Star Trek-ში პირველი ტრანსგენდერი და გენდერულად არაბინარული პერსონაჟები გამოჩნდებიან
ოთხშაბათს, 2 სექტემბერს, CBS All Access-მა განაცხადა, რომ Star Trek-ის ფრენჩაიზის ისტორიაში პირველად Star Trek: Discovery-ის მესამე სეზონში არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე და ტრანსგენდერი პერსონაჟები გამოჩნდებიან.
იან ალექსანდერი (The OA) გრეის როლს შეასრულებს — ტრანსგენდერი კაცის, რომელიც მთელი ცხოვრება ტრილი იყო და გეგმავდა, რომ სიმბიოტური უცხოპლანეტური სახეობის მასპინძელი ორგანიზმი გამხდარიყო — სახეობისა, რომელიც თავისი არსებობის განმავლობაში რამდენიმე მასპინძელ ორგანიზმში ცხოვრობს.
ახალწვეული ბლუ დელ ბარიო ადირას როლს შეასრულებს — გენდერულად არაბინარული პერსონაჟისა, რომელიც ვარსკვლავური გზის სერიალების ისტორიაში პირველ ერთნაირსქესიან წყვილთან, ლეიტენანტ-კომანდერ პოლ სტემეტსსა (ენტონი რეპი) და დრ. ჰიუ კალბერთან (უილსონ კრუზი), ამყარებს კავშირს.
"Star Trek არასაკმარისი წარმომადგენლობის მქონე თემების ხილვადობის გაზრდას ყოველთვის ცდილობდა, რადგან მას სწამს, რომ ხალხს უნდა აჩვენოს, რომ მომავალი, რომელშიც რასის, გენდერის, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის მიხედვით არ მოხდება ხალხის დაყოფა, ძალიან ახლოსაა და მთლიანად ჩვენს ხელთაა", — განაცხადა შოუს შემქმნელმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა მიშელ პარადაისმა.
მე-3 სეზონისთვის გრეისა და ადირას შერჩევისას სერიალის შემქმნელები GLAAD-თან თანამშრომლობდნენ — მედიის მონიტორინგის ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც ლბგტ თემის წარმომადგენლების მიერაა დაარსებული — განსაკუთრებით ტრანსგენდერული მედიისა და წარმომადგენლობის დირექტორთან, ნიკ ადამსთან.
"ვამაყობთ, რომ ბლუ დელ ბარიოსთან, იან ალექსანდერსა და GLAAD-ის ნიკ ადამსთან ვითანამშრომლეთ, რათა ადირასა და გრეის გამორჩეული პერსონაჟები შეგვექმნა და მათი ამბისთვის თანაგრძნობით, გაგებითა და სიხარულით შეგვესხა ხორცი", — თქვა პარადაისმა.
როდესაც ალექსანდერი Netflix-ის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალში, The OA-ში, ტრანსგენდერი პერსონაჟის როლში პირველად გამოჩნდა, ის სერიალების ისტორიაში პირველი აზიელ-ამერიკელი ტრანსგენდერი მსახიობი იყო. ბოლოს მან პოპულარულ ვიდეოთამაშ The Last of Us Part II-ში ტრანსგენდერი პერსონაჟის, ლევის, როლი შეასრულა.
დელ ბარიო Discovery-ში მაშინ აიყვანეს, როდესაც ის მუსიკისა და დრამატული ხელოვნების ლონდონის აკადემიაში ბოლო წელს გადიოდა. ის 7 წლიდან თეატრსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებში მონაწილეობდა, Star Trek: Discovery კი მისი სატელევიზიო დებიუტი იქნება.
GLAAD-ის ვებსაიტზე განთავსებულ ინტერვიუში დელ ბარი ამბობს, რომ ადირა "ინტროვერტია", რომელსაც მეხსიერება აქვს დაკარგული და რომელიც ხალხს პირდაპირ არ ეუბნება, რომ ის გენდერულად არაბინარულია — რაც საკუთარი თავის გენდერულად არაბინარულად გაცხადების მსახიობის გამოცდილებას იმეორებს.
"როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ადირას როლზე ამიყვანეს, ჩემი მეგობრებისა და ოჯახის დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ არ მქონდა ნათქვამი, რომ გენდერულად არაბინარული ვიყავი. ეს სიტყვა მხოლოდ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე და გავიაზრე, რომ ის ზუსტად იმას აღწერდა, როგორც მე ვგრძნობდი თავს დიდი ხნის განმავლობაში. ვიცოდი, რომ მინდოდა, ჩემი მეგობრებისა და ოჯახისთვის მომეყოლა, ამიტომ როცა ეს მოხდა, მომეჩვენა, თითქოს სამყარო მეუბნებოდა, 'მიდი'" — ამბობს დელ ბარიო.
მართალია, Star Trek-ის ორიგინალური სერიალი, რომელიც პირველად 1966-1969 წლებში NBC-ზე გაეშვა, შავკანიანი და აზიური წარმომავლობის მსახიობების გამოჩენის თვალსაზრისით თავისი დროისთვის რევოლუციური იყო, მაგრამ 2010-იან წლებამდე ვარსკვლავური გზის ფრენჩაიზი LGBTQ პერსონაჟებს დიდწილად ერიდებოდა.
ფრენჩაიზში პირველად Discovery-ში 2017 წელს გამოჩნდნენ სტემეტსი და კალბერი — ორი კაცი პერსონაჟი, რომლებსაც სრულყოფილად გამოხატული რომანტიული ურთიერთობა ჰქონდათ — და მათ როლებს ორი ღიად ქვიარი მსახიობი ასრულებდა.
Star Trek: Discovery-ის მესამე სეზონის პრემიერა CBS All Access-ზე 15 ოქტომბერს შედგება.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები