მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც ქართული ოცნების წყალობით არიან პარლამენტში, ახლა პარტიის ლიდერს ტალახს ესვრიან.

"ძალიან სამწუხაროა და სამარცხვინოა, ადამიანები, რომლებიც ამ პარლამენტსა და პოლიტიკაში ქართული ოცნების მაღალი რეიტინგით არიან მოსულები და ქართული ოცნების წყალობით, დღეს დამოუკიდებელ ნაბიჯებს პოლიტიკაში ქართულ ოცნებას და ქართული ოცნების ლიდერზე ტალახის სროლით ახორციელებენ, კადრულობენ ტყუილს. ეს ემსახურება იმას, რომ მათ სურთ საკუთარი სახელი გააცნონ საზოგადოებას", — განაცხადა ნათია თურნავა.

ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების, წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ეკონომიკის მინისტრი დაიბარა, როგორც ლევან გოგოჩაიშვილი აღნიშნავს, მოქალაქეებს ელექტროენერგია უძვირდება და უნდა მოხდეს მოკვლევა, თუ რატომ ვიხდით ყოველწლიურად ზედმეტ 9 მილიონ დოლარს.