პოლიტიკური ბუნკერი უნდა გავიტანოთ, დაგველოდეთ — ირმა ინაშვილი ოპონენტებს მიმართავს
დოსიეს მიერ პატრიოტთა ალიანსზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მალე აჩვენებს "ვინ ვისი ნამდვილი აგენტია და ვინ ვის დაკვეთას ასრულებს". ინაშვილის თქმით, ის მოტივირებულია, რომ ყველას ბოლომდე ჩამოხსნას ნიღაბი.
"არასდროს მიგრძვნია საკუთარ თავში ისეთი ძალა, როგორსაც დღეს ვგრძნობ. პოლიტიკური ბუნკერი უნდა გავიტანოთ. ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ ისინი, რომლებმაც ყველა მხრიდან "ცეცხლი" გაგვიხსნეს, მხოლოდ მაძლიერებს და თქვენ გასანადგურებლად მიმაღლებს მოტივაციას ეს სამარცხვინო შტურმი. მალე გაჩვენებთ, ვინ ვისი ნამდვილი აგენტი ხართ და ვინ ვის დაკვეთას ასრულებთ. ყველა ერთის, ანუ ჩვენ წინააღმდეგ გაერთიანდით? ოცნება და ნაცების კრიმინალური პოლიტჯგუფები ერთ ხმაში მღერით?! სხვას არც ველოდი თქვენგან. ბნელი მედალი კი არა, ამ ქვეყნის წურბელები ხართ. გამოწოვეთ ქართველ ხალხს სიცოცხლის ენერგია და ხალისი. ადამიანები ცოცხალ გვამებად აქციეთ, ისე გააღატაკეთ. სოხუმი და ცხინვალი კი არა, თქვენი სკამების გარდა, არაფერი გადარდებთ. ცრუ, ფლიდი, მზაკვარი და უწესო ხალხი ხართ. ფარატინა ფურცელი მტკიცებულება ყოფილა და პროკურატურას 56 000 მოწმემ ჩვენება რომ მისცა, ის არაფერი? ახლა გაჩვენებთ, შპიონაჟს ვინ ეწევა და სამშობლოს ვინ ღალატობს. დაგველოდეთ", — წერს ინაშვილი თავის ფეისბუქ პოსტში.
24 აგვისტოს ცენტრ დოსიეს განკარგულებაში აღმოჩნდა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური შეფასებები, წინასაარჩევნო მეთოდები და საოპერაციო მოხსენებები დაზვერვის გენერალ ჩერნოვის სამდივნოდან. მათი განცხადებით, ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევასა და შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობს და სასურველი შედეგის მისაღწევად პატრიოტთა ალიანსს აფინანსებს, რომელიც ანტიდასავლური და პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა.
31 აგვისტოს კი პატრიოტთა ალიანსის რუსეთთან კავშირების შესახებ ცენტრმა დოსიემ ახალი მასალები გამოაქვეყნა, რომლებშიც ასახულია რუსული "კონტრარგუმენტები", ალიანსის ლიდერების ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტის გასამართლებლად.
დოსიეს მიერ გამოქვეყნებულ მასალებს გამოეხმაურნენ როგორც მთავრობაში ისე, ოპოზიციაში. ევროპული საქართველოს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პროკურატურას პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით 25 აგვისტოს მიმართა. ხოშტარიას თქმით, ნორმალური სახელმწიფოს პროკურატურა მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე, საგანგებოდ უნდა იწყებდეს გამოძიებას.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე დოსიეს პატრიოტთა ალიანსზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ელემენტარული მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში ამაზე სახელმწიფო რეაგირებას მოახდენდა.
გაიგეთ მეტი:
- კრემლის საარჩევნო ფსონი პატრიოტთა ალიანსზე — დოსიეს გამოძიება და ინაშვილის "კონტრარგუმენტი"
- 8 მილიონი იმიტომ გაჟღერდა, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი არის 8 — ინაშვილი რუსეთიდან სავარაუდო დაფინანსებაზე
- თუ ოკუპანტი ქვეყნიდან დაფინანსების ფაქტი დაფიქსირდა, შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს — მდინარაძე პატრიოტთა ალიანსზე
- ეს ინფორმაცია საკმარისია გამოძიების დასაწყებად — კაპანაძე დოსიეს გამოძიებასა და პატრიოტთა ალიანსზე
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები