ბოკერია — ფოთი უნდა გახდეს რეალურად თვითმმართველი, თავისუფალი ქალაქი
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია საკუთარ Facebook გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.
გიგა ბოკერიას თქმით, კრიტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების მიმართაა ფოთთან დაკავშირებით, სამართლიანია. გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ის ნაბიჯები, რომლებიც ვერ გადაიდგა წინა ხელისუფლების დროს, უნდა გადაიდგას ახლა, მათ შორის კი მთავარია, რომ ფოთი გახდეს რეალურად თვითმმართველი, თავისუფალი ქალაქი.
"კიდევ ერთ სამართლიან კრიტიკას მინდა გამოვეხმაურო. ბევრი ადამიანი, მათ შორის კრიტიკულები და კეთილგანწყობილები, მეკითხებიან თუ 'რატომ არ გაკეთდა არაფერი ამ მხარეში არცერთი ხელისუფლების დროს'. მიუხედავად იმისა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ ხარისხობრივად უდიდესი ნაბიჯი გადადგა წინ, ბევრი უმძიმესი პრობლემა გადაიჭრა და ეს წინსვლა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხო, სამართლიანია კრიტიკა, რომ ამ კუთხეში და განსაკუთრებით ფოთში, არ შედგა იმასთან მიახლოებული ძვრაც კი რაც მაგ.: ბათუმში მოხდა", — განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიას თქმით, ისეთი ელემენტარული ამბავიც კი, როგორიც გზები, წყალი და კანალიზაციაა, დღემდე ვერ გადაწყდა და საერთო ჯამში დარჩა განცდა მიტოვებისა და უყურადღებობის. არ მომხდარა ფოთში და ამ მხარეში სიცოცხლის დაბრუნება. ვერ შეიქმნა ვერც ვითარება და ვერც განცდა, რომ ეს არის ქალაქი, რომელსაც მომავალი აქვს.
"არადა ფოთი იმის სიმბოლოა, თუ როგორ აშენებდა ნიკო ნიკოლაძე და მაშინდელი ქართული საზოგადოება თავისუფალ და ევროპულ მომავალს. ის, თუ როგორ დაიგეგმა და როგორ შენდებოდა ეს ქალაქი, არის ის, რამაც იქამდე არნახული კეთილდღეობა მოუტანა თავისუფალ სამყაროს. ეს ყველაფერი საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ ჩაახშო. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აქ არსებითი წინსვლა ვერ მოხდა, ეს კი მთელი პოლიტიკური კლასის მძიმე ჩავარდნაა, მაგრამ როგორც ერთმა კეთილისმსურველმა კომენტარად დამიწერა, სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან", — განაგრძობს ბოკერია.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი შემდეგ გამოყოფს ორ საკითხს, რომელიც ვითარების შესაცვლელად აუცილებელია:
"სამაგალითოდ ხარისხიანად და მასშტაბურად უნდა გაკეთდეს ფოთის როგორც სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, მოწესრიგდეს სასმელი წყლისა და გზების საკითხი. ეს ძვირი პროექტია, მათ შორის ბუნებრივი გარემოების გამო, ქალაქი წყალზე დგას, მაგრამ ბევრჯერ იაფად გაკეთებას, შემდეგ გაფუჭებას, ანუ ფულის ფლანგვას ან მოპარვას, აშკარად სჯობს. რაც მთავარია, ეს იმ ხარისხის საკითხია, რომელიც მხოლოდ ფოთის კი არა, მთელი საქართველოს ინტერესშია. ამ საკითხის გადაჭრამდე, შეუძლებელია ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და ქალაქის გაცოცხლებაზე საუბარი. ამ პროექტისთვის, ბათუმის მსგავსად, სერიოზული სახსრების მოძიება შესაძლებელია და აუცილებელი".
ბოკერიას თქმით, მეორე საკითხი კიდევ უფრო მასშტაბური და გრძელვადიანია — ეს არის ნიკო ნიკოლაძის იდეა თავისუფალი ქალაქის, "პორტო ფრანკოს", შექმნა. ნიკოლაძემ რუსეთის იმპერიის პირობებში მოახერხა, რომ ფოთში ნავაჭრის პროცენტი — "ფუთის გადასახადი" — ადგილზე დარჩენილიყო.
"მისი ამოცანა რეალურად თვითმმართველი, თავისუფალი ქალაქის შექმნა იყო. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ხშირად აკრიტიკებენ პორტის გამო. მე ახლაც ვთვლი, რომ სერიოზული ინვესტორის შემოყვანა განვითარებისთვის ერთადერთი გზაა, მაგრამ ფოთში შექმნილი დოვლათიდან თვითმმართველობას ავტომატურად უნდა რჩებოდეს მნიშვნელოვანი შემოსავალი და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ქონების გადასახადი. ცენტრალური ხელისუფლების კეთილ ნებაზე ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული", — აცხადებს გიგა ბოკერია.
პოლიტიკოსის თქმით, ამის ყოველივეს გარეშე რეალური თვითმმართველობა არ იარსებებს და ეს დეცენტრალიზაცია მთელს საქართველოშია გასაკეთებელი, რათა გადასახადების საგრძნობი ნაწილი, რომელიც ადგილზე იქმნება, ადგილზევე რჩებოდეს და არ იფლანგებოდეს ცენტრში მისი წასვლით და იქიდან მისი ნაწილის დაბრუნებით.
"მხოლოდ ასე ჩაეყრება საფუძველი რეალურ თვითმმართველობას, რომელიც ფოთელებზე იქნება დამოკიდებული და მათ მიმართ ანგარიშვალდებული", — დაწერა გიგა ბოკერიამ.
-
გადახედვამრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს მრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს
-
გადახედვათუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი თუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი
-
-
გადახედვახაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო ხაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო
-
გადახედვაგიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა გიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა
-
გადახედვამედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა მედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვახმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ ხმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ვხვდებით აქციის მონაწილეებს სახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ვხვდებით აქციის მონაწილეებს
-
გადახედვაბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ ბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ
-
გადახედვამძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება მძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება
-
გადახედვაDRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია DRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია
-
გადახედვაარაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები. არაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები.
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს
-
გადახედვაწამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე
-
-
-
გადახედვარა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით რა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით
-
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
კომენტარები