შენი დილის ახალი სეზონი იწყება – გაიგეთ 3 მთავარი სიახლე გადაცემის შესახებ
ზაფხულის დასასრული ტელევიზიებისთვის ყველაზე საინტერესო პერიოდია. სწორედ ამ დროს ვიგებთ, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ჩვენთვის კარგად ნაცნობი პროექტებისგან. 31 აგვისტოდან მთავარი არხის დილის გადაცემაც ბრუნდება და, როგორც ახალი პრომოდან ჩანს, წინ საინტერესო ამბები გველის.
შენი დილის ახალი სეზონის შესახებ გადაცემის პროდიუსერს, თაშკა ჩანტლაძეს ვესაუბრეთ და 3 მთავარი სიახლეც გამოვტყუეთ:
1. შენი დილა უკვე ორშაბათიდან კვირის ჩათვლით გავა ეთერში
ასე რომ, არც ის ადამიანები დაიჩაგრებიან, რომლებიც შაბათსაც მუშაობენ, ან უბრალოდ, უქმეებზეც ადრე იღვიძებენ.
2. კვირის დღეებში ერთმანეთს წამყვანების სამეულები შეენაცვლებიან
"წინა სეზონისგან განსხვავებით, ახლა უკვე სამეულები გვყავს. ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს ისევ "ძველ გვარდიას" ვნახავთ ეთერში, ანუ თაკო მესხს, თათია თოფურიასა და კოკო როინიშვილს. სამშაბათს და ხუთშაბათს კი — ლაშა ნაკაიძეს, ბაჩი ვალიშვილსა და სოფო ბათილაშვილს", — აცხადებს "შენი დილის" გუნდი.
3. შაბათ-კვირის ეთერი კი ვარსკვლავებით იქნება დახუნძლული
შაბათ-კვირას დილის წამყვანები ეკა დემეტრაძე, სანდრო კაკულია და ილო ბეროშვილი იქნებიან, მუსიკალურ რუბრიკას კი მარინა ბერიძე გაუძღვება.
"მთავარი პრინციპი, რომელიც შენს დილას სხვა გადაცემებისგან გამოარჩევს არის ის, რომ წამყვანები დაწერილ ტექსტს არ კითხულობენ. აქ ვერ ნახავთ კადრ-სინქრონებს წინა დღის ამბებით. შენს დილას ასეთად აქცევენ მრავალფეროვანი წამყვანები, რომელთაც სხვადასხვა საკითხებზე საკუთარი პოზიცია აქვთ და სანახაობის შექმნა შეუძლიათ. მათი მიზანი არაა, რომ მაყურებელი უბრალოდ კარგ ხასიათზე დააყენონ, ხანდახან გვირჩევნია, მაყურებელი დავაინტერესოთ ან დავაფიქროთ", – აცხადებს გადაცემის პროდიუსერი.
გადაცემა პირველად ეთერში 9 დეკემბერს გავიდა და განსხვავებული ფორმატის დამსახურებით, მალევე მოიპოვა პოპულარობა.
განახლებულ გადაცემას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ორშაბათიდან პარასკევამდე 07:55-10:00 საათებში, შაბათ-კვირას კი — 09:00-11:00.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები