შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე სასამართლო მიმდინარეობს
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 სრულწლოვანი ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს მათთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება.
ადვოკატებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ აპირებენ რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას, მათ შორის, აღკვეთი ღონისძიების გაუქმება ან გირაო.
"ამ შემთხვევაში ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება საერთოდ. ანუ ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი, თუნდაც, ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიება იქნეს გამოყენებული. თუმცა. ალტერნატივას, რა თქმა უნდა, შევთავაზებთ სასამართლოს, გირაოს სახით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 199-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სხვა ნებისმიერ გარემოებას, რომელსაც სასამართლო საჭიროდ ჩათვლის" — აცხადებს ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი არჩილ ბერიანიძე.
ირაკლი წაქაძის ადვოკატი, გაიოზ ჩარკვიანი ამბობს, რომ შუამდგომლობის სახით ისიც დააყენებს გირაოს და ეს იქნება ქონების უზრუნველყოფით 50 000 ლარი.
ამასთან, ბრალდებულების — ირაკლი წაქაძის, საბა ჩხარტიშვილისა და საბა გოგშელიძის ადვოკატები მოითხოვენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფების საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფას.
"მე მივმართე გენერალურ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის ცალკე გამოყოფის მოთხოვნით, სამი პირის მიმართ, საბა ჩხარტიშვილი ერთ-ერთია მათ შორის. მათი ინტერესების დამცველებმაც, ვგულისხმობ წაქაძისა და გოგშელიძის ადვოკატებმაც, რამდენადაც ვიცი, მიმართეს აღნიშნული მოთხოვნით. არგუმენტებს მოგახსენებთ მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდება გადაწყვეტილება გამოყოფის თაობაზე. დღეის მდგომარეობით მიმართული გვაქვს დასაბუთებული არგუმენტებით, რადგან არსებობს საფუძველი აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად გამოიყოს", — აღნიშნავს დავით ჭიკაიძე.
რაც შეეხება პროკურორი დავით ყაზარაშვილის განცხადებას, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ახალი გარემოებებით არ წარდგებიან ადვოკატები, პროკურატურა მათ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის ეტაპს. შესაბამისად, ამ ეტაპზე უნდა არსებობდეს რაიმე ახალი გარემეობა, რაიმე ახალი მტკიცებულება ან ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია, რომ დაედოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ან შეცვლას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ არ არსებობს რაიმე ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედება აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ან შეცვლას თერთმეტივე ბრალდებულის მიმართ", — აცხადებს პროკურორი.
რაც შეეხება საქმის ცალკე წარმოებით მოთხოვნას, პროკურორი აცხადებს, რომ ადვოკატებს უარი ეთქვათ, რადგან მისი თქმით, ეს გარემოება საქმის გაჭიანურებას ემსახურება.
"მიგვაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით არარელევანტურია აღნიშნული საკითხი. როგორც ცემის ფაქტები, ასევე თავდასხმის ფაქტები დაკავშირებულია ერთმანეთთან, ამიტომ ამ ეტაპზე არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რომ გამოიყოს აღნიშნული საქმე" — აღნიშნა ბრალდების მხარემ.
შაქრაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 სრულწლოვანი პირის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. ბრალდებულებს: ვახტანგ ჩიქოვანს, ვასილ მახარაძეს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, გიგა ტატიაშვილს, თენგიზ ბარბაქაძეს, ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძეს, საბა ჩხარტიშვილს, ირაკლი წაქაძესა და საბა გოგშელიძეს გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას.
მათგანს სამს — ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკა რევაზიშვილსა და არჩილ გაგნიძეს, ასევე, 2 არასრულწლოვანს ბრალდებულს ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 11 აგვისტოს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიება მათ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. პროკურატურის ვერსიით, მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები