ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად — ბაქრაძე ოპოზიციის მემორანდუმზე
ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე საერთო ოპოზოციურ მემორანდუმს ეხმიანება. მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად.
"დღეს ოპოზიციური პარტიები ხელს აწერენ უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ ქვეყანაში სამართლიანი და თავისფალი არჩევნების ჩატარება. ეს არის შეთანხმება ამომრჩეველთა ხმების დაცვის შესახებ და ყველა ხელმომწერი პარტია იღებს ვალდებულებას, რომ ისინი დაიცავენ ამომრცევლის ხმას, ისინი დაიცავენ ერთმანეთის ხმებს და არ მიცემენ შესაძლებლობას ხელისუფლებას გააყალბოს არჩევნები.
ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადი, რომელიც ერთიმხრივ აჩვენებს ოპოზიციის ერთიანობას ამ ბრძოლაში და მეორე მხრივ არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, იმისთვის, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, დავიცვათ თითოელი ხმა და არავის არ მიეცეს გაყალბების შესაძლებლობა. ამ პოლიტიკური განაცხადის გარდა, დღევანდელ შეხვედრაზე მიღებული იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებებიც, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით და გაგაცნობთ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებს", — აცხადებს ბაქრაძე.
მისი განმარტებით, დღეს პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ შეიქმნება ამომრჩევლის ხმების დაცვის საერთო შტაბი, რომლის ხელმძღვანელიც იქნება პაატა დავითაია.
"შტაბში იქნება წარმოდგენილი ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც მონაწილეობს ამ პროცესში და ეს იქნება ის სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავებს და ხელმძღავნელობას გაუწევს ყველა იმ ზომას, რომელიც თავიდან აგვარიდეს არჩევნების გაყალბებას და დაიცავს ამომრჩევლის ხმებს.
შტაბი წარმოადგენს კონკრეტული ღონისძიებების ნუსხას, თუ რა უნდა გაკეთდეს ამომრჩევლის ხმების დასაცავად, მათ შორისაა ორი კონკრეტული ნაბიჯი, ერთი ეს არის პარტიებს შორის საერთო მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც არჩევნების დღეს აისახება ყველა დარღვევა და მეორე, ეს არის საერთო სამოქმედო საკოორდინაციო მექანიზმი, თუ როგორ რეაგირებას მოახდენენ პარტიები ამ ბაზაში ასახულ დარღვევებზე. ამას და სხვა ნაბიჯებს შტაბი საზოგადოებას წარუდგენს ახლო მომავალში", — განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიებიც და შტაბიც, ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში იმუშავებენ არასამთავროვო სექტორთან.
"ჩვენ უცხოელ მეგობრებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, იმისთვის რომ ყველამ ერთად საერთო ძალისხმევით დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის ხმა და არ დავუშვათ და არ მივცეთ ამ ქვეყანაში ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალება.
ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი ოპოზიციური პარტიების მხრიდან, როგორც პოლიტიკური განაცხადი ერთობის და თავისუფალი არჩევნების შესახებ, ასევე პრაქტიკული და კონკრეტული განაცხადი, იმ სტრუქტურის შესახებ, რომელიც დაიცავს ამომრჩევლების ხმებს", — აცხადებს დავით ბაქრაძე.
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები