8 მილიონი იმიტომ გაჟღერდა, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი არის 8 — ინაშვილი რუსეთიდან სავარაუდო დაფინანსებაზე
პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი ამტკიცებს, რომ რუსეთიდან დაფინანსებას არ იღებს. მისი თქმით, ცენტრ დოსიეს საგამოძიებო მასალაში რუსეთიდან 8-მილიონიანი დაფინანსება იმიტომ ახსენეს, რომ მისი პარტიის საარჩევნო ნომერი არის 8.
"ეს არის აბსოლუტური აბსურდი. რვა მილიონიანი ბიუჯეტის განხილვა საერთოდ არ ყოფილა. რვა მილიონი, ალბათ, იმიტომ აიღეს, რომ ჩვენი საარჩვენო ნომერი რვა არის. ჩვენი საარჩევნო ნომერი 41 რომ ყოფილიყო, ალბათ, 41 მილიონიან ბიუჯეტს გაგვიანგარიშებდნენ და 41 მილიონს დაგვაბრალებდნენ", — განაცხადა ინაშვილმა ბრიფინგზე.
ამ ფორმით გამოეხმაურა ისე ცენტრ დოსიეს საგამოძიებო მასალას, რომლის მიხედვითაც მისი პარტია რუსეთიდან, კერძოდ, კრემლიდან და რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჯგუფებიდან ფინანსდება და პიარდება.
კრემლის საარჩევნო ფსონი პატრიტთა ალიანსზე და რუსული დაფინანსება — დოსიეს გამოძიება
ცენტრ დოსიეს განკარგულებაში აღმოჩნდა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური შეფასებები, წინასაარჩევნო მეთოდები და საოპერაციო მოხსენებები დაზვერვის გენერალ ჩერნოვის სამდივნოდან. მათი განცხადებით, ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევასა და შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობს და ამისთვის პატრიოტთა ალიანსის დაფინანსება გადაწყვიტა.
დოსიეს განცხადებით, გამოძიებისას გამოჩნდა, თუ რას წარმოადგენს ე.წ. რბილი ძალა, რომელიც კრემლიდან იმართება: როგორ იბარებენ პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, ჟურნალისტებს მეზობელ ქვეყნებში, ხოლო მოსკოვიდან გაგზავნილ ინსტრუქციებში დეტალურადაა აღწერილი, პრორუსულმა ოპოზიციამ როგორ უნდა გააღვივოს პროტესტის გრძნობა, გამოიწვიოს პროვოკაცია და რომელ მტკივნეულ თემებზე დასვას მთავარი მახვილები.
"ამჯერად თემა ეხება საქართველოში დაგეგმილ ოქტომბრის არჩევნებს. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, კრემლი ფსონს ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავზე დებს, რომლებიც აქტიურად აკრიტიკებენ ნატოსა და აშშ-ს. უკვე შედგენილია მრავალმილიონიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტი და დამონტაჟებულია სააგიტაციო ვიდეო რგოლი. ხოლო პატრიოტთა ალიანსის პოპულარიზაციისთვის პოლიტ ექსპერტი სერგეი მიხეევი და მოსკოვური კომპანია POLITSECRETS დაიქირავეს.
თავად მიხეევს კი გენერალ ჩერნოვის ხალხი კურირებს, ეფ ეს ბეს პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და გე ერ უს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი", — წერია დოსიეს მასალაში.
მიხეევი ცნობილია, როგორც კრემლთან აფილირებული პირი, რომელიც თავს პოლიტოლოგს უწოდებს. ის სახელისუფლებო მედიაში პროპაგანდისტულ მასალებზე მუშაობდა. დოსიეს ინფორმაციით, სწორედ მან მისწერა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ წინასაარჩევნო სამზადისისთვის, პატრიოტთა ალიანსის გასაპიარებლად, პოლიტტექნოლოგების დასაქირავებლად, გადაადგილებისა და საცხოვრებელი ხარჯებისთვის, 700 000 დოლარი სჭირდებოდათ. გამოძიებას თან ერთვის მიხეევის ხარჯთაღრიცხვის ფოტო.
დოსიეს ვარაუდით, მიხეევის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილეს, რადგან მათ ხელში აღმოჩნდა სხვა დოკუმენტებიც, რომლებშიც უკვე პატრიოტთა ალიანსის მიერ შემუშავებული ხარჯთაღრიცხვაა. დოსიეს ინფორმაციით, პარტია 4-თვიანი საარჩევნო კამპანიისთვის საკმაოდ მსუყე, რვა მილიონიან დაფინანსებას ითხოვს.
გარდა ამისა, საგამოძიები მასალაში აღნიშნულია, რომ მოსკოვური კომპანია POLITSECRETS, რომელიც ალიანსის კამპანიას გეგმავს, ურჩევს მათ, ქართველ ამომრჩეველში უკმაყოფილება გააძლიერონ, ელქტორატი გახლიჩონ და ამ ფორმით ხმები წაართვან ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრობასა და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. მათივე თქმით, უკვე მზად არის ამ კომპანიის დაზადებული სარეკლამო კლიპებიც.
დოსიე აცხადებს იმასაც, რომ ალიანსის გასაპიარებლად დაქირავებულია სპუტნიკის მიერ დაფინანსებული სააგენტო Regnum და პოლიტიკური ცენტრი ჩრილოეთ-სამხრეთი, რომლის ხელმძღვანელიც კრემლთან და რუსეთის საგარეო საქმთა მინისტრის პრესსპიკერ, მარია ზახაროვასთან დაკავშირებული პირია.
საგამოძიებო მასალაში ხაზგასმულია, რომ მსგავსი ფორმებით ცდილობს რუსეთი ჩაერიოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები