კოსმოსიდან გადაღებულ სურათში კალიფორნიაში არსებული სიტუაციის სიმწვავე ჩანს
კალიფორნიის ისტორიაში რიგით მეორე და მესამე უდიდესი ხანძარი შტატში ერთდროულადაა მოდებული. ამასთან, წვის კერა კიდევ 500-ზე მეტ ადგილას არის.
"ოქროს შტატში" — რეგიონში, სადაც გრძელი, მშრალი და მზიანი ზაფხული იცის — ხანძრები ყოველ წელს არის. თუმცა არა — ასეთი.
სატელიტურ სურათებში ჩანს, როგორ არის კვამლი მოდებული შტატს, ცეცხლი კი — მთებს, ბუჩქნარებსა და უშენ მიწებს. ეს ლანდშაფტი საუკუნეებია, ამგვარ პირობებში არსებობს და ულმობელ ცხელ კლიმატსაცაა მიჩვეული.
თუმცა ბოლო პერიოდში კლიმატის ცვლილების ტენდენცია შეიმჩნევა: შტატის ისტორიაში 10 ყველაზე დიდი ხანძარი უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში, 2003 წლის შემდეგ მოხდა, მათგან სამი უდიდესი კი — 2018 წლის შემდეგ.
მიზეზის დანახვა რთული არაა. მძვინვარე ხანძრები, როგორც წესი, ამინდს, კლიმატს და საწვავს (გამხმარი ბალახი და მცენარეები) უკავშირდება.
"ეს მარტივი ფიზიკაა", — აღნიშნავს ჯონ ბეილი, ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგი. თუმცა, მისი თქმით, კალიფორნიაში ტემპერატურის განსაკუთრებული მატება 1800-იანი წლების მიწურულიდან შეინიშნება. ამასთან, სითბური ტალღები მეტად ინტენსიური ხდება თბილი კლიმატის პირობებში, თუმცა ქვეყნის დასავლეთში უკვე რამდენიმე კვირაა, დაბალი ინტენსივობის სითბური ტალღები მძვინვარებს — რის შედეგადაც დედამიწაზე, შესაძლოა, ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ამ გამომშრალ და გახრიოკებულ ლანდშაფტს კი ალი ადვილად ედება.
"1972-2018 წლებში კალიფორნიაში თითქმის ხუთჯერ გაიზარდა ყოველწლიურად დამწვარი ფართობი. მეტწილად — რვაზე მეტჯერ გაზრდილი ტყის ზაფხულის ხანძრების გამო", — წერია გასულ წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, — "ეს ყველაფერი, დიდი ალბათობით, გლობალური დათბობით გამოწვეულ ატმოსფერულ სიმშრალეს და გაუწყლოებას უკავშირდება".
კლიმატის ასეთი ცვლილება თვალშისაცემი კალიფორნიის და დასავლეთის ხანძრების შემდეგ გახდა. მხოლოდ გასულ კვირას მეხის ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლის კიდევ 12 ათასზე მეტი კერა გაჩნდა.
ცხადია, კალიფორნიის ხანძრების გამო ატმოსფეროში დიდი რაოდენობით წვის პროდუქტი გამოიყო, განსაკუთრებით ნახშირბადის დიოქსიდი. 19 აგვისტოს კალიფორნიაში ხანძრების ნარჩენებზე დაკვირვების 18-წლიანი ისტორიის განმავლობაში ნახშირბადის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა. ხანძრები, გარდა იმისა, რომ ადგილობრივ კლიმატს ცვლიან, გავლენას ახდენენ გლობალურ დათბობაზეც.
"კლიმატის ცვლილების თუ არ გჯერათ, კალიფორნიაში ჩამოდით", — წერს შტატის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი, ტვიტერზე.
ამ საუკუნეში აშშ-ში ორჯერ უფრო მეტი ფართობი იწვება ხანძრების გამო, ვიდრე ეს 1990-იან წლებში იყო. დასავლეთში კი ხანძრები, არა დღეებით, არამედ კვირებით უფრო დიდხანს გრძელდება.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები