უნდა დასრულდეს უძრაობა, უმუშევრობა, ნეპოტიზმი, ბიძაშვილ-მამიდაშვილობა — ხათუნა გოგორიშვილი
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გურიის ოლქში, ხათუნა გოგორიშვილი ოზურგეთელებს მიმართავს. ხათუნა გოგორიშვილის თქმით, არის გაუსაძლისი პიორობები შექმნილი, ყვავის ნეპოტიზმი, იხარჯება მილიონობით ლარი და ეს თანხა მხოლოდ ჩინოვნიკების ჯიბეებში მიდის, ნაცვლად ხალხისა. ხათუნა გოგორიშვილმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ მივიდნენ ოქტომბრის არჩევნებზე და შეცვალონ თავიანთი ცხოვრება უკეთესობისაკენ.
"მე ვარ ხათუნა გოგორიშვილი, ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გურიის ოლქში, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური. ამ შემთხვევაში მოგმართავთ თქვენ, ჩემს ოზურგეთელებს, მოგმართავთ, რათა ერთად შევცვალოთ ჩვენი შვილების მომავალი.
31 ოქტომბერი არის დღეს, როდესაც ეს ქვეყანა უნდა შეიცვალოს და ის, რომ ცვლილება სჭირდება, ამაში ვრწმუნდები ყოველდღიურ შეხვედრებზე, როდესაც დავდივარ ოზურგეთის სოფლებში და გხვდებით თქვენ. თქვენ, რომლებიც ხართ ოპტიმისტები და მაინც მომავალს უყურებთ ოპტიმისტური თვალით, თქვენ რომლებიც არ იშურებთ თქვენს ძალ-ღონეს, რათა აგური აგურზე დაადოთ და ეს ქვეყანა სახელმწიფოს დაამსგავსოთ. ძალიან ძნელი იყო ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, მიუხედავად იმისა, რომ 30 წელია პოლიტიკაში ვარ, პირველად ვიყრი კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს გადაწყვეტილება ორმა ფაქტორმა განაპირობა. ერთი, რომ ეს არის გურია, ჩემი და ჩემი მშობლების სამშობლო. გურიას სჭირდება პატრონი, ადამიანი, რომელიც მოუსმენს.
მეორე, რამაც მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება არის ის, რომ მე ვარ იმ პარტიის წევრი, რომელიც ლაპარაკის ნაცვლად კონკრეტულ გეგმას დებს, ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა შეიცვალოს ჩვენი ეკონომიკა.
უნდა დასრულდეს უძრაობა, უნდა დასრულდეს უმუშევრობა, ნეპოტიზმი, ბიძაშვილ-მამიდაშვილობა თქვენ ამას იმსახურებთ, ჩვენ ამას ვიმსახურებთ, ჩვენი შვილები ამას იმსახურებენ.
ევროპული საქართველო არის პარტია, რომლის ლიდერებს აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება და ამავდროულად აქვთ ძალიან კარგი ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.
უნდა დასრულდეს მცოცავი ოკუპაცია, მშვიდობიანად, მაგრამ პრინციპულად.
ძვირფასო ოზურგეთელებო, მოდით ოქტომბრის არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დასრულდეს, გააკეთეთ პრინციპული არჩევანი და შეცვალეთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ", — აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები