ირმა ნადირაშვილი რუსთავის მერიას ევროპული საქართველოს აქტივისტების დაშანტაჟებაში სდებს ბრალს
ევროპული საქართველოს რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირმა ნადირაშვილი იმ ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზე საუბრობს, რომლებსაც, მისი თქმით, რუსთავის მერიის, კონკრეტულად სპორტული აიპ-ის წარმომადგენლები ახორციელებდნენ ევროპული საქართველოს აქტივისტებზე.
ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ეს კონკრეტული საჯარო მოხელეები ვიდეოებსა და სურათებს უღებდნენ, აშანტაჟებდნენ ევროპული საქართველოს აქტივისტებს, რომლებიც რუსთავის ქუჩებში პლაკატებს აკრავდნენ.
"ხელისუფლება ერთი ხელით ჩვენ გვთავაზობს კანონმდებლობის დახვეწას, რომ არ მოხდეს ზეწოლა და მოსყიდვა ამომრჩევლის, ეს ისედაც აკრძალული იყო", — თქვა ნადირაშვილმა, — "ამ მეთოდებს მიმართავდა ქართული ოცნება. ახალი წინადადება, რომლითაც შემოვიდა საპარლამენტო უმრავლესობა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კეკლუცობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე. სინამდვილეში, მეორე ხელით ხელისუფლება მთელი ძალისხმევით ცდილობს, დაუპირისპირდეს და ხელი შეუშალოს თავის პოლიტიკურ ოპონენტებს საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს.
"მე კონკრეტულად მინდა მოგიყვეთ იმ ფაქტებზე, რომლებიც იყო რუსთავში, იმ ზეწოლასა და შანტაჟზე, რომელიც მიმდინარეობდა ჩვენი აქტივისტების წინააღმდეგ ქალაქ რუსთავში, რომლის მაჟორიტარობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან გახლავართ მე. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც ჩვენი აქტივისტები აკრავდნენ პლაკატებს რუსთავის ქუჩებში და მათზე ზეწოლა განახორციელეს უშუალოდ საჯარო მოხელეებმა. ეს სჯარო მოხელეებო იყვნენ აიპ-ის წარმომადგენლები, ერთ-ერთი მათგანი არის ბაჩო ხაჩიძე, ხოლო მეორე არის ვაჟა კვიჟინაძე. ეს პიროვნებები არიან რუსთავის სპორტის აიპ-ის თანამშრომლები, მე არ ვიცი ზუსტად, რა თანამდებობაზე არიან, ამას არ აქვს რაიმე პრინციპული მნიშვნელობა, ფაქტია ერთი, რომ ეს ადამიანები ჩვენ დავიქირავეთ იმისთვის, რომ ემსახურონ ხალხს და არა იმისათვის, რომ იარონ ქუჩა-ქუჩა, გადაუღონ ვიდეოები, ფოტოები ჩვენს აქტივისტებს, დააშანტაჟონ, მოაქციონ ზეწოლის ქვეშ. ბიუჯეტი იხდის ფულს იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა გაუწიონ სამსახური რუსთავს, მოქალაქეებს რუსთავში და არა იმისათვის, რომ იმუშაონ ზონდერებად, რასაც ისინი აკეთებენ ამ დროის განმავლობაში".
"ეს ორი ახალგაზრდა არის უსაქმური და ზონდერი, პირველად არ ხვდებიან ოპოზიციისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში", — აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა, — "რუსთავი 2-ის ეზოში ეს ადამიანები წარმოადგენდნენ აღშფოთებულ ადამიანებს და აპროტესტებდნენ გაბუნიას გამონათქვამებს, მის გადაცემებს, ეხლა უკვე მოგვევლინეს მოქალაქეებად, რომლებიც დაძრწიან ქუჩებში და აშანტაჟებენ, ზეწოლას ახდენენ ჩვენ აქტივისტებზე.
"მე მინდა მოვუწოდო რუსთავის მერს, ბატონ ტაბაღუას — მართალია, ის თავად ძალიან მძიმე დღეშია, ფაქტობრივად, ფორმალურად არის თავის თანამდებობაზე, არანაირი გადაწყვეტილების მიღება მის ხელში არ არის — ამის მიუხედავად, მე მინდა მოვუწოდო, რომ თავისი თანამშრომლები მოაქციოს კანონის ჩარჩოში, ნუ ამუშავებს ამ ხალხს ზონდერებად, რადგან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის მიახლოვებული დასასრულს. მე ვურჩევ, რომ ბიძინა ივანიშვილს, პოლიტიკურ საფლავში, ეს ადამიანები არ ჩაყვნენ".
"ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს რუსთავში მხარს უჭერს ბატონი ფარცხალაძე, სწორედ მისი რეკომენდაციით იყო შერჩეული ეს კანდიდატი და გასაგებია ფარცხალაძის მეთოდები, გასაგებია რა მეთოდებით მუშაობს ბატონი ფარცხალაძე და მე ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ამ მეთოდების გადმოტანა რუსთავში არ გამოვა", — განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
კომენტარები