2021 წლიდან ბერლინალეზე სამსახიობო ნომინაციები გენდერულად ნეიტრალური იქნება
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორების — მარიეტე რისენბეკის და კარლო შატრიანის — გადაწყვეტილებით, 2021 წლიდან ყოველწლიურ ღონისძიებაში მნიშვნელოვანი ცვლილება შევა: ვერცხლის დათვის სამსახიობო ნომინაციები გენდერულად ნეიტრალური იქნება.
"ნაცვლად საუკეთესო მსახიობი კაცის და საუკეთესო მსახიობი ქალის პრიზისა, წარმოდგენილი იქნება 'ვერცხლის დათვი საუკეთესო მთავარი როლის შესრულებისთვის' და 'ვერცხლის დათვი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის'. ორივე მათგანი გენდერულად ნეიტრალური ნომინაცია იქნება", — ნათქვამია ფესტივალის განცხადებაში.
ვერცხლის დათვის პრიზი საუკეთესო მსახიობი კაცისა და საუკეთესო მსახიობი ქალისათვის 1956 წლიდან გაიცემა. ნომინაციების ბოლო პრიზიორები ელიო ჯერმანო (ფილმისთვის Hidden Away) და პოლა ბიერი (ფილმისთვის Undine) არიან 2020 წლის ფესტივალიდან.
"ჩვენ გვჯერა, რომ სამსახიობო სფეროში გენდერულად ნეიტრალური ნომინაციების წარდგენა ერთგვარი შეტყობინებაა, რომ კინოინდუსტრიაში ასეთ სენსიტიურ საკითხებზე ცნობიერება ამაღლდეს", — ამბობენ ფესტივალის დირექტორები განცხადებაში.
ამ განცხადებით ბერლინალე პირველი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კინოფესტივალი ხდება, რომელიც ნომინაციების სქესზე დაყრდნობით ტრადიციულად გაცემის წესს ცვლის. სხვა კინოფესტივალებზე, როგორებიცაა კანის ან ვენეციის საერთაშორისო ფესტივალები, კვლავ გაიცემა პრიზები საუკეთესო მსახიობი კაცისა და საუკეთესო მსახიობი ქალისათვის.
ბერლინალეს სამსახიობო ნომინაციების პრიზები სხვადასხვა წლებში მოიპოვეს ტომ კორტნიმ და შარლოტ რემპლინგმა, ფილმისთვის 45 წელი, ბენისიო დელ ტორომ, ფილმისთვის Traffic, პოლინა გარსიამ, ფილმისთვის გლორია, შარლიზ ტერონმა, ფილმისთვის ურჩხული, და სხვა არაერთმა ცნობილმა მსახიობმა.
ამ სიახლესთან ერთად ფესტივალის დირექტორების განცხადებით, მომავალი წლის ღონისძიება ჩვეულ ფორმატში ჩატარდება და არა — ვირტუალურად. ამისდა მიუხედავად, ნაწილობრივ ვირტუალად იგეგმება ევროპული კინობაზრის (EFM) ჩატარება.
"ფესტივალები და ამგვარი ღონისძიებები, როგორც წესი, სწორედ შეხვედრისა და კომუნიკაციისთვისაა", — აცხადებენ რისენბეკი და შატრიანი, — "ეს ეხება როგორც მაყურებელს, ასევე ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ფესტივალების გამორჩეულ მხარე სწორედ მათი ურთიერთობაა მაყურებელთან. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ნათელია, რომ ჩვენ გვჭირდება ამ კულტურულ სამყაროში ალტერნატიული სივრცის მოძებნა, სადაც მსგავსი გამოცდილების მიღებას შევძლებთ. გვიხარია, რომ ფესტივალები ნელ-ნელა ჩვეული ფორმატით უბრუნდება მაყურებელს. ჩვენს კოლეგებს კი დიდ წარმატებას ვუსურვებთ", — ნათქვამია განცხადებაში.
2021 წლის ბერლინალეზე საერთაშორისო ჟიური პრიზებს რვა ნომინაციაში გასცემს:
- ოქროს დათვი საუკეთესო კინონამუშევრისთვის (პრიზი ფილმის პროდიუსერებს)
- ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის
- ვერცხლის დათვი საუკეთესო მთავარი როლისთვის
- ვერცხლის დათვი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის
- ვერცხლის დათვი საუკეთესო სცენარისთვის
- ვერცხლის დათვი სამსახიობო ინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
- ვერცხლის დათვის ჟიურის პრიზი
- ვერცხლის დათვის ჟიურის პრიზი — გრან პრი
რიგით 71-ე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი 2021 წლის 11 თებერვლიდან 21 თებერვლამდე გაიმართება.
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
კომენტარები