სამართალდამცავი უწყება დღემდე ვერ ახერხებს ძალადობის პრევენციას — ლომჯარია Tbilisi Pride-ის წევრებს შეხვდა
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, თბილისი პრაიდის მიმართ რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ინციდენტები ამ დრომდე გრძელდება და სამართალდამცავი უწყება ვერ ახერხებს ძალადობის პრევენციას. მისივე თქმით, აღნიშნული ვითარება ხელს უშლის ორგანიზაციის საქმიანობას.
ომბუდსმენი და მისი მოადგილე, ეკატერინე სხილაძე პირველ სექტემბერს თბილისი პრაიდის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ორგანიზაციის საქმიანობას და არსებულ გამოწვევებს გაეცნენ.
მიმდინარე წლის მაისის შემდეგ ორგანიზაციის ოფისს არაერთხელ დაუშინეს კვერცხები და საღებავები. ოფისის შესასვლელთან პერიოდულად იმართება შეკრებები, რომელზეც ისმის სიძულვილის ენა, პრაიდის აქტივისტების მიმართ ხშირია სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა.
როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, განგრძობით ძალადობას უარყოფითი გავლენა აქვს, როგორც თბილისი პრაიდის თანამშრომლებზე, აქტივისტებსა და უფლებადამცველებზე, ისე, ზოგადად, ლგბტ+ თემის წევრებზე, ქვიარ ადამიანებსა და მათ უფლებრივ მდგომარეობაზე. თბილისი პრაიდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს სტრესის ქვეშ ამყოფებს ორგანიზაციის თანამშრომლებს, ხელს უშლის მათ მუშაობაში, აღრმავებს ქვიარ ადამიანების მიმართ არსებულ ზიზღს, სტიგმას და ახალისებს ლგბტ+ თემის მიმართ ძალადობას.
"ბოლო დროს, ლგბტ+ უფლებადამცველების მიმართ განხორციელებული შევიწროების და მუქარის ფაქტები ერთგვარი ილუსტრაციაა იმისა, რომ უფლებების შეზღუდვისას, კერძო პირებთან მიმართებაში, უმეტეს შემთხვევაში, სახელმწიფო ეფექტურ რეაგირებას ვერ ახდენს. შედეგად, ქვეყანაში კვლავ მაღალია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ლგბტ+ პირების მიმართ ძალადობის ფაქტები", — აღნიშნულია განცხადებაში.
ამიტომ, სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია, სამართალდამცავი უწყებების მიერ მსგავსი შემთხვევების პრევენცია, უფლებადამცველების მიმართ მუქარის და ძალადობის ფაქტების და მათგან მომდინარე რისკების სწორად შეფასება და ეფექტური რეაგირება.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები