მეუფე იაკობის აზრით, სასულიერო პირები არჩევნებში არ ერევიან, მაგრამ თავად თუ მოინდომებს, ჩაერევა
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი მედიებს აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ წინაასაარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდის ლიდერების ეკლესიაში მისვლა, ან სასულიერო პირების წასვლა პარტიულ აქტივობებზე არჩევნებში ჩარევა არ არის. მისი მტკიცბით, თუ არჩევნებში ჩარევა მოუნდება, ჩაერევა, მაგრამ პარტიულ შეკრებებს არ ესწრება, რადგან "ღმერთი ჰყავს არჩეული".
"შეხედეთ რა ტელევიზიებს, გადახედეთ. ჩატარდება წირვა, დღესასწაულია თუ რაღაცა. ხელისუფლებიდან თუ მოვიდა ვინმე, პირკატა ეცემათ ხოლმე და ტელევიზიებიდან, ფაქტობრივად, დიქტორები გველაპარაკებიან და ეს არის ძირითადად ყველა პარტიული ტელევიზია. თავისუფალი ტელევიზია მე პირადად საქართველოში არ ვიცი", — განაცხადა მეუფემ.
ქადაგებისას მეუფე იაკობი ჩვეული მუქარის ტონით საუბრობდა და განაცხადა, რომ მისი კრიტიკა "სიკეთით არ დასრულდება".
"არჩევნებში თუ მინდა ჩარევა, სულ არ მჭირდება რაღაცა. გამოვალ ვიტყვი და ამიტომ ჭკვიანად უნდა იყვნენ ჭკვიანად და ტყუილად ნუ გვაბრალებენ რაღაცას. [...]
თუ უნდათ რომ ჩავერიო, ნახავენ რომ ჩავერევი და არ მგონია მაგათთვის სასიკეთოდ დამთავრდეს და ამიტომ ჭკვიანად იყვნენ და ნუ ეშინიათ", — განაცხადა მან.
მთავარეპისკოპოსმა ქადაგებისას, ასევე, განაცხადა, რომ ის ეკლესიაში მიიღებს ყველას, მათ შორის წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რასაც აქამდეც აკეთებდა.
"ხელისუფლება შეიცვალა. ისინი მოდიოდნენ ხოლმე, დასჯის რომ ეშინოდათ და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრი ვიცოდი, რომ სისხლში გასვრილი არ იყო, წინა ხელისუფლებაზე ვლაპარაკობ. ძალიან ბევრს დავეხმარე, რომ იცოდეთ. [...]
პარტია უფრო დიდია თუ ქართველობა? ჩემი ქართველები არიან, ჩემი საქართველოს შვილები არიან და ახლა ვინც არ უნდა მოვიდეს აბსოლუტურად ყველას მივიღებ", — თქვა მეუფე იაკობმა.
წინასაარჩევნო პერიოდში მუდმივად აქტიურდება სასულიერო პირების ჩართულობა პარტიულ აქტივობებში. ხშირად ისინი ამბიონიდანაც კი მოუწოდებენ მრევლს ვის მისცენ, არ მისცენ ხმა. მეუფე იაკობი ერთ-ერთ ყველაზე აქტიურია სასულიერო პირებს შორის და სისტემატიურად აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, ასევე, ერევა სახელმწიფოს საქმეებში. მაგალითად, 2018 წელსვე მეუფე იაკობი იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ღიად დაუპირისპირდა და თქვა, რომ გახარია "ცუდ რამეებს" აკეთებდა, რისი გამოაშკარავების შემთხვევაშიც მას "ხელმძღვანელობა მოიშორებს". მისივე თქმით, გახარიას პრემიერმინისტრობის უფლებას არ მისცემდა და ამის მიზეზად პირად უთანხმოებას ასახელებდა, თუმცა 2019 წლის მარტში მანვე განაცხადა, რომ გიორგი გახარიასთან აბსოლუტურად კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
ამას გარდა, მთავარეპისკოპოსი 2018 წელს საქართველოში სამედიცინო მიზნით მარიხუანის წარმოებას აკრიტიკებდა, რადგან, მისი თქმით, მსგავსი ნაბიჯი ქვეყნისთვის საფრთხეებს შეიცავდა. იგი აცხადებდა, რომ თუ ხელისუფლება საქართველოში მარიხუანის კულტივირების საკითხს დაუშვებდა, "ეკლესია დაუპირისიპირდებოდა". ეკლესიის წინააღმდეგობის გამო ხელისუფლებამ კანონპროექტი უკან გაიწვია, რის შემდეგაც იაკობმა განაცხადა, რომ ხელისუფლება დადგა იქ, სადაც ერი იდგა.
მეუფე იაკობის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი განცხადება პატრიარქის გადაყენების საქმეს უკავშირდება. მისი თქმით, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრაზე "ეჩალიჩებოდნენ ილია მეორის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე". მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდა სამი ადამიანი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი. მოგვიანებით, საპატრიარქომ ეს სიტყვები უარყო და მეუფე იაკობს "სასჯელის სახით" ქორეპისკოპოსის სტატუსი ჩამოართვა.
მეუფე იაკობი, აგრეთვე, ხშირად ჰომოფობიური განცხადებების ავტორადაც გვევლინებოდა. 2019 წლის ივნისში მეუფემ სამარცხვინო უწოდა იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ლგბტ პირების აქციას შეუერთდნენ და განაცხადა, რომ საკუთარ ოჯახებს უნდა მიხედონ და კონტრაქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა. ასევე, განაცხადა, რომ ეკლესიისთვის თბილისი პრაიდის ჩატარებას ისეთივე მიუღებელია, როგორც სახელმწიფოსთვის ქურდული შეკრება.
მთავარეპისკოპოსი გვახსოვს პანდემიის დროს კორონავირუსის შესახებ გამოთქმული დაუსაბუთებელი ვარაუდებიდანაც. კერძოდ, აპრილში მან განაცხადა, რომ ხელისუფლება კორონავირუსს სპეციალურად ავრცელებს. მანვე თქვა, რომ მთავრობა ქუჩებში საგანგებო მდგომარეობისას დადგენილი წესების დაცვას სპეციალურად არ უზრუნველყოფს, რათა ვირუსი გავრცელდეს და შემდეგ ეკლესიას დააბრალონ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები