გიორგი ვაშაძე — 118 ათასი შშმ პირი მთავრობამ მიატოვა და ბედის ანაბარა დატოვა
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების პრობლემებზე საუბრობს. არსებულ მძიმე სტატისტიკას ის მთავრობის უმოქმედობას უკავშირებს და მათი მხრიდან უყურადღებობაზე მიანიშნებს.
"განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ოჯახები, ხშირ შემთხვევაში, მთავრობის მხრიდან მიტოვებულები და ბედის ანაბარა დარჩენილები არიან. ფაქტობრივად, სახელმწიფო არ ზრუნავს კომპლექსურად არსებულ პრობლემებზე. საქართველოში ოფიციალური სტატისტიკით განსაკუთრებული საჭიროების მქონე 118 000 ადამიანია. ფაქტობრივად, ეს არის 118 000 ოჯახი. შესაძლოა, რეალურად ეს ციფრი გაცილებით დიდია, მაგრამ არსებული სტატისტიკაც შემაშფოთებელია. ეს არის დაახლოებით მოსახლეობის 3% და ისინი საკმაოდ დიდი პრობლების წინაშე დგანან. პრობლემები აქვთ როგორც საპენსიო უზრუნველყოფის, ასევე შესაბამისი გარემოს შექმნის კუთხით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის", — აღნიშნავს ვაშაძე.
მისივე თქმით, სტრატეგია აღმაშენებელის გუნდი სისტემურად მონიტორინგს უწევს აღნიშნულ საკითხს და მიაჩნია, რომ მოვიდა დრო, მთავრობამ კომპლექსური სტრატეგია შეიმუშაოს.
"220 თუ უფრო დაბალი პენსიიდან 16%-იან სესხს არ უნდა იხდიდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი. ამ პრობლემაზე არაერთხელ გვისაუბრია. ლიბერთი ბანკის ექსკლუზივი, რომლითაც, ფაქტობრივად, ზარალდება აბსოლუტურად ყველა. ის, რომ პენსია მოსამატებელია, განსაკუთრებით ე.წ. მეორე, მესამე და მეოთხე ჯგუფის ინვალიდობის შემთხვევაში, ამაზეც ხშირად მივანიშნებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ პრობლემას — ეს არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები, მათი ოჯახების პრობლემა, რომელზეც 'დამსხვრეული ოცნებების' მთავრობა საერთოდ არ ფიქრობს, არ აწუხებს და მათი მხრიდან მიტოვებულები არიან. ისევ და ისევ, საბჭოთა მიდგომა — თითქოს ეს პრობლემა რეალურად არ არსებობს, თვალის დახუჭვა მათ გასაჭირზე. ეს ადამიანები წლები ცხოვრობენ ამ პრობლემებთან ერთად, ეს სამწუხაროა. მოქმედი მთავრობის მხრიდან მიდგომა არასერიოზულია. თურმე სამ წლამდე არ შეიძლება საერთოდ სტატუსის მინიჭება — ეს არის კატასტროფა. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც არ შეიცვლება, მაგრამ ამ ადამიანებს აწვალებენ", — აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი.
"აუცილებელია, გავერკვეთ, თუ რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში. უამრავი პრობლემაა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ პრობლემებთან ერთად ოჯახები, ფაქტობრივად, ვერ უმკლავდებიან დაავადებას და წლები უწევთ ტანჯვით ცხოვრება. ჩვენი გუნდი ამ საკითხებზე მუშაობდა, მუშაობს და აუცილებლად ვაპირებთ, რომ გადავჭრათ ეს საკითხები. პირველ რიგში, ეს არის, რომ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ეს ბიუროკრატიული ბარიერები და პროცედურები დაუყოვნებლივ მოიხსნას; მეორე — დეკემბერში, პირობას ვდებთ, რომ აუცილებლად ყველა სესხზე ეს უსაზღვროდ მაღალი პროცენტები ჩამოიწერება; მესამე — ოჯახს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კომპლექსური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, აქ არ არის საუბარი მხოლოდ პენსიაზე, აქ საუბარია ჯანმრთელობის პრობლემების 100%-იანი სადაზღვეო პაკეტის შემუშავებაზე, რომელიც ყველანაირად დაეხმარება ოჯახებს. ასევე, რაც მთავარია, დასაქმების მიმართულებით მუშაობა. როცა იუსტიციის სახლში ვმუშაობდით, მაშინ გაკეთდა ძალიან კარგი პროგრამა, რომლითაც შშმ პირებს შეეძლოთ სახლიდან მუშაობა. აღნიშნულმა პროექტმა საკმაოდ კარგად იმუშავა და ვფიქრობ, მსგავსი პროექტები ამოვქოქოთ და ავამუშაოთ. მთავარია, განსაკუთრებული საჭიროება — ეს არ უნდა ითვლებოდეს საზოგადოებაში პრობლემად. სტრატეგია აღმაშენებელი ცალკე პროგრამას ამზადებს აღნიშნული პრობლემების დასარეგულირებლად", — დაამატა გიორგი ვაშაძემ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები