ლელო ანტიკორუფციული ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას მხარს დაუჭერს — ლევან კობერიძე
ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ლელოს კანდიდატის, დეპუტატი ლევან კობერიძის, თქმით პარტია ლელო საქართველოსთვის თამარ ჩუგოშვილის მიერ წარმოდგენილ ანტიკორუფციული რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს.
კობერიძის განცხადებით, პარტია ლელო საქართველოსთვის აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანი და საინტერესოა იმ მხრივ, რომ კორუფცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომლის გამოც დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს.
"ჩვენი, ლელოს ხედვა არის სწორედ ის, რომ კორუფცია არის ყველაზე მთავარი მიზეზი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის, რაც ჩვენს მოსახლეობას უდგას — სიღარიბის. მოსახლების გაღარიბებას კი ის კორუფცია იწვევს, რაც ქვეყანაშია. ლელოსთვის, რომლის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია ანტიკორუფციული სისტემური რეფორმა, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო თამარ ჩუგოშვილის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ვიქნებით გარანტი, რომ 2020 წლის პარლამენტში ეს საკითხი აუცილებლად იქნება აქტუალური, დღის წესრიგში", — განაცხადა კობერიძემ.
ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თქმით საქართველოში "დაშვებული კორუფციაა", რომელსაც სახელმწიფო მაღალჩინოსნები უდგანან სათავეში.
"ქვეყანაში არის ფაქტობრივად დაშვებული კორუფცია. როდესაც სახელმწიფო მაღალჩინოსნები, პარტიული ელიტის მხარდამჭერები უფლებას აძლევენ თავს, რომ სხვადასხვა ჯგუფებს, ქვეყნის სხვადასხვა ჩრდილოვან მმართველებს მისცენ საშუალება, რომ ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრდნენ და ხალხის ფული ჩაიდონ ჯიბეში", — განაცხადა კობერიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, ირინე ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ნინო გოგუაძემ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირეს, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი ინსტიტუტის — ანტიკორუფციული ეროვნული სააგენტოს შექმნას გულისხმობს.
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები