2020 წელს აივ ინფიცირების 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა — შიდსის ცენტრი
შიდსის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოში აივ ინფიცირების 372 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როცა შარშან, იმავე პერიოდში 449 ახალი შემთხვევა იყო.
ცენტრის მონაცემებით, 2020 წლის 2 სექტემბერს საქართველოში 8 474 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათ შორის, 6 326 კაცი და 2 148 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკისაა. მათგან შიდსი 4 340 პაციენტს განუვითარდა, ხოლო 1 734 გარდაიცვალა.
2 სექტემბრის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 5 220 პაციენტი, რომელთაგან 46 ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:
- ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია — 36,6 % (3107);
- დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად — 49,0% (4150);
- კაცები, რომლებსაც სექსი აქვთ კაცთან — 12,0% (1020);
- დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით — 1,3% (109);
- სისხლის რეციპიენტია — 0,5% (41);
- გადაცემის გზა დაუდგენელია — 0,6% (47).
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია:
- თბილისში — 3 148 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი;
- სამეგრელოში — 1 165;
- იმერეთში — 1 017;
- აჭარაში — 970;
- აფხაზეთში — 528;
- კახეთში — 419;
- ქვემო ქართლში — 485;
- შიდა ქართლში — 314;
- გურიაში — 180;
- სამცხე-ჯავახეთში — 113 და ა.შ.
შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2020 წელს 99 აივ ინფიცირებული გარდაიცვალა. მათ შორის, 79 კაცი, ხოლო 20 — ქალი.
სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის, 70 — ბიჭი, 46 — გოგო. აქედან, 27 გარდაიცვალა, ხოლო 3 ქვეყნიდან გავიდა.
მათი ინფიცირების გზების მიხედვით განაწილება კი ასეთია:
- ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით — 108 შემთხვევა (მათგან 1 ძუძუთი კვებით);
- სისხლის რეციპიენტი — 4;
- დაუდგენელია — 2.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები