კოალიციურ მთავრობაში ევროპულ საქართველოს ექნება ცენტრალური როლი, რადგან სწორედ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა — კაპანაძე
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარ კანდიდატებზე და კოალიციური მთავრობის პრემიერობის კანდიდატის თემას ეხმაურება.
სერგი კაპანაძის თქმით, სწორედ მათი ინიციატივა იყო საერთო ოპოზიციური კანდიდატების დაყენება რეგიონებში, თუმცა ეს არ მოხდა და ეს გვერდი გადაიფურცლა. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ევროპულ საქართველოს ყველა რეგიონში ჰყავს ძლიერი კანდიდატები, რომლებიც იბრძოლებენ გამარჯვებისათვის.
სერგი კაპანაძემ ასევე პრემიერობის სავარაუდო კანდიდატზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ყველა პარტიას შეუძლია დააყენოს კანდიდატი, თუმცა არჩევნებისა და ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, ყველა პარტიას მოუწევს კომპრომისულ კანდიდატზე შეთანხმება. სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ევროპულ საქართველოს იქნება ცენტრალური როლი კოალიციაში, რადგან მათ აქვთ კონკრეტული გეგმა და სწორედ ევროპული საქართველოა კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის.
"ევროპული საქართველოს ამოცანაა, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები და ეს ხელისუფლება, რომელიც არასწორი მიმართულებით მიაქანებს ქვეყანას, იყოს შეცვლილი. ჩვენ ყველაფერი ვცადეთ იმისათის, რომ რეგიონებში ყოფილიყო გამსხვილებული მაჟორიტარული კანდიდატები, თუმცა კონკრეტული პარტიის გამო ეს არ მოხდა და ჩვენ უკან აღარ დავბრუნდებით. ჩვენ ყველგან დავაყენეთ ჩვენი, ძალიან ძლიერი კანდიდატები, რომელთაც კონკრეტული ხედვა გააჩნიათ, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ეკონომიკა, რეგიონების ცხოვრება უკეთესობისაკენ, და ჩვენ ვიქნებით კომპასი ამ გარდამტეხი ცვლილებების და ეს მაჟორიტარები იქნებიან ძლიერი კანდიდატები, რომლებიც იბრძოლებენ გამარჯვებისათვის, ან მეორე ტურში გასვლისთვის.
რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატებს, ყველა პოლიტიკურ პარტიას ეყოლება თავისი კანდიდატი, ხოლო საბოლოოდ არჩევნებისა და ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, უნდა შეირჩეს ის კანდიდატი, რომელიც იქნება კომპრომისული ყველასათვის. კოალიციურ მთავრობაში, ევროპულ საქართველოს ექნება ცენტრალური როლი, რადგან სწორედ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ვართ კომპასი, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
კომენტარები