"ლუკაშენკო კერკეტი კაკალი აღმოჩნდა" — ბელარუსმა "გერმანია-პოლონეთის საუბარი" გაასაჯაროვა
ბელარუსში ტელეგრამის არხმა პულ პერვოგო გაასაჯაროვა "გერმანია-პოლონეთის საიდუმლო საუბარი", რომელიც თითქოსდა ბელარუსის დაზვერვამ მოიპოვა. აუდიოჩანაწერში საუბარია იმაზე, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლა ფალსიფიკაციაა.
პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნული აუდიოჩანაწერის შესახებ 3 სექტემბერს რუსეთის პრმიერმინისტრ მიხაილ მიშუსტინთან ისაუბრა. ლუკაშენკო ამტკიცებდა, რომ აუდიოჩანაწერი სწორედ მათ მოიპოვეს.
როგორც ბელარუსის დაზვერვა ამტკიცებს, საუბრობენ ნიკი ბერლინიდან და მაიკი ვარშავიდან. აღნიშნული საიბარში "ნიკი" და "მაიკი" ბელარუში განვითარებულ მოვლენებსაც განიხილავენ და ლუკაშენკოს კერკეტ კაკლად მოიხსენიებენ:
ვარშავა: ალო! გამარჯობა, ნიკ. როგორაა თქვენი საქმე?
ბერლინი: როგორც ჩანს, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის... ნავალნიზე მასალები მზადაა. კანცლერის ადმინისტრაციაში გადავგზავნით. მის განცხადებას ველოდებით.
ვარშავა: მოწამვლა ზუსტად დასტურდება?
ბერლინი: მაიკ, მისმინე, ამ შემთხვევაში, ეს ასე მნიშვნელოვანი არაა... ომი მიდის... ხოლო ომის დროს ყველა მეთოდი მისაღებია.
ვარშავა: გეთანხმები, პუტინს უნდა გაუქრეს ბელარუსის საქმეებში ცხვირის ჩაყოფის სურვილი... ყველაზე ეფექტური გზა — რუსეთის საქმეებში მისი ჩაძირვაა, რომელიც ცოტა არაა! მით უმეტეს, უახლოეს მომავალში რეგიონებში არჩევნები აქვთ.
ბერლინი: სწორედ ამით ვართ დაკავებული. და საერთოდ, როგორაა საქმე ბელარუსში?
ვარშავა: სიმართლე გითხრა, არც ისე კარგად. პრეზიდენტი ლუკაშენკო კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. ისინი ორგანიზებულები და პროფესიონალები არიან. გასაგებია, მათ რუსეთი უჭერს მხარს. მაღალჩინოსნები და ჯარისკაცები პრეზიდენტს უჭერენ მხარს. დანარჩენი შეხვედრის დროს გეტყვი და არა ტელეფონით.
ბერლინი: კი, კი, მესმის. მაშინ დროებით. ნახვამდის.
ვარშავა: ნახვამდის.
კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი, ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში, 20 აგვისტოს მოათავსეს. გერმანელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ ის მოწამლულია. გერმანიის მთავრობის განცხადებით, ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკით" მოწამლეს. ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ნერვიულ სისტემას ანადგურებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ნავალნის მოწამვლა ფაქტებით არ არის განმტკიცებული.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები