არავის აქვს უფლება, საარჩევნო რეკვიზიტად გამოიყენოს და დაქუცმაცებულად წარმოაჩინოს რუკა — იოანათამიშვილი
მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იოანთამიშვილი აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება, საარჩევნო რეკვიზიტად გამოიყენოს და დაქუცმაცებულად წარმოაჩინოს რუკა, რომელიც "ორგანულია და განუყოფელია". მისი თქმით, საქართველოს რუკას ისეთივე პატივისცემით უნდა მოეკიდოს ყველა, როგორც ეროვნულ დროშას.
"ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სანახავი იყო, რუკა, რომელზეც გაწითლებული იყო საქართველოს განუყოფელი ტერიტორიები. ეს იყო შემაძრწუნებელი. დავეთანხმები მდიანრაძეს, რომელმაც თქვა, რომ თავიდან "ფეიქი" ეგონა. მეც თავიდან ყალბი და სიცრუე მეგონა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ესეთი ატრიბუტიკის გამოყენებას ვინმე გაბედავდა, მითუმეტეს, საარჩევნო კამპანიაში", — განაცხადა მან პარლამენტში პატრიოტთა ალიანსზე საუბრისას.
იონათამიშვილის თქმით, ამ საკითხზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგება და პასუხი იქნება მოახლოებულ არჩევნებში.
ღია პრორუსულმა პარტიამ, პატრიოტთა ალიანსმა გააკრა საარჩევნო ბანერები, რომლებზეც აჭარის რეგიონი გამოყოფილია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად. აღნიშნულს სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა, პატრიოტთა ალიანსს შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ. პარტიაში კი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. მეტიც, პარტიის ლიდერს, ირმა ინაშვილს ჰგონია, რომ ეს "აჭარისა და ქვეყნის ერთიანობის დაცვისკენ" მიმართული ქმედებაა.
აღნიშნული ბანერებიდან ერთ-ერთი ლელოს წევრმა ირაკლი კუპრაძემ ჩამოხსნა, დანარჩენები კი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ.
მოგვიანებით ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დაიწყო იმის მტკიცება, რომ მათი ბანერი "არასწორად შეფერადებულ მდგომარეობაში" გიგა ბოკერიას და მიხეილ სააკაშვილის დავალებით, მის პარტიაში მყოფმა, მოსყიდულმა პირებმა გააკრეს. ინაშვილი ამტკიცებს, რომ მათ ბანერზე აჭარა არა ოკუპირებული რეგიონების ფერებში, არამედ ყვითლად იყო გამოყოფილი და SOS ეწერა.
ამავე დღეებში პატრიოტთა ალიანსი ანტიეროვნულ ქმედებებში დაადანაშაულეს, როცა ისინი ოკუპირებულ რეგიონში ჩავიდნენ დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის დახმარებით. გარდა ამისა, რუსულმა საგამოძიებო პორტალმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტია წინასაარჩევნოდ კრემლიდან ფინანსდება.
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები