ფსოუზე რუსეთის საზღვრის გახსნამ აფხაზეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხი გაზარდა — ლელო
დღეს, 22 აგვისტოს ლელოს ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს და მდინარე ფსოუზე საქართველო-რუსეთის საზღვრის გახსნის შემდეგ, აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებაზე ისაუბრეს. ლელოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლანა გალდავას თქმით, რუსეთიდან შემოსულმა ტურისტებმა გააუარესეს ეპიდემიოლოგური სიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც დაავადებულთა რიცხვის ზრდაში გამოიხატება.
"ფსოუზე რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ უკონტროლოდ შემოსულმა რუსულმა ტურისტულმა ნაკადმა საგრძნობლად გააუარესა ეპიდემიოლოგური სიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში, საგანგაშოდ იმატა დაავადებულთა რიცხვმა.
ადგილზე არსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურა და პერსონალი ვერ უმკლავდება ვირუსულ აფეთქებას. დე ფაქტო ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს მოხალისეობისკენ, დაინფიცირებულია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა დიდი ნაწილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ვირუსის გავრცელების ძალიან მძიმე სურათს და ეპიდაფეთქების საფრთხეს", — განაცხადა ლანა გალდავამ.
ლანა გალდავას თქმით, პოლიტიკური გაერთიანება აცხადებდა და ახლაც თვლის, რომ აფხაზეთში ინფიცირებული პირებისთვის გამოყენებულ უნდა იქნას საოკუპაციო ხაზთან, სოფელ რუხში მდებარე საავადმყოფო. ამავდროულად, ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში უნდა გადამზადდეს მედპერსონალი.
"კიდევ ერთხელ ვახსენებთ მოქმედ ხელისუფლებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, მათზე იზრუნოს. საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება ფსოუმდე და როკის გვირაბამდე. დღევანდელ დღეს კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით შემუშავდეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და საქართველოს ხელისუფლებას მართებს, როგორც აფხაზურ, ასევე, ოს საზოგადოებასთან კომუნიკაციის ვალდებულება", — აცხადებს გალდავა.
ბრიფინგის დროს ლელოს ფოთის, სენაკის, ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გია ბარამიამ განაცხადა, რომ აუცილებელია, ჟენევის ფორმატის ფარგლებში აღდგეს შეხვედრები გალის რაიონში, რომელიც ემსახურებოდა ინციდენტებზე პრევენციასა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემუშავებას. მისივე თქმით, დღეს არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მსგავსი, მრავალმხრივი ფორმატი ხელს შეუწყობს, ეფექტურად გადაწყდეს ყველა საკითხი, რომელიც დგას აფხაზი მოსახლეობის წინაშე.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები