შუღლის გაღვივების მცდელობა — საარჩევნო ბანერზე პატრიოტთა ალიანსმა აჭარა ოკუპირებულ რეგიონად წარმოაჩინა

ფოტო: Facebook/Helen Khoshtaria
პრორუსულმა პარტიამ, პარტია პატრიოტთა ალიანსმა განათავსა ბანერი, სადაც საქართველოს რუკაზე აჭარის რეგიონი გამოყოფილია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად. აღნიშნულს სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა, პატრიოტთა ალიანსს შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ.
On.ge დაუკავშირდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სადაც განგვიმარტეს, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო კამპანია ცხადდება არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მანამდე კი ცესკოს ფაქტზე რეაგირება არ შეუძლია.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების იურისტი, ნინო რიჟამაძე პირად ფეისბუქგვერდზე წერს, რომ არჩევნების გამოცხადებისთანავე ექნებათ რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე და საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავენ ბილბორდის უკანონობასთან დაკავშირებით.
"პატრიოტთა ალიანსის მიერ აჭარაში ანტითურქული რიტორიკა ახალი არ არის, მაგრამ ეს ბილბორდი იმ კონკრეტულ ადგილას შუღლის გაღვივების ნიშნებს შეიცავს და პროვოკაციას ჰგავს. პარტიის მიერ წინასაარჩევნო მოწოდებებისას შუღლს გაღვივება აკრძალულია", — წერს ნინო რიჟმაძე.
ბანერების განთავსებას ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარიაც გამოეხმაურა საკუთარ ფეისბუქგვერდზე. მისი თქმით, ამ ქმედებით დასტურდება, რომ პატრიოტთა ალიანსი რუსული ფულით ფინანსდება.
მომხდარს გამოეხმაურა პარტია ლელოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძეც. მისი განცხადებით, ეს არის დანაშაულებრივი ქმედება, აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა და საშინელი განწყობების თესვა რეგიონში.
თავად პატრიოტთა ალიანსში კი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. მეტიც, პარტიის ლიდერს, ირმა ინაშვილს ჰგონია, რომ ეს "აჭარისა და ქვეყნის ერთიანობის დაცვისკენ" მიმართული ქმედებაა. ინაშვილი ამტკიცებს, რომ თურქეთი ახორციელებს ეკონომიკურ და იდეოლოგიურ ექსპანსიას. მოსაზრების დასამტკიცებლად ის იშველიებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციებს ე.წ. ოსმალეთის იმპერიის თურქული გეგმების შესახებ.
პატრიოტთა ალიანსის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აჭარის ე.წ. ოკუპაციაზე მიანიშნებენ. სხვადასხვა დეზინფორმაციულ ამბებზე დაყრდნობით პატრიოტთა ალიანსს სურს დაამტკიცოს, რომ არამხოლოდ რუსეთი, არამედ "თურქეთიც ოკუპანტია". მათ არაერთხელ გაავრცელეს ანტითურქული რიტორიკა. ამავდროულად, პარტია ცნობილია პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკით.
გაიგეთ მეტი პატრიოტთა ალიანსზე:
- ინაშვილის აზრით, კითხვა პუტინისა და მედვედევის სამხედრო დანაშაულებებზე, პროვოკაციულია
- დეპუტატი ინაშვილი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ პუტინს "მაღალი კლასის პოლიტიკოსს" უწოდებს
- ირმა ინაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის ფოტოებს აქვეყნებს
- დე ფაქტო დეპუტატის მტკიცებით, ალიანსის ლიდერებს "რუსი მეგობრების თხოვნით" შეხვდა და "ხატი გამოართვა"
- კიდევ მეყოლება მასპინძლები და კიდევ ჩავალ — ინაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტზე
- კრემლის საარჩევნო ფსონი პატრიოტთა ალიანსზე — დოსიეს გამოძიება და ინაშვილის "კონტრარგუმენტი"
- მილიონი ხმა კრემლის პროპაგანდისთვის — პატრიოტთა ალიანსის გამოკითხვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვაNASA-ს მავალმა მარსზე მტვრის ქარბორბალა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს მავალმა მარსზე მტვრის ქარბორბალა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
კომენტარები