ბრძოლას აქვს აზრი, ჩვენ შეგვიძლია, ცუდი შევცვალოთ უკეთესით — გიორგი ღვინიაშვილის ვიდეომიმართვა
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში, გიორგი ღვინიაშვილი, სიღნაღელებს მიმართავს.
გიორგი ღვინიაშვილის თქმით, დღეს უკიდურესი სიღარიბეა, გაძვირებულია პროდუქტები, გაუფასურებულია ლარი, ამ დროს კი ადამიანები მიტოვებული არიან ხელისუფლებისაგან. გიორგი ღვინიაშვილი აღნიშნავს, რომ ცვლილებების გზა ოქტომბრის არჩევნებზე გადის და მოუწოდებს მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისაკენ.
"ჩემო სიღნაღელებო, მე ვარ გიორგი ღვინიაშვილიაშვილი და წარმოვადგენ ევროპულ საქართველოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სიღნაღში. ქართული ოცნების 8-წლიანმა მმართველობამ ქვეყანა მიიყვანა სიღარიბემდე, ადამიანების უკიდურეს გაჭირვებამდე, ფასებისა და კრიმინალის ზრდამდე, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების ჩავარდნამდე.
დღეს ქვეყანაში ფასები ყველაფერზე იზრდება, თუმცა არ იზრდება ფასები თქვენ მიერ მოყვანილ პროდუქტზე, ყურძნის ფასი ყოველ წელს იკლებს, განსაკუთრებით ამ გაუფასურებული ლარის პირობებში, დღეს გლეხი მიტოვებულია უპატრონოდ, ბედის ანაბარად. თქვენ ყველას გახსოვთ, ვისაც შეხება გქონიათ ყურძენთან და ქარხანასთან, ჩემი გუბერნატორობის პირობებში, 24 საათის განმავლობაში ვიდექი თქვენთან ერთად და ვიცავდი თქვენ უფლებებს.
ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, გპირდებით, რომ ვიქნები თქვენ გვერდით და არავის მივცემ უფლებას თქვენ დაგჩაგროთ. დღეს ბევრ ადამიანს რწმენა აქვს დაკარგული და განსაკუთრებით გულსატკენია, როდესაც ეს ახალგაზრდობას ეხება. ისინი ხშირად, ლუკმა-პურის საშოვნელად ტოვებენ თავიანთ ოჯახებს და მიდიან საზღვარგარეთ.
მე გპირდებით სიღნაღელო ახალგაზრდებო, რომ თქვენს რაიონში იპოვით თქვენს ღირსეულ ადგილს. გექნებათ სამუშაო, შეკრებისა და გართობის ადგილები და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ულამაზესი ქალაქის, სიღნაღის, განვითარებას.
ბრძოლას აზრი აქვს, ჩვენ შეგვიძლია რომ ცუდი შევცვალოთ უკეთესით, ამიტომ მოდით არჩევნებზე, დამიჭირეთ მხარი და ერთად ვიცხოვროთ მდიდარ და დაცულ საქართველოში", — განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები