ბელარუსს შეიძლება ფარდა ჩამოეფაროს, მაგრამ ეს ადგილი, შესაძლოა, საქართველომ დაიკავოს — ჰოჯესი
ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელის ბენ ჰოჯესის სტატიის ორიგინალი გამოქვეყნდა The Hill-ზე. თარგმნა ლელომ. ვრცელდება სარეკლამო ხელშეკრულების ფარგლებში.
ბელარუსი და საქართველო სახიფათო შეტყობინებაა იმის თაობაზე, თუ რა ხდება, როდესაც უსაფრთხოების თვალსაზრისით ქმნი ვაკუუმს და რუსეთს ჩარევის შესაძლებლობას აძლევ. აშშ და ევროკავშირმა ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი საქართველოს. საზოგადოებაში ევროკავშირის წევრობის სურვილისა და ნატოს პოპულარობის მიუხედავად, ორი ქვეყნის მთავრობა ამ მიზნისკენ მიმავალ გზას არ ადგას.
ბოლო წლებში საქართველო თითქოსდა განზრახ იმწყვდევს თავს კუთხეში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2017 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 40%-ით შემცირდა, რაც მთავრობამ თავის თავს უნდა დააბრალოს.
საქართველოს მთავრობა აუხსნელი მიზეზებით ცდილობს, რომ უცხოელმა ინვესტორებმა ქვეყანა დატოვონ. აი, ორი ძირითადი მაგალითი: ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის დაგეგმილი მშენებლობა ანაკლიაში. 2,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებისა და 16 მ სიღრმის ნავსადგური მსოფლიოს ნებისმიერი გემის მიღებას შეძლებდა, რომლის მეშვეობითაც ქვეყანა აზიისა და ევროპის კონტინენტებს შორის ვაჭრობის ცენტრად გადაიქცეოდა.
იგი მიიზიდავდა დასავლეთევროპულ ინვესტიციებს ლოგისტიკისა და ტრანსპორტირების სფეროში, რის გამოც ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და ნიდერლანდები (და არა მხოლოდ), დაინტერესდებოდნენ საქართველოს უსაფრთხოებითა და სტაბილურობით. საბოლოო ჯამში კი ეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციისადმი ყურადღებას გაცილებით მეტად გაამახვილებდა.
აგრეთვე, ანაკლიის პორტი შავი ზღვის მეორე მხარეს მდებარე რუმინეთს მდინარე დუნაის შესართავთან არსებული მისი დიდი, მაგრამ არასაკმარისად გამოყენებული პორტით კონსტანცა შავიზღვისპირეთში უფრო მნიშნელოვან ეკონომიკურ მოთამაშედ აქცევდა. თავის მხრივ, ეს მდინარე დუნაის სავაჭრო მნიშვნელობას გაზრდიდა და რუმინეთის სუსტ სატრანსპორტო ქსელს გააუმჯობესებდა.
მაგრამ კრემლს ეს როდი სურს. საქართველოს ტერიტორიის 20%-ის არაკანონიერი ოკუპაციისადმი მეტი ყურადღების მიპყრობა ან რუმინეთის ეკონომიკის გაუმჯობესება რუსეთს არ აინტერესებს. სწორედ ამიტომ იმუშავა კრემლმა ანაკლიის პროექტის „ჩაძირვაზე“. საქართველოს მთავრობამ, ინვესტორთა და საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციების სესხების გარანტირებაზე უარის თქმით, გარიგება ჩაშალა და ინვესტორები აიძულა გასულ თვეს ატბიტრაჟისთვის მიერმართათ. დავის გადაწყვეტამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა გაძნელდება.
მეორე შემთხვევა უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით გაცილებით შემაშფოთებელია. გასულ წელს აზერბაიჯანულმა კომპანიამ, რომელსაც ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით ციფრული დერეფანი გაჰყავს აზიიდან ევროპაში, ქართული კომპანია "კავკაზუს ონლაინის" 49 პროცენტიანი წილის შესაძენად 61 მილიონი დოლარი გადაიხადა საქართველოში გამავალი მილსადენის უზრუნველსაყოფად. მათი სრულად ინფორმირებისთვის კომპანიის მფლობელთა წარმომადგენლებმა არა ერთი შეხვედრა გამართეს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებთან და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის - სახელმწიფო მარეგულირებლის წევრებთან.
ძალზე სავარაუდო იყო, რომ საქართველო, აშშ და ევროპა ამ პროექტს სრულად დაუჭერდნენ მხარს, ვინაიდან იგი ქვეყანას, ციფრული ტექნოლოგიების თვალსაზრისით, რუსეთისგან უფრო დამოუკიდებელს გახდიდა. გასული წლის ოქტომბერში საქართველოზე მასშტაბური კიბერ თავდასხმის შემდეგ, რომელიც რუსეთს დაბრალდა, ნაკლებად საეჭვო იყო, რომ ეს საქართველოსთვის პრიორიტეტად იქცეოდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ალტერნატიული მარშრუტები ირანსა და თავად რუსეთზე გადის. ახლა, როდესაც გარიგება დაიდო, საქართველოს მთავრობა მის დამუხრუჭებას ცდილობს და ისე შორსაც კი წავიდა, რომ გვიან ღამით გამართულ საპარლამენტ სხდომებზე ტელეკომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა.
ახლადმიღებული კანონები სქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კერძო სექტორზე უპრეცედენტო, თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნებში გაუგონარ უფლებამოსილებას ანიჭებს.
საკანონმდებლო შესწორებებში ყველაზე შემაშფოთებელი "სპეციალური სამთავრობო ადმინისტრატორების" დანიშვნაა, რომლებსაც სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლება გააჩნია. მათ კომპნიების დირექტორების და საზედამხედველო საბჭოების დანიშვნის, გათავისუფლების, მათ დანიშვნამდე ერთი წლით ადრე დადებული ხელშეკრულებების გასაჩვრების და მათი გაუქმების ან კომპანიის მიერ მოგების, დივიდენდებისა და ბონუსების განაწილების უფლების შეზღუდვისა თუ მათი ხელფასების გაზრდის უფლებამოსიება მიენიჭათ. ეს კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინდარია და იგი შესაძლოა სხვა დარგებზეც სწრაფად გავრცელდეს. ამას უცხოური ინვესტიციების ნაკლებობაც დაუმატეთ და შედეგად სახელმწიფოს მიერ დემოკრატიისთვის ზურგის შექცევისა და არსებითად ახალ ბელარუსად გადაქცევის ნაცად ფორმულას მიიღებთ.
ამჟამად ბელარუსში ინტერნეტ-მომსახურების კომპანიებს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების დაბლოკვა ებრძანათ, რაც საქართველოს მთავრობისთვის შესაძლოა იგივეს გაკეთების ცდუნება აღმოჩნდეს. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული ეს ორივე გარიგება რუსეთის ინტერესების საზიანო იქნებოდა; ამიტომაც მათ ჩაშლას ისინი ცდილობენ, ვინც წესით მხარს უნდა უჭერდნენ მათ.
კერძო ინვესტიციები სამფეხა სკამის მესამე ფეხია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და დიპლომატიასთან ერთად, რაც კეთიდღეობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის აუცილებელია. თუ საქართველოს დასავლური ყაიდის ლიბერალურ-დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბების პოტენციალის განხორციელება, დასავლეთში შემდგომში ინტეგრირება და მეტი უსაფრთხოება და ცხოვრების უკეთესი ხარისხი სურს, იგი უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი უნდა გახდეს. ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდობის სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ქვეყნის მთავრობა სხვა მიმართულებით მიდის.
გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოდჯისი ევროპაში განლაგებული აშშ-ს სამხედრო ონტინგენტის მეთაური იყო, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) პერშინგის სახელობის ევროპული პოლიტიკის ანალიზის სტრატეგიული კვლევების ცენტრს ხელმძღვანელობს.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები