ლელო უკვე არის საქართველოს პარლამენტში, პარტიას მე წარმოვადგენ — ლევან კობერიძე
ლელო საქართველოსთვის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესიის მსვლელობის დროს განაცხადა, რომ პარტია ლელო უკვე არის საქართველოს პარლამენტში, რომელსაც თავად კობერიძე წარმოადგენს. კობერიძის თქმით, ის წარმოადგენს პარტიას, რომელიც იქნება ძალიან აქტიური იმ პერიოდში, რაც არის დარჩენილი არჩევნებამდე და საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით.
"ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება იწყება არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ. გადავდივართ რეალურად ახალ ეტაპზე, რომელიც ჩვენ, პოლიტიკოსებს, გვანიჭებს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას საკუთარ ამომრჩევლებთან. ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და ქვეყანა არ გადაყვეს ორპოლუსიან კინკლაობას. მათ უნდა დაინახონ ახალი პოლიტიკური ალტერნატივები ქვეყანაში და ასეთი ალტერნატივა სწორედ ლელოა", — განაცხადა ლევან კობერიძემ.
ლელოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე პოლიტიკური გაერთიანების სამომავლო გეგმებზე და 5 სექტემბერს დაანონსებულ ღონისძიებაზეც გაამახვილა ყურადღება.
"5 სექტემბერს იქნება პარტიის ოფიციალური პრეზენტაცია პროგრამასთან დაკავშირებით, სადაც ვისაუბრებთ ყველა იმ მთავარ თეზისზე, თუ რას გააკეთებს ლელო პარლამენტში არჩევნებში გამარჯვების შედეგ. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე და არა ერთმანეთში რაღაც გარკვეულ შეთანხმება გარიგებებზე. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ოპოზიციურ სპექტრთან სათანამშრომლოდ ვიქნებით მზად, ხაზს ვუსვამ, ისე და ისევ ამომრჩევლის კეთილდღეობისთვის. რაც შეეხება მთავარ პოლიტიკურ მიზანს, უცვლელია. ეს არის ქართული ოცნების დამარცხება არჩევნებში. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ძალიან მკაფიო პროგრამა, ძალიან ძლიერი გუნდი.
მინდა გითხრათ, რომ ლელო საქართველოსთვის არის ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც სრულად აქვს დაკომპლექტებული საარჩევნო ფრონტი, 30-ვე ოლქში მაჟორიტარების სახით და აქვს სრულყოფილი პოლიტიკური შინაარსი, აქვს ლეგალური პოლიტიკური ფინანსები იმისათვის, რომ ბრძოლა აწარმოოს გამარჯვებისთვის, ბრძოლა ადამიანებისთვის და ქვეყნის გამარჯვებისთვის. მე ამაყი ვარ იმით, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. ლელო საქართველოსთვის გუნდში არიან ისეთი ახალგაზრდები, როგორიც არის ირაკლი კუპრაძე, რომელმაც ბათუმში, თითოეული ჩვენგანის ღირსება გადაარჩინა იმ ბანერის ჩამოხსნით, რომელიც შეიცავდა ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას. ასეთი ადამიანები შექმნიან საქართველოს მომავალს", — აცხადებს ლევან კობერიძე.
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები