ზღვის ფსკერზე ეგვიპტის ავიახაზების თვითმფრინავის ნამსხვრევებს მიაგნეს
ეგვიპტელი გამომძიებლების ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე, 3 კილომეტრის სიღრმეზე, ეგვიპტის ავიახაზების Airbus a320-ის ნამსხვრევებს მიაგნეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც 2016 წლის 19 მაისს პარიზი-კაიროს რეისს ასრულებდა, დაშვებამდე 20 წუთით ადრე, ხმელთაშუა ზღვის თავზე გაუჩინარდა. საბერძნეთის ხელისუფლების თქმით, მათმა სამხედრო რადარმა დააფიქსირა, თვითმფრინავის ჯერ მარცხნივ, შემდეგ კი 360 გრადუსით მარჯვნივ მობრუნება, 11 კილომეტრის სიმაღლიდან კი ვარდნა დაიწყო, დაახლოებით 4.5 კილომეტრის სიმაღლეზე კი რადარებიდან გაუჩინარდა.
თვითმფრინავის ბორტზე სულ 66 ადამიანი იმყოფებოდა.
ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, არ გამოირიცხება ტერორისტული აქტიც, თუმცა, მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საქმე, შესაძლოა, ეხებოდეს თვითმფრინავის გაუმართაობას, რადგან ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთით ადრე, თვითმფრინავის ელექტრონულმა სისტემამ სატელიტზე გაგზავნა პილოტების კაბინაში ტემპერატურის მატებისა და კვამლის აღმოჩენის სიგნალი, თუმცა, მიზეზი რა იყო, ე.წ. შავი ყუთების აღმოჩენამდე, უცნობი რჩება.
რაც შეეხება ე.წ. შავ ყუთებს, რომლებიც იწერენ თვითმფრინავში ნებისმიერ აუდიო აქტივობას და ასევე, ტექნიკურ მონაცემებს, ჯერჯერობით, ნაპოვნი არ არის. რამდენიმე დღის წინ ძებნაში ჩართულმა ხომალდმა დააფქსირა ერთ–ერთი შავი ყუთიდან მომავალი სიგნალი. სპეციალისტებს ე.წ. შავი ყუთების საპოვნელად 24 ივნისამდე აქვთ დრო, რადგან ამ დღის მერე, მოწყობილობა ზღვის ფსკერიდან ავტომატური სიგნალის გამოგზავნას შეწყვეტს და მისი აღმოჩენა უფრო გართულდება. შესაბამისად, გართულდება კატასტროფის მიზეზის ზუსტად დადგენა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები