საერთო მონაცემთა ბაზა და ამომრჩევლის ხმების დაცვის საერთო შტაბი — ოპოზიციის გეგმები
გარდა საერთო პოლიტიკური ხელშეკრულებისა, ოპოზიციურმა პარტიებმა შეკრებაზე საერთო მონაცემთა ბაზისა და ამომრჩევლის ხმების დაცვის საერთო შტაბის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. მათი თქმით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან ერთად აუცილებელია კონკრეტული მექანიზმების შექმნაც, რაც არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.
ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის განმარტებით, განხორციელდა 3 გადაწყვეტილება:
- შეიქმნება ამომრჩევლის ხმების დაცვის საერთო შტაბი, რომლის ხელმძღვანელიც პაატა დავითაია იქნება. შტაბში წარმოდგენილი იქნება ყველა ოპოზიციური პარტია. ეს იქნება სტრუქტურა, რომელიც ხელმძღვანელობას გაუწევს ყველა იმ ზომას, რომელიც არჩევნების გაყალბების თავიდან ასარიდებლადაა შექმნილი;
- შტაბი წარმოადგენს კონკრეტული ღონისძიებების ნუსხას, თუ რა უნდა გაკეთდეს ამომრჩეველთა ხმების დასაცავად, პარტიებს შორის შეიქმნება საერთო მონაცემთა ბაზა, სადაც არჩევნების დღეს აისახება ყველა დარღვევა და ასევე იქმნება საერთო საკოორდინაციო მექანიზმი, თუ როგორ მოახერხებენ პარტიები დარღვევებზე რეაგირებას;
- მათ მიერ შექმნილი სტრუქტურა მჭიდროდ ითანამშრომლებს არასამთავრობო სექტორთან და დიპლომატიურ კორპუსთან.
ბაქრაძის თქმით, შტაბში წარმომადგენელი ყველა პარტიას ეყოლება.
"თითოეული ხმის დასაცავად" — ამ მიზნითა და საარჩევნო მანიპულაციების გამოსარიცხად, ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კოორდინირებულად იმუშავებენ ყველა ოლქში, მათ შორის იქაც, სადაც ერთმანეთს კონკურენტი დაუყენეს.
მათივე განცხადებით, ერთობლივად და შეთანხმებულად იმუშავებენ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რათა არჩევნების ლეგიტიმურობის გარშემო არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ეს ისტორიული მოვლენაა და ნიშნავს იმას, რომ მმართველი ელიტა უნდა შეეგუოს ძალაუფლებაში ვერდარჩენის პერსპექტივას, რადგან ვერცერთ ხმას ვერ გააყალბებენ. ნინო ბურჯანაძდემ მოუწოდა ოპოზიციის იმ ლიდერებს, "ვისაც ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება სურს", განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, მოაწერონ ხელი ამ მემორანდუმს.
გაიგეთ მეტი:
- "თითოეული ხმის დასაცავად" — ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი
- ჩვენ დავიცავთ ერთმანეთის ხმებს, განურჩევლად პარტიისა, ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის — უგულავა
- ეს ხელმოწერა აჩვენებს, რომ ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობა შემდგარი ფაქტია — ევროპული საქართველო მემორანდუმზე
- 33-დან რამდენიმე პარტიაა და დანარჩენი პოლიტიკური ინდმეწარმეა — ვოლსკი ოპოზიციის მემორანდუმზე
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები