10 ტრენდი, რომელიც თქვენს ბინას თანამედროვე აქცენტებს შესძენს

ფოტო: Dwell
ახლა ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი დეტალი მრგვალი ფორმებია, რომელიც თანამედროვე გადაწყვეტით ადაპტირდება ნივთებთან, ავეჯთან თუ კარის ფორმასთან. ბუნებრივი მასალები ისევ აქტუალურია: იქნება ეს ხე, ქსოვილი, თუ ლერწმისა და ბამბუკის დეტალები.
ამ სტატიაში ინტერიერის დიზაინის ყველაზე აქტუალურ, თანამედროვე აქცენტებს ნახავთ, რომლებიც შეიძლება ინსპირაციისთვის გამოგადგეთ.
1. კედელში ჩაშენებული დივანი, სავარძელი

ფოტო: Dwell
კედლის მცირე ნაწილის ჩამოსაჯდომ სივრცედ გადაქცევა გონივრული გადაწყვეტაა, მით უმეტეს პოსტ-კორონავირუსულ სამყაროში, სადაც სახლიდან მუშაობა ბევრად უფრო აქტუალური გახდა.
2. თაღები

ფოტო: Dwell
თაღები კიდევ ერთი არქიტექტურული გადაწყვეტაა, რომელსაც უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით: მომრგვალებული კარი ან ფანჯრის ჩარჩო ოთახის სტრუქტურას სრულად ცვლის, მყუდრო ელფერს მატებს სახლს, მაგრამ თუ თამამი გადაწყვეტილებებისთვის მზად არ ხართ, შეგიძლიათ უბრალოდ მასიური ოვალური სარკით შეიტანოთ ეს ტრენდი თქვენს ინტერიერში.
3. ფუმფულა ავეჯი

ფოტო: Dwell
მომრგვალებული ფორმები აქტუალურია ავეჯის შემთხვევაშიც. ნაზი, ფუმფულაზედაპირიანი დივანი, სავარძელი, თუ სკამი შეიძლება თანამედროვე ინტერიერთან საინტერესოდ ადაპტირდეს და ასიმეტრიულ ფორმებთან და 70-იანების დეკორის გავლენასთან კომბინაციაში ახალ სიცოცხლე შეიძინოს.
4. ორგანული ფორმები

ფოტო: Dwell
თავისუფალი სტილის დიზაინი გასული დეკადის საკმაოდ პოპულარული ტრენდი იყო, თუმცა ნელ-ნელა აქტუალობას კარგავს. ხელით დამუშავებული ორგანული დეტალები, როგორიც — ხალიჩა, საწოლის გადასაფარებელი და ფარდებია ახალი ათწლეულის საუკეთესო გადაწყვეტაა. მსგავსი ვიზუალი ოჯახურ გარემოს ქმნის და ინტერიერში მშვიდი განწყობა შემოაქვს.
5. ხაკისფერი

ფოტო: Dwell
ბაცი მწვანე — ზეთისხილის ფერიდან ფისტას ტონამდე კარგი გადაწყვეტილებაა ბინაში თანამედროვე აქცენტების შემოსატანად.
6. ხის პანელები

ფოტო: Dwell
ხის პანელები თანამედროვე სახლის ასოციაციას არ იწვევს, თუმცა კონტრასტის შესაქმნელად გამოიყენება. მთავარია, სწორი ადგილი უპოვოთ სახლში და ხეს შეუძლია, მთელ ბინას შეუცვალოს ხასიათი.
7. ნაქარგები

ფოტო: Dwell
შალის ქსოვილები, ფარდაგები, თუ ხელით მოხატული ფარდები თანამედროვე მბზინავ ინტერიერთან საინტერესო კონტრასტს ქმნის.
8. იატაკისა და კედლის თამამი ფილები

ფოტო: Dwell
თეთრი, ნეიტრალური ფილები გასულ დეკადებში აქტუალური იყო, ახლა კი თამამი განაცხადის დროა. შეგიძლიათ, თავი არ შეიზღუდოთ და ზუსტად ისეთი ფილები აირჩიოთ, როგორიც მოგწონთ.
9. შიდა ბაღები

ფოტო: Dwell
ბოლო წლებში, სახლის მცენარეები და ცოცხალი კედლები ძალზე აქტუალურია, ამიტომ სახლის ინტერიერში ბაღის ჩაშენება ამ ტრენდის ერთგვარი გაგრძელებაა.
10. ლერწმისა და ბამბუკის დეტალები

ფოტო: Chaplins Furniture
რაც უფრო ბუნებრივი მასალისგან იქნება დამზადებული ეზოს ავეჯი, მით უფრო ლამაზი გამოვა საბოლოო შედეგი. აღნიშნული დეტალი ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას ამძაფრებს და გიბიძგებთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ.
სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები