ღამის გადაღების რეჟიმის და Google Camera-ს მხარდაჭერაც აქვს;
- მაღალი წარმადობა: Realme-ს ბიუჯეტურ სმარტფონებში გამოყენებულია HD+ ეკრანები გაფართოებით 720p. დაბალი გაფართოება კომპანიას საშუალებას აძლევს, გამოიყენოს დაბალფასიანი პროცესორები და ამით შეამციროს მისი ღირებულება ისე, რომ მოწყობილობამ გამოყენებისას სისწრაფე შეინარჩუნოს;
- დიზაინი: Realme საკუთარი სმარტფონების დიზაინში Oppo-ს სტილს მიმართავს და უკანა ხუფზე ორიგინალურ გაფორმებას იყენებს, რომელიც მყიდველისთვის თვალშისაცემია და გამოარჩევს მოწყობილობას სხვა ბიუჯეტური სმარტფონებისგან.
ზემოთაღნიშნული ყველა უპირატესობისა და დაბალი ფასის გათვალისწინებით, Realme მარტივად იპყრობს მომხმარებელთა გულებს.
Realme-ის სამომავლო გეგმები არანაკლებ ამბიციურად გამოიყურება. ბრენდის წარმომადგენლების თქმით, უახლოეს მომავალში სმარტფონების მიწოდება მსოფლიო მასშტაბით 100%-ით, კერძოდ, დამატებით 50 მილიონი სმარტფონით გაიზრდება.
Realme წელს შეწყვეტს 4G სმარტფონების წარმოებას და მხოლოდ 5G მოწყობილობების წარმოებაზე გადავა. სმარტფონებთან ერთად კი კომპანია ნელ-ნელა სხვა ტიპის მოწყობილობების წარმოებასაც იწყებს, როგორიცაა, მაგალითად, უსადენო ყურსასმენები Realme Buds Air. ასევე ცნობილი ხდება, რომ კომპანია აპირებს ფიტნეს სამაჯურისა და ტელევიზორის — Realme TV-ს წარმოებას.
მიუხედავად იმისა, რომ Realme პოზიციონირებს როგორც ბიუჯეტური სმარტფონების ბრენდი, აღნიშნული სმარტფონების ვიზუალი თვალშისაცემად ხარისხიანად გამოიყურება და არაფრით ჩამოუვარდება სხვა მწარმოებლების მიერ გამოშვებული ფლაგმანების ვიზუალს.
ახალგაზრდა ბრენდის სამიზნე აუდიტორია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისევ ახალგაზრდები არიან, რადგან მთავარი აქცენტები გადატანილია მიმზიდველ ვიზუალურ და მრავალფეროვან ფუნქციურ თვისებებზე.
Realme-ის ორწლიანი არსებობის ისტორიის განმავლობაში კომპანიამ მოასწრო და სხვადასხვა დონის 23 სმარტფონი გამოუშვა. შედარებისთვის, ეფლმა 13 წლის განმავლობაში Realme-ზე ორით მეტი სმარტფონი გამოუშვა.
თუ გსურთ მაღალხარისხიანი კამერა 4K გადაღებით; სმარტფონი, რომელიც სწრაფად იტენება და მთელი დღის ინტენსიური გამოყენების შემთხვევაშიც იმუშავებს; ეკრანის ხასხასა ფერები; ყველა ის მახასიათებელი, რომელიც თანამედროვე სმარტფონისგან გჭირდებათ; და, ამასთან, გინდათ, რომ ხარჯი ~ 1000 ლარს არ აღემატებოდეს, მაშინ Realme-ის სმარტფონები ზუსტად ისაა, რაც გჭირდებათ.
Realme-ის სმარტფონების შეძენა უკვე ალტას მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ. ალტა საქართველოს ხუთ ქალაქში უკვე 12 მაღაზიითაა წარმოდგენილი. ასევე ინტერნეტ მაღაზიიდან შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველი პროდუქცია შეიძინოთ და თქვენთვის სასურველ ადგილას მიიღოთ.
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
კომენტარები