ამერიკელ გოგოს ზეიმზე ცეკვა დაეზარა და 6 წუთის განმავლობაში სცენაზე გაუნძრევლად იდგა
4 წლის გოგო, სახელად ჩარლი, TikTok-ზე ძალიან პოპულარული გახდა. მიზეზი კი ზეიმზე შესრულებული მისი "ცეკვაა", სადაც იგი თითის განძრევაზეც კი უარს ამბობს.
ვიდეოში, რომელიც დამსწრე აუდიტორიის ერთ-ერთმა წევრმა გადაიღო და შემდეგ TikTok-ზე განათავსა, სიმღერა სიმღერას ენაცვლება, ჩარლი კი პირბადესა და ბალეტის კაბაში გამოწყობილი უძრავად დგას თითქმის ექვსი წუთის განმავლობაში.
"ჩემი ძმისშვილის კონცერტზე წავედი და ამ ლეგენდის ცეკვას შევესწარი", — წერს ვიდეოს აღწერაში ქეილებ ქოლიე.
ჩარლის დედა, ტიფანი ქოსბი, ამბობს, რომ მისი შვილის პოპულარობაზე არაფერი იცოდა, სანამ თანამშრომელმა არ უთხრა. ამასთან მან გულგრილად დასძინა, რომ ჩარლი ზუსტად ასე მოიქცა.
თუმცა, ჩარლიმ ბოლოს მაინც იცეკვა, როცა სცენის შუა და წინა ნაწილიდან გადაიყვანეს.
"ნამდვილად გაგვიკვირდა, როცა ბოლოს ცეკვა გადაწყვიტა. მგონი, ასე იმიტომ მოიქცა, რომ უკანა რიგში გადაიყვანეს", — ამბობს ქოსბი, — "ძალიან მკვირცხლი და თავისუფალი ბავშვია, თუკი მხოლოდ ნაცნობების ვიწრო წრეში უწევს ყოფნა. როცა ვკითხე, 'ჩარლი, რატომ არ იცეკვე დასაწყისში', განმიცხადა, ბევრი ხალხი იყოო".
ქოლიეს ატვირთულ ვიდეოს 4,4 მილიონზე მეტი ნახვა აქვს და, როგორც ჩანს, ხალხსაც მოეწონა ჩარლის გადაწყვეტილება, არაფერი გაეკეთებინა სცენაზე და ისე მოქცეულიყო, თითქოს საერთოდ არ მონაწილეობდა ზეიმში.
მას შემდეგ, რაც ტიფანიმ შვილის ვარსკვლავობაზე შეიტყო, იგი ქოლიეს დაუკავშირდა და ასატვირთად ჩარლის კიდევ ერთი ვიდეო გაუგზავნა კონცერტიდან, სადაც პატარა მოცეკვავემ თმის გასასწორებლად ხელის განძრევა ინება.
ტიფანის თქმით, საერთოდ არ გაჰკვირვებია, როცა მისმა შვილმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. რეპეტიციებზე მან რამდენჯერმე იცეკვა, თუმცა, როგორც დედამისი აღნიშნავს, "იგი ძალიან თავისებური ბავშვია".
დედის აზრით, ჩარლის პოპულარობა ალბათ იმან განაპირობა, რომ მისი ქცევა ზუსტად გამოხატავს 2020 წლის ხასიათს.
"ამ მხრივ ცოტათი ვგავართ მე და ჩარლი", — ამბობს ტიფანი, — "როგორც წესი, როცა ინტერნეტში რამე ახალი ქვეყნდება, ნეგატიურ კომენტარებს ელოდები. თუმცა, ჩემს ოჯახსაც იმას ვეუბნებოდი, როგორ გამიხარდა, როცა კომენტარების უმეტესობა დადებითი აღმოჩნდა.
"როცა გაიზრდება და მათ წაკითხვას შეძლებს, ეს მისთვის სასიამოვნო მოგონება იქნება და არა ცუდი", — დასძენს ტიფანი.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები