მთავარ პროკურატურასთან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების აქცია იმართება
მთავარ პროკურატურასთან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების აქცია იმართება. მათი მოთხოვნა საქმის მკვლელობის მუხლად გადაკვალიფიცირებაა.
თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა მაზაშვილის განცხადებით, მომხდარში 3 მაღალჩინოსანია ჩარეული და საქმეს ჯგუფური მკვლელობის კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს. მისი განცხადეით, თამარს ჰქონდა ინფორმაცია ყარაბაღის კონფლიქტზე, კერძოდ, იმის შესახებ, რომ ქართველი მაღალჩინოსნები აზერბაიჯანს იარაღით ამარაგებდნენ.
"აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობებს მოვუწოდებ დაინტერესდნენ და საქართველოს მთავრობას მოსთხოვონ იმ 3 მაღალჩინოსანის შესახებ არსებული ფაილები, რომელიც ჩემმა შვილმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ზუსტად მაგიტომ გადაარიცხინეს ჩემს შვილს მილიონები სხვადასხვა კომპანიებიდან, რადგან იარაღის შესაძენად, მოგეხსენბათ დიდი თანხა სჭირდება. სუსიც სწორედ ამიტომ არის ჩართული ჩემი შვილის მოშორების ამბავში", - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.
ოჯახის განცხადებით, აქციების გაგრძელება იგეგმება სექტმბრის შუა რიცხვებიდან, თუ ის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რაც მათ აქვთ. ოჯახი საგამოძიებო უწყებისგან საქმეში FBI-ს ჩართვას მოითხოვს. ასევე, მათი მოთხოვნაა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამი ავტომობილის გადაადგილების ამსახველი სრული ჩანაწერი გაასაჯაროვონ.
თვალი ადევნეთ On.ge-ს პირდაპირ ეთერს აქციიდან:
23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ცხედარი უკანა სავარძელზე იყო და ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.
საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
ჯერ კიდევ ძებნის პროცესში გამოძიებამ ამოიღო ბაჩალიაშვილის კომპიუტერი, თუმცა ოჯახი აცხადებდა, რომ მისი გახსნა ვერ შეძლეს. მოგვიანებით კი მამამ მედიასთან თქვა, რომ პოლიციელის თქმით, მისი შვილი "დიდ შარში იყო". ოჯახის ადვოკატი კომპიუტერის გახსნის პროცესზე დასწრებას ითხოვდა, თუმცა, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ლუქი მის გარეშე მოხსნეს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები