როგორ იხსნა ათობით ებრაელი გამოგონილმა დაავადებამ ნაცისტებისგან
მაშინ, როცა ნაცისტებისგან ოკუპირებულ იტალიაში მძიმე დღეები იდგა, რომის საავადმყოფოებში უცნობი და მომაკვდინებელი დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა. დაავადებული პაციენტები დაწესებულებას ქალაქის ებრაული გეტოდან აკითხავდნენ.
სინამდვილეში, დაავადება ნაცისტების თვალის ასახვევად ხელოვნურად გამოიგონეს. ეს ყველაფერი საავადმყოფოს ექიმების ჯგუფმა შეთხზა, რათა ათეულობით ებრაელის სიცოცხლე გადაერჩინათ.
1943 წლის შემოდგომაზე იტალია ერთბაშად გაეხვა უბედურებების ქარიშხალში. როცა მუსოლინის ფაშისტური რეჟიმი დაემხო, იტალიის ახალმა მთავრობამ ყოფილ პარტნიორს, ნაცისტურ გერმანიას, ომი გამოუცხადა და მოკავშირეებს შეუერთდა. თუმცა ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი, რომელსაც იტალიის სოციალისტური რესპუბლიკა ეწოდებოდა, კვლავ ნაცისტების დაქვემდებარების ქვეშ დარჩა.
ქვეყანაში ანტისემიტური განწყობები მას შემდეგ გაიზარდა, რაც 1920-იან წლებში მუსოლინიმ ძალაუფლება იგდო ხელთ, თუმცა სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა 1943 წელს, გერმანული ოკუპაციის შემდეგ. ამ დროისთვის გერმანია აკონტროლებდა კონტინენტური ევროპის დიდ ნაწილს და ჰოლოკოსტის საშინელებების განხორციელებაც უკვე დაწყებული იყო. 1943 წლის 16 ოქტომბერს ნაცისტებმა რომის ებრაულ თემებში რეიდების ჩატარება დაიწყეს და ასობით ადამიანი აუშვიცის სიკვდილის ბანაკში გაგზავნეს.
სასოწარკვეთილი ოჯახები ხსნის იმედით რომში, ტიბერის კუნძულზე მდებარე ფატებენეფრატელის საავადმყოფოს მიადგნენ. თუმცა, რამდენიმე ექიმი რას გააწყობდა, თუკი ნაცისტები მათაც მიადგებოდნენ?
პროფესორმა ჯოვანი ბორომეომ, ექიმმა ვიტორია საჩერდოტიმ და საავადმყოფოს რამდენიმე თანამშრომელმა გეგმა დასახეს. მათ ხალხი პალატებში მოათავსეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ავად არ იყვნენ. დოკუმენტებში ჩაწერეს, რომ ეს ადამიანები "il morbo di K"-თი, იგივე "სინდრომ K"-თი იყვნენ დაავადებულნი. K ერთგვარი მინიშნება იყო ორ ადამიანზე: ჰერბერტ კეპლერზე, რომელიც რომის ნაცისტური პოლიციის უფროსი იყო და ებრაელთა უბნებში რეიდებს ხელმძღვანელობდა და ალბერტ კესელრინგზე, რომელიც გენერალფელდმარშალი იყო და იტალიის მოკავშირეებისგან "დაცვა" ევალებოდა — ორივე მათგანი მოგვიანებით ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებლად ცნეს.
"სინდრომი K" არა მხოლოდ თავშესაფრის მაძიებლების ამოსაცნობ ერთგვარ კოდად გამოიყენებოდა საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, არამედ შიშის ზარსაც სცემდა ნაცისტებსაც, რადგან ასო "K" მათ კოხის დაავადებას — ტუბერკულოზს ახსენებდა. გერმანელ ოფიცრებს ეუბნებოდნენ, რომ დაავადებულის პალატის კარიც კი არ შეეღოთ.
"სამედიცინო დოკუმენტებში ვწერდით, რომ პაციენტი დაავადებული იყო სინდრომ K-თი", — ამბობდა ექიმი საჩერდოტი BBC-სთან ინტერვიუში 2004 წელს.
"როცა ნაცისტები საავადმყოფოს მოადგნენ, ვიღაც ჩვენს ოთახში შემოვიდა და გვითხრა: 'უნდა დაახველოთ. ძალიან ბევრი უნდა ახველოთ, რადგან ხველას უფრთხიან. ეშინიათ, რამე დაავადება არ აიკიდონ, ამიტომ არ შემოვლენ'. ნაცისტებს ეგონათ, რომ ეს სიმსივნე ან ტუბერკულოზი იყო, ამიტომ შეშინებული კურდღლებივით გარბოდნენ".
მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში ამ ისტორიას ადამიანები რამდენჯერმე მოჰყვნენ უმნიშვნელო დეტალების ცვლილებით, "სინდრომი K"-ს ამბავი არაერთი თვითმხილველის ჩვენებაში ფიგურირებს. მათ შორისაა ანტიფაშისტი პარტიზანი ანდრიანო ოსიჩინი, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი გახდა 1990-იან წლებში. ექიმმა საჩერდოტიმ ამბავი ასევე დაუდასტურა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის შოას ფონდის ინსტიტუტს. ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო წყარო ისრაელის ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ოფიციალურ ცენტრს, იად ვაშემს, ეკუთვნის, სადაც პროფესორ ჯოვანი ბორომეოს მოგონებებია წარმოდგენილი. ამ წყაროში აღნიშნულია კონკრეტული ოჯახები და ადამიანები, რომელიც ფატებენეფრატელის საავადმყოფოს და სინდრომ K-ს წყალობით გადარჩნენ.
უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი უმადლის სიცოცხლეს გამოგონილ დაავადებას, თუმცა შეფასებათა უმეტესობა რამდენიმე ათეულიდან ასეულამდე მერყეობს. მიუხედავად ამისა, აღიარებულია ფატებენეფრატელის საავადმყოფოსა და მისი ექიმების როლი ნაცისტების საშინელებების წინააღმდეგ გაბედული ნაბიჯების გადადგმაში.
სწორედ ამიტომ, რაულ ვალენბერგის საერთაშორისო ფონდმა საავადმყოფოს ეზოში დაფა განათავსა, სადაც წერია: "ეს ადგილი ჰოლოკოსტის ბნელ დროში შუქურას წარმოადგენდა. ჩვენი მორალური ვალდებულებაა, გვახსოვდეს დიდებული გმირები, რათა მომავალმა თაობამ აღიაროს და დააფასოს ისინი".
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
კომენტარები