ოთარ კახიძემ და ელენე ხოშტარიამ კრიმინალის დონის შესამცირებლად გეგმა წარადგინეს
ევროპული საქართველოს წევრებმა, ოთარ კახიძემ და ელენე ხოშტარიამ, კრიმინალის დონის შესამცირებლად გეგმა წარადგინეს, რომელიც რამდენიმე პუნქტს მოიცავს.
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ქუთაისში, ოთარ კახიძემ, ხაზი გაუსვა გართულებულ კრიმინოგენულ მდგომარეობას და სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სასამართლო სისტემის დახვეწისთვის აუცილებელია, სრულფასოვნად იყოს დანერგილი ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტი, რაც გაზრდის ნდობას სასამართლოს მიმართ და ასევე ხელს შეუწყობს დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში.
ევროპული საქართველოს მაჟორიტარმა ვაკეში, ელენე ხოშტარიამ ისაუბრა სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ. ევროპული საქართველოს გეგმის მიხედვით, განხორციელდება სამართლდამცავი ორგანოების მასშტაბური რეფორმა, მართლმსაჯულება აღსრულდება გამჭვირვალედ, ობიექტურად და მიუკერძოებლად. გაიზრდება ომბუდსმენის აპარატის მანდატი და შედეგად დაიწყება საგამოძიებო მოქმედებების აქტიური მონიტორინგი.
ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ ევროპული საქართველოს რეფორმების მთავარი მიზანი სასამართლოში კორუფციის პრევენცია, სამართლის ხალხის მიერ აღსრულება და სასამართლოსადმი ნდობის აღდგენა იქნება.
"დღეს მზარდი კრიმინალის, დანაშაულის, დაუცველობის განცდა ფაქტობრივად ყოვლისმომცველია. უბრალოდ ყოველჯერზე, როდესაც ვრთავ ტელევიზორს, არის განცდა, რომ მორიგი უბედურება ხდება. ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, თუ კონკრეტულს რას ვთავაზობთ საზოგადოებას იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას. პირველ რიგში, ამას აქვს სისტემური მიზეზები. ამდენი წლის წახალისებული ძალადობა, იქნება ეს ფარცხალაძე, აბაზოვი თუ სხვა — პირდაპირ მათ აქვთ უფლება, რომ იძალადონ და ეს მათ ქართულმა ოცნებამ მიანიჭა. მათი დაუსჯელობა და ასევე პოლიციის მხრიდან არა ამ საქმეების გამოძიება, არამედ თავის მხრივ ადამიანებზე ძალადობა — ეს არის ის სისტემური პრობლემა, რომლის გადალახვის გარეშეც შეუძლებელია, რომ ჩვენ დაცული მოქალაქის განცდა დავუბრუნოთ ადამიანებს. ამიტომ ჩვენ, გარდა მიზეზებზე საუბრისა, წარმოვადგენთ ძალიან მკაფიო, კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ უნდა გადატყდეს ეს საბჭოთა მარლთმსაჯულების სისტემა, რომელიც არის თავი სამართალდამცავის სტრუქტურის უნდობლობის. ეს არის მთელი რიგი რეფორმები როგორც სასამართლო სისტემაში, ისე გამოძიებაში და სისხლის სამართლის კოდექსში. ეს სისტემური რეფორმები მოიტანს დაცულ მოქალაქეს და ადამიანზე ორიენტირებულ და არა რომელიმე პოლიტიკური გუნდზე ორიენტირებულ სისტემას", — განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
"ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში გაზრდილია კრიმინოგენული ვითარება, — აღნიშნა ოთარ კახიძემ, — "ასევე დაუცველობის განცდა აქვს უფრო მეტ ადამიანს და ჩვენ, ევროპული საქართველო, საზოგადოებას ვთავაზობთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც ამ მძიმე ვითარებიდან გამოგვიყვანს. ეს გეგმა მოიცავს რამდენიმე პუნქტს, რომელთა შორისაცაა პოლიციის რეფორმა, რათა გამოძიების ხარისხი ამაღლდეს და ყველა დანაშაულზე პოლიციას ჰქონდეს გზამკვლევი, თუ რომელი საგამოძიებო მოქმედება რის შემდეგ უნდა ჩატარდეს. ჩვენ სხვადსხვა გახმაურებული საქმის ანალიზმა გვაჩვენა, რომ მძიმე ჩავარდნებია ამ კუთხით. ამავდროულად შესაქმნელია ცენტრალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც იქნება დამოუკიდებლი პოლიტიკური გავლენისგან და გამოძიება გახდება პროფესიონალური და ყოველგვარი ზემდგომი, პარტიული კონიუქტურისგან თავისუფალი".
"ამასთან, ჩვენ ვგეგმავთ ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს სრულფასოვნად შემოღებას, რათა ხელისუფლების ნებაზე არ იყოს, თუ ვის დააპატიმრებენ და ვის არა. ასევე მიგვაჩნია, რომ ადგილობრივი თვითმართველობების დონეზე უნდა მოხდეს პოლიციის უფროსების არჩევა, ეს უნდა იყოს მერთან ერთად და არ უნდა იყოს ცენტრის მიერ დანიშნული პოლიციის უფროსი. ადგილზე ხალხმა იცის უკეთ, თუ რა ჭირდება მათ. ასევე გამოვყოფდი ჩხრეკა-ამოღების ახალ სტანდარტს, მიგვაჩნია, რომ ჩხრეკას თან უნდა ახლდეს ვიდეო გადაღება და ამით უნდა გაქრეს უნდობლობა ამგვარი საგამოძიებო მოქმედებების მიმართ", — განაცხადა ოთარ კახიძემ.
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები