აღმოჩნდა, რომ ახალი გვინეის მომღერალი ძაღლები ბუნებაში არ გადაშენებულან
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პაპუა-ახალი გვინეის კლდოვანი გორაკები უჩვეულოდ ჩუმი იყო, რის გამოც ბევრი დარდობდა, რომ ახალი გვინეის მომღერალი ძაღლი ველურ ბუნებაში გადაშენდა. საბედნიეროდ, გენეტიკური ანალიზის მიხედვით, ველური ძაღლების ეს უძველესი ჯიში ინდონეზიის ველური ბუნების წიაღში ჯერ კიდევ მრავლადაა.
როგორც მისი სახელიდან ჩანს, ახალი გვინეის მომღერალი ძაღლი პაპუა-ახალი გვინეისთვის ძაღლების ადგილობრივი სახეობაა, რომელიც თავისი ჰარმონიული ყმუილით გამოირჩევა. მართალია, ტყვეობაში რამდენიმე ასეული ინდივიდი არსებობს, მაგრამ 1970-იანი წლებიდან მოყოლებული მეცნიერთა უდიდეს ნაწილს მიაჩნდა, რომ ველურ ბუნებაში ისინი გადაშენდნენ.
მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში პაპუა-ახალ გვინეაში რამდენჯერმე შენიშნეს მთის ველური ძაღლები — ძაღლის სახეობა, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს ახალი გვინეის მომღერალ ძაღლებს. ამ ძაღლებს შორის კავშირის გასაგებად მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა დნმ-ზე დამყარებული მტკიცებულება გამოიყენეს, რათა მთის ველურ ძაღლებსა და ტყვეობაში მყოფი ახალი გვინეის მომღერალ ძაღლებს შორის ურთიერთობა დაედგინათ.
კვლევის აღმოჩენები ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა — მკვლევართა გუნდმა აღმოაჩინა, რომ ეს ორი ძაღლი Canis lupus familiaris-ის სახეობის ორი ძალიან მჭიდროდ მონათესავე წევრია. მათ შორის რამდენიმე უმნიშვნელო გენეტიკური სხვაობა იყო, რომელიც რამდენიმე ათწლეულის განცალკევების დროს მოსალოდნელია; მაგალითად, ტყვეობაში მყოფი ახალი გვინეის მომღერალი ძაღლების გენომი ინბრიდინგით (შიდა შეჯვარებით) არის "დამძიმებული", ხოლო მთის ველური ძაღლები ადგილობრივი სოფლის ძაღლებთან გადაიკვეთნენ.
მიუხედავად ამისა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი უძველესი "პროტო-ძაღლები" არიან და, მართალია, თითოეულ მათგანს გენომში ისეთი გენომური ვარიაციები აქვს, რომლებიც სხვა თანამედროვე ძაღლებში არ გვხვდება, ისინი, ფაქტობრივად, ერთი და იგივე ჯიში არიან, რაც ნიშნავს, რომ ახალი გვინეის მომღერალი ძაღლი ველურ ბუნებაში არასდროს გადაშენებულა.
"აღმოვაჩინეთ, რომ ახალი გვინეის მომღერალ ძაღლებსა და მთის ველურ ძაღლებს ძალიან მსგავსი გენომური თანმიმდევრობები აქვთ — იმაზე უფრო მსგავსი, ვიდრე ჩვენთვის ცნობილ ნებისმიერ სხვა ძაღლს. სიცოცხლის ხეში ეს მათ ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ მონათესავეს ხდის, ვიდრე ძაღლების თანამედროვე ჯიშებიდან ნებისმიერს, მაგალითად, გერმანულ ნაგაზს ან ბასეტ-ჰაუნდს", — განაცხადა ადამიანის გენომის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერმა დრ. ჰაიდი პარკერმა, რომელიც გენომურ ანალიზს უძღვებოდა.
ამ ახალმა აღმოჩენამ შეიძლება ველური ძაღლის ამ უნიკალური ჯიშის გადარჩენას შეუწყოს ხელი. ტყვეობაში ყოფნას ახალი გვინეის მომღერალი ძაღლების რამდენიმე ასეული ინდივიდის ჭარბი ინბრიდინგი მოყვა. ახლა უკვე აშკარაა, რომ უსაფრთხოდ შეიძლება მათი მთის ველურ ძაღლებთან შეჯვარება, რამაც, შესაძლოა, პოპულაციას მისთვის ძალიან საჭირო გენეტიკური მრავალფეროვნება დაუბრუნოს და ველურ ბუნებაში მათი რაოდენობის გაზრდას შეუწყოს ხელი.
აგრეთვე შეიძლება, ამან უძველესი ადამიანების მიერ ძაღლების მოშინაურების ისტორიაზე უფრო მეტი ინფორმაცია მოგვცეს.
"ამ უძველესი პროტო-ძაღლების უკეთ შესწავლით ჩვენ ძაღლების თანამედროვე ჯიშებსა და ძაღლების მოშინაურების ისტორიაზე ახალ ფაქტებს გავიგებთ. ბოლოს და ბოლოს, ძალიან ბევრი რამ, რასაც ძაღლებზე ვიგებთ, ისევ ადამიანებზე აისახება", — დაამატა აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარმა დრ. ელეინ ოსტრანდერმა.
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
კომენტარები