ჩვენ მათ ვაჩვენებთ, რა არის სანქციები — ლუკაშენკო ლიეტუვას საპასუხო სანქციებით ემუქრება
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ლიეტუვას საპასუხო სანქციების დაწესებით დაემუქრა და განაცხადა, რომ ლიეტუვას თავის ადგილს მიუჩენს. ლუკაშენკოს განცხადებით, ლიეტუვის ბიუჯეტის 30% მათი სატვირთო ტრანსპორტის გავლით ფორმირდება.
"მათ ჩვენ ვაჩვენებთ, რა არის სანქციები. აწი რუსეთთან და სხვაგან ფრენა ბალტიით ან შავი ზღვის გავლით მოუწევთ. ხოლო სანქცირებულ პროდუქციაზე [პროდუქციას, რომელსაც რუსეთმა ემბარგო დაადო] — შეუძლიათ მხოლოდ იოცნებონ. მათ დაავიწყდათ, რა არის ბელარუსი და ფიქრობდნენ, რომ დაგვაჩოქებდნენ, ტანკებით, რაკეტებით შეგვაშინებდნენ. ვნახოთ, ვინ ვის შეაშაინებს", — განაცხადა ლუკაშენკომ.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ბელარუსმა სანქციების პერიოდი უკვე გადაიტანა და ამბობს, რომ მას არც ახლა შეუშინდებიან.
26 აგვისტოს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინდივიდუალური სანქციების დაწესება ბელარუსის იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ მოითხოვა, რომლებიც არჩევნების გაყალბებასა და ძალადობაზე არიან პასუხისმგებელი. გამოცემა TUTB.BY-ს ცნობით, შავ სიაში 100-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა. სანქციების დაწესების საკითხს, ევროკავშირის დონეზეც განიხილება.
რა ხდება ბელარუსში
ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს, რისი მიზეზიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა. არჩევნებზე მთავარი კონკურენტები სვეტლანა ტიხანოვსკაია და მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იყვნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო, ტიხანოვსკაიამ — 10%.
შედეგებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს და ლუკაშენკოს გაყალბებაში ადანაშაულებს. არჩევნების შედეგები არ აღიარა აშშ-მ, ირლანდიამ, კანადამ და ევროკავშირმა. ამავდროულად, ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები დაუწესა.
პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურის გამო გადადგა ბელარუსის მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება კი "დიქტატორის" გადადგომას ითხოვს, თუმცა ლუკაშენკო მოქალაქეებს სპეცრაზმითა და ჯარის ძალით პასუხობს.
აქციებზე ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშავდა ათასობით ადამიანი, დააკავეს შვიდი ათასზე მეტი. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციებზე გარდაიცვალა 3 ადამიანი, თუმცა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ ერთის გარდაცვალებას ადასტურებს. გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ კლავენ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს.
ქვეყნის დატოვება მოუწია საპრეზიდენტო კანდიდატს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას. თავდაპირველად გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც მან მომიტინგეებს დანებებისკენ მოუწოდა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ვიდეო დადგმულია და იძულებითაა ჩაწერილი. მეორე ვიდეომიმართვაში კი ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ მზად არის გახდეს ეროვნული ლიდერი და ბრძოლა გააგრძელოს.
ევროპული სახელმწიფოების საპირწონედ არჩევნების შედეგები აღიარა რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა. მეტიც, კრემლმა ბელარუსს კოლექტიური სწრაფი რეაგირების ძალების მეშვეობით დახმარება შესთვაზა აქციების დასაშლელად.
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვაკობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით კობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით
-
გადახედვაპარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან პარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან
-
გადახედვაშოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა შოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა
-
გადახედვასახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ" სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ"
-
გადახედვაგაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა
-
გადახედვათუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი თუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი
-
გადახედვაEPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში EPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში
-
-
გადახედვახაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო ხაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო
-
გადახედვაგიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა გიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა
-
გადახედვასაგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას საგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
-
გადახედვამედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა მედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა
კომენტარები