ლელომ ოთხ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მოქსის ტერიტორიაზე პოლიტიკური საბჭოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართა და 4 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. სხდომას ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ყველა ოლქიდან და პოლიტიკური საბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო.
გაფართოებულ შეკრებაზე იმსჯელეს საარჩევნო პროცესზე, პოლიტიკურმა საბჭომ განიხილა ჩრდილოვანი კაბინეტის მუშაობის დეტალები, რომლის შემადგენლობაც, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.
პოლიტიკურ გაერთიანებას ლელო საქართველოსთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახლა უკვე 29 ოლქში ჰყავს.
დღეს დასახელდა კანდიდატები, რომლებიც ლელომ დარჩენილ 4 ოლქში წარადგინა:
1. გიორგი ჭელიძე — ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, საავტომობილო გზების და აეროდრომების მშენებლობის სპეციალობით. იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მოღვაწეობდა აგრარულ სფეროში.
2. სოცგარ პუთულიანი — ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
ექიმი. დაამთავრა სომხეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მიენიჭა ჯერ საერთო ქირურგის, ხოლო შემდეგ - ჯანდაცვის სისტემის ორგანიზატორის კვალიფიკაცია.
მუშაობდა სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში როგორც ქირურგის, ისე აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე სომხეთში.
3. თამარ ბელქანია — წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
კულტურის კვლევების დოქტორი. თსუ-ს პროფესორი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების ფონდის გენერალური დირექტორი. ტელეჟურნალისტი. სხვადასხვა საავტორო გადაცემის ავტორი. მუშაობდა აფხაზეთის, დეოკუპაციისა და მშვიდობის თემებზე. არის სამეცნიერო მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი.
4. ირაკლი ტალახაძე — თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
ეკონომისტი, თსუ-ს კურსდამთავრებული, მაკროეკონომისტი. იყო კომერციული ბანკის გენერალური დირექტორი. ენტრეპენერული საქმიანობა დაიწყო ღვინის კომპანია თელიანი ველის დაფუძნებით. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მონაწილეობდა ისეთ წარმატებულ პროექტებში, როგორებიცაა ქინძმარაულის მარანი, ჯივიესი, შატო მუხრანი. ამჟამად ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას მევენახეობა-მეღვინეობის დარგში.
მამუკა ხაზარაძემ ლელოს "მარშალის გეგმაზეც" ისაუბრა, რომელსაც საზოგადოებას 5 სექტემბერს გააცნობს და რომელიც ქვეყნის რეკონსტრუქციის პროგრამას ისახავს მიზნად.
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები